ზოდიაქოს ნიშნების ფარული შესაძლებლობები და ნიჭი

0
2174

თითოეულ ადამიანს უნიკალური ნიჭი და შესაძლებლობები აქვს. მთავარია – დროულად შეამჩნიოთ და გამოავლინოთ. ამაში კი ასტროლოგია დაგეხმარებათ. ნახეთ, რომელ ფარულ შესაძლებლობებს ფლობთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ვერძი ძალიან იმპულსური ხელმძღვანელია, ამასთან არა მხოლოდ სამსახურში. ყველაფერი იმიტომ, რომ იდეების და პროექტების პერსპექტიულობას ძალიან კარგად განსაზღვრავს და ადამიანების ენერგიით ავსება შეუძლიათ. ყველაზე ხშირად ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ქოლერიკები არიან. საზოგადოებაში თავიანთი ხასიათით ადვილად გამოარჩევთ.

კურო

ამ ზოდიაქოს ნიშანს ზომიერი და ფლეგმატური ძალა საშუალებას აძლევს არამედ საკუთარი თავი, არამედ სხვებიც დაიცვას. სწორედ ამიტომ, ხშირად ადამიანები მისკენ მიილტვიან, რადგან მის ირგვლივ სამყარო ჯერ კიდევ წესრიგშია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ უსიამოვნო მოულოდნელობას ხშირად თავიდან იცილებენ.

ტყუპები

ტყუპებს რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება შეუძლია, ამასთან დიდი ძალისხმევის გაწევა არ უწევს. მის ტვინს უსასრულო ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია, მაგრამ ყველაზე აშკარა უნარი ფულის გრძნობაა. მგონი, მათთან ფული ჰაერიდან ჩნდება.

კირჩხიბი

რთული ბუნების ზოდიაქოს ნიშანი ღრმა გრძნობებს ფლობს, რის გამოც დიდი მგრძნობელობა ახასიათებს. ასეთი თვისებების და მუდმივობის კომბინაციით ძლიერი საყრდენი ხდება როგორც ახლობლებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. მძიმე წუთებში აქტიურდება და ვერ ამჩნევს, რომ ბოლომდე იხარჯება.

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს საოცარი მომხიბვლელობა და შარმი, ასევე ლიდერული თვისებები აქვს. ის ბედის ნებიერაა: მას მზე ტყუილად არ მართავს! უფრო მეტიც, საკუთარი იღბალი შეუძლია ახლობლებსაც გაუზიაროს.

ქალწული

მასში უცნაურად არის გაერთიანებული ლოგიკა და გულწრფელი გრძნობები, ამასთან პრაგმატული და ძალიან შრომისმოყვარეა. სწორედ ისინი იღებენ ცხოვრებიდან ყველაფერს გადაჭარბების გარეშე. ასეთი უნარის მიუხედავად ქალწული ხშირად სხვა ზოდიაქოს ნიშანში ერევათ, თუმცა მათი გასხვავებით სავსებით შესაძლებელია.

სასწორი

მას ყველაფერში თანდაყოლილი დახვეწილობა და გემოვნება ახასიათებს. სწორედ ამიტომ, ბუნებით არტისტულია და შეუძლია გახდეს დიდი შემოქმედი, კრიტიკოსი ან მოდის დიზაინერი.

მორიელი

მორიელის უნარზე შეიძლება ითქვას, რომ მას ყველაფრის, მათ შორის საკუთარი თავის განადგურება შეუძლია. ის ბუნებით ლიდერია, რომელიც არავის ინდობს, ამასთან სამართლიანობის და გასაოცარი ინტუიციის გამძაფრებული გრძნობა აქვს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მხოლოდ საკუთარ თავზე არის პასუხისმგებელი, ამასთან ეს კარგად გამოსდის. შესანიშნავი უნარი, რომელიც მშვილდოსნის უმეტესობას ახასიათებს: საკუთარი პირადი სივრცის შეგრძნება და დაცვა ისე, რომ სხვებს ხელი არ შეუშალოს.

თხის რქა

კიდევ ერთი ლიდერი, მაგრამ ყველაზე მყარი პოზიციებით საკუთარი რაციონალური აზროვნებით და თავშეკავებულობით. მას არა მხოლოდ ცხოვრების შექმნა, არამედ ცხოვრება შეუძლია.

მერწყული

მერწყული ტრადიციულად იდეების და გონების ფეერიად ითვლება. ის, სწორედ იმ განახლების ძალას ფლობს, რომელიც სამყაროს განვითარებაში ეხმარება. მერწყულს შეუძლია თავისი ენერგეტიკით ყველა დამუხტოს.

თევზები

ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი ზოდიაქოს ნიშანი, რადგან მას ნათელმხილველობის უნარს აწერენ. ამბობენ, რომ მათგან რაიმეს დამალვა შეუძლებელია, რადგან შეუძლია იყოს შესანიშნავი ფსიქოლოგი.