სილამაზის 10 ხრიკი, რომლებიც წვრილი ნაოჭების დაფარვაში დაგეხმარებათ

0
187

წლებთან ერთად, უპირობოდ ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები, განსაკუთრებით, თვალებისა და ტუჩების გარშემო. ეს ე.წ. ექსპრესული ხაზებია, რომელთა გაჩენაც დაკავშირებულია კოლაგენის პროდუქციის შემცირებასთან.

თუმცა, მოვლისა და მაკიაჟის მარტივი წესების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ წვრილი ნაოჭების გაჩენის გადადებას და უკვე არსებულის დამალვას.

1. კანის სწორად მოვლა

ზრდასრული კანის მოვლის პროცედურებს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, ვიდრე ახალგაზრდას. ყოველღამე, გულდასმით გაიწმინდეთ კანი, მოიშორეთ მაკიაჟი და სიბინძურე. თუ თქვენი კანი სიმშრალისკენაა მიდრეკილი, აირჩიეთ დელიკატური პროდუქტი ცხიმოვანი ტექსტურით და არ დაგავიწყდეთ სკრაბის შესახებაც, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოიყენოთ.

მკვდარი უჯრედების მოშორება კანს არბილებს, მის ფერს ათანაბრებს. ძილის წინ დაიტანეთ კრემი ან შრატი, მდიდარი ანტიოქსიდანტებით(C და A ვიტამინდებით), რომელიც იდეალურია პირველი ნაოჭების წინააღმდეგ.

2. კანის დატენიანება

დილით, ბაზის დატანებამდე, არ დაგავიწყდეთ კრემისა და პრაიმეტის წასვმა, რომელიც თქვენი კანის ტიპს უხდება. ისინი იდეალური პროდუქტებია ზრდასრული კანისთვის, ქმნის თანაბარ ბაზისს მაკიაჟისთვის.

3. მაკიაჟის ზომიერება

ნუ ეცდებით დაბერების ნიშნების დამალვას მძიმე ბაზებით, რამდენადაც ასე მათ მეტად გამოკვეთავთ. აირჩიეთ მსუბუქი პროდუქტი მაკორექტირებელი და დამატენიანებელი თვისებებით. თუ ფერმკრთალი კანი გაქვთ, მოერიდეთ ზედმეტად მკვეთრ ფერებს, შეარჩიეთ ერთი ან ორი ტონით მუქი ფერი, რათა ჯანს ჯანსაღი იერი მიანიჭოთ.

4. კონსილერის ეკონომიურად გამოყენება

სიწითლის ან შავი წრეების კორექტირების შემთხვევაში, გამოიყენეთ კონსილერი ზომიერად, რათა მოერიდოთ თვალის გარშემო ნაოჭების გაჩენას. თუ კრემისებრ პროდუქტს იყენებთ, დაიტანეთ იგი თითის ბოლოებით და ფრთხილად გადატუშეთ.

5. აქცენტი თვალებზე

ყურადღება უკვე გაჩენილ ნაოჭებს რომ ავარიდოთ, აქცენტი თვალებზე გააკეთეთ. ოღონდ, მოერიდეთ ძალიან მუქი ფანქრის გამოყენებას, აირჩიეთ მსუბუქი და რბილი მაკიაჟი. მაგალითად, ყავისფერი ფანქარი და რამდენიმე ნაზი შტრიხი ქუთუთოების ჩრდილებით შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს.

6. წარბების მოვლა

დროთა განმავლობაში, წარბები თხელდება და მოცულობას კარგავს. თმების გასაძლიერებლად, საღამოობით დაიტანეთ მასზე მკვებავი ზეთები. წარბის პომადა და ფანქარი კი ფორმისა და ფერების კორექტირებაში დაგეხმარებათ.

7. კოსმეტიკური საშუალებები ელვარების ეფექტით

სახის ზოგიერთი ზონის გამკვეთრება მას აგლუვებს და ინვაზიური მეთოდების საჭიროებას  ავადებს. დაიტანეთ ცოტაოდენი სასუალება ლოყების ზედა ნაწილში და მაშინვე ვიზუალურად გაახალგაზრდავდებით რამდენიმე წლით.

8. ფხვნილისებრ კოსმეტიკურ საშუალებებზე უარის თქმა

ასაკთან ერთად, კანი სულ უფრო მოწყვლადია გამოშრობისადმი, ამიტომაც, ფხვნილისებრი კოსმეტიკის გამოყენება უნდა შეზღუდოთ. თუ თქვენი მიზანია წვრილი ნაოჭების დამალვა, შეარჩიეთ თხევადი პროდუქტი მსუბუქი კონსისტენციით.

9. ტუჩის კანის დატენიანება

ტუჩები და გარშემო კანი მგრძნობიარეა დაბერების ნიშნების გაჩენის მიმართ. იმისათვის, რომ ნაოჭების გაჩენა და გაუფერულება აიცილოთ თავიდან, ყოველ საღამოს ფრთხილად დაიზილეთ ტუჩები კბილის ჯაგრისით ან ნაზი სკრაბით.

ღამით წაისვით კაკაოს ზეთი ან მკვებავი ბალზამი, არ დაგავიწყდეთ ტუჩის გარშემო კანიც.

10. შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა

შუბლზე ნაოჭები ასაკს ამჟღავნებს და მათ დასამალავად, შეიჭერით თმა შუბლზე მოკლედ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი