მავნე ბაქტერიები არის იქ, სადაც არ ელოდებით: 6 სახიფათო ადგილი

3770

საიდუმლოს არ წარმოადგენს, ჩვენს ყოფაში იდეალური სისუფთავე არ არსებობს. ბაქტერიები ყველგან ძვრებიან და მუდმივად ჩვენი მეგზურები ხდებიან. პირველ რიგში, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არასდროს ხართ. მეორეც, მიამიტი არ იყოთ – ელოდეთ „მიკრო–მეგობრებთან“ შეხვედრას იქ, სადაც მათთან შეხვედრას არ ელოდებით. მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა:

1. გარეცხილი ქვედა საცვლები

ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ შეიძლება ჭუჭყიანი დარჩეს. ყველამ არ იცის, მაგრამ ქვედა საცვლების გარეცხვის შემდეგ სარეცხ მანქანაში შეიძლება ტკიპის ჩხირის უჯრედები დარჩეს. სწორედ ამიტომ, ბაქტერიების მოსაკვლელად რეცხვის დროს 60-65 გრადუსი ტემპერატურა ჩართეთ, სჯობს 100 გრადუსი. ასე ბაქტერიების კვდომა წამიერი იქნება.

2. ლიმონი ჭიქის კიდეზე

ჩვენ ლიმონის ანტიბაქტერიული თვისებების შესახებ ვიცით, მაგრამ ვერც ერთი მისი თვისება ვერ უშველის ჭიქის კიდეს, რომელსაც ზოგჯერ ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრით აფორმებენ. Journal of Environmental Health-ის მონაცემებით 21 რესტორანში დატესტილი 76 ჭიქიდან 70% პათოგენებს შეიცავდა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც ლიმონის ნაჭერს და არც სხვა რამეს ჭიქის კიდეების ბაქტერიებისგან გაწმენდა არ შეუძლია.

3. ავტომობილის საქარე მინა

არიზონის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაშინაც კი, თუ მინის გასაწმენდად წყალს იყენებთ, მინის საწმენდ ბოთლში მაინც შეიძლება მოხვდეს ლეგიონელები. ეს სახიფათო ბაქტერიებია, რომლებიც პნევმონიას იწვევენ. ადამიანის ორგანიზმში შეიძლება აორთქლების გზით მოხვდეს. სწორედ ამ მიზეზით, მეცნიერები გირჩევენ, რომ წლის თბილ სეზონზე მინის საწმენდად სპირტზე დაფუძნებული საშუალება გამოიყენოთ.

4. ახალი ტანსაცმელი

ნიუ–იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა და იმუნოლოგმა, ფილიპ ტერნომ უამრავი კვლევების ჩატარებით აღმოაჩინა: მაღაზიის ახალ ტანსაცმელზე ცხოვრობენ ბაქტერიები, რომლებიც ასევე ცხოვრობენ ჩვენს კანზე, განავალში და სასუნთქი სისტემის გამონადენზე. ასე რომ, ნებისმიერი ახალი ტანსაცმლის გარეცხვა სწორი იქნება.

5. ავტომობილის მართვის პანელი

მართვის პანელი ავტომობილში ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია. მასზე ილექება პათოგენები, რომლებიც ავტომობილში კონდიციონერის სისტემიდან ხვდებიან. მზის სითბო კი მათ გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც მართვის პანელს სადეზინფექციო საშუალებით გაწმენდთ.

6. კონტაქტური ლინზების კონტეინერი

ჩინელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კონტაქტური ლინზების კონტეინერების 34% შეიცავს ბაქტერია სერატიას და ოქროსფერ სტაფილოკოკს. თვალში მოხვედრისას ბაქტერიები სერიოზულ გართულებებს, მათ შორის დაბრმავებას იწვევენ. ამის თავიდან ასაცილებლად კონტეინერი ყოველდღე მდუღარე წყლით გარეცხეთ, ხსნარი თვეში 1–2–ჯერ გამოცვალეთ, რადგან ამ დროში ანტიბაქტერიულ თვისებებს კარგავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს