18 უცნაური მეთოდი მომავალი ბავშვის სქესის გასაგებად

0
1654

რა შეიძლება იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე მომავალი ბავშვის დაბადება? ჯადოსნურია ბავშვის ლოდინი და მკითხაობა: ბიჭია თუ გოგო.

თანამედროვე მედიცინამ ბავშვის სქესის სწრაფად გამოცნობა ისწავლა, მაგრამ ზოგიერთ მშობელს ინტრიგის დატოვება სურს. სიტყვაზე, მთლად გაურკვევლობაში არ არიან, რადგან არსებობს ნიშნები, რომლებიც ბავშვის სქესის წინასწარ გამოცნობის საშუალებას გვაძლევს. გსურთ გაიგოთ? მაშინ ეს მასალა სწორედ თქვენზეა.

  1. თითქმის ყველა ორსული ქალი სახესა და სხეულზე კანის მდგომარეობის ცვლილებას ამჩნევს. ამბობენ, რომ თუ კანი ცხიმიანი ხდება, გოგონას უნდა ელოდოთ, თუ მშრალი – ბიჭს.
  2. გოგოზე ორსულობის დროს გამონაყარი მტკივნეული და შესიებული ხდება. ეს იმავე ცხიმიანი კანით არის გამოწვეული.
  3. ალბათ, გსმენიათ, როგორ ამბობენ ორსული ქალები სახის შესანიშნავ ბზინვარებაზე. ეს ბზინვარება ან სიპრიალე მხოლოდ იმ ქალებს ახასიათებთ, რომლებიც ბიჭებზე არიან ორსულად.
  4. ვერტიკალური ხაზები, რომლებიც მუცლის შუა ნაწილზე ბოქვენის ძვალიდან ჭიპამდე გადის, ზოგჯერ ჭიპს კვეთს. ამბობენ, თუ ხაზი ჭიპის ქვემოთ ჩერდება, გოგოს უნდა ელოდოთ, თუ ჭიპის ზემოთ – ბიჭს.
  5. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მუშაობს. თქვენ უნიტაზში უნდა მოშარდოთ და 2 ს/კ საკვები სოდა დაუმატოთ. თუ აქაფდება – ბიჭს ელოდებით. ამ ტესტის სიზუსტე 80%–ს შეადგენს!
  6. თუ თმა პრიალა და მოცულობითი გახდა, ეს ბიჭზე ორსულობის მანიშნებელია.
  7. თუ სხეულზე თმა წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება, ბიჭს ელოდეთ.
  8. ამბობენ, რომ თქვენ მიერ მომატებული წონა მხოლოდ მუცელშია კონცენტრირებული, თქვენ ბიჭზე ხართ ორსულად, თუ მთელ სხეულზე – გოგონაზე.
  9. თუ შეამჩნიეთ, რომ ფეხის კიდურები ცივი გახდა, დიდი ალბათობით, ბიჭზე ხართ ორსულად!
  10. კიდევ ერთი სიურპრიზი! თუ ქალი ბიჭზეა ორსულად, მისი ფეხის ზომა იცვლება.
  11. ამბობენ, თუ ტკბილეულისკენ გიზიდავთ, გოგონაზე ხართ ორსულად, თუ მარილიანზე – ბიჭზე.
  12. თუ ორსულის მუცელი ქვემოთ არის დაწეული, ბიჭზე ხართ ორსულად, თუ ზემოთ – გოგოზე.
  13. ეს მართლაც სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ხმა დადის, თუ ორსულობის დროს ბავშვის მამა წონაში იმატებს, ოჯახში გოგონა გაჩნდება!
  14. ყველაზე ხშირად ეს აწუხებს ქალებს, რომლებიც ბიჭებს ელოდებიან.
  15. თუ მარცხენა მხარეს წევხართ, ბიჭს ელოდეთ, თუ მარჯვნივ – გოგოს.
  16. ორსულობის დროს მკერდს ყურადღება მიაქციეთ. მას ბევრი რამის თქმა შეუძლია. მაგალითად, თუ თქვენი ძუძუს თავები გამუქდა, დიდი ალბათობით, ბიჭს ელოდებით.
  17. თუ თქვენი მარჯვენა მკერდი მარცხენაზე დიდი გახდა, ბიჭს ელოდებით. თუ მარცხენა მკერდი მარჯვენაზე დიდია – გოგოს.
  18. ეს პუნქტი სასაცილოა. თუ ორსულობის დროს მოუხერხებელი გახდით, სავარაუდოდ, ბიჭზე ხართ ორსულად.

თითოეული ეს პუნქტი ექიმების მიერ დამტკიცებული არაა, მაგრამ მათი გამოვლენა ორსული ქალების კომენტარების წყალობით მოვახდინეთ. ასეთ განსაკუთრებულობას ყურადღებას აქცევდით? რომ დავფიქრდეთ, ორსულობას თითოეული ქალის ცხოვრებაში ბევრი ახალი და საინტერესო რამ შემოაქვს.