17 წლის უკრაინელმა ემიგრანტმა დნმ-რობოტი გამოიგონა პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების სამკურნალოდ

1900

2019 წლის ივლისის დასაწყისში, ამერიკულ გაზეთებში გაჩნდა სტატიები 17 წლის გოგონას გამოგონების შესახებ. სოფია ლისენკომ, უკრაინელი ემიგრანტების ქალიშვილმა, დამსახურებულად გაიმარჯვა პენსილვანიის შტატში კომპანია Google-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში. ექსპერტებმა სკოლის მოსწავლის სამეცნიერო პროექტი უაღრესად დამაიმედებლად მიიჩნიეს.

ახლა გოგონა, მეცნიერ-კოლეგათა ჯგუფთან ერთად, უკვე მუშაობს თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. მთელი მსოფლიოს ექიმები სოფიას პროექტზე დიდ იმედებს ამყარებენ. საქმე ისაა, რომ ემიგრანტის შემოქმედება, ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობას საშუალებას მისცემს, ეფექტურად ებრძოლოს პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებებს!

იყიდება

ურთულესი მისია

მე-11 კლასის მოსწავლე მეცნიერებამ ღრმა ბავშვობაში გაიტაცა. რამდენიმე წლის წინ, სოფიამ ურთულეს მისიას მოჰკიდა ხელი. იგი ცდილობდა, გამოეგონებინა ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ადამიანის ტვინში წამლების შეტანა იქნებოდა შესაძლებელი, და იპოვა კიდევაც.

“საქმე რთულდება ე.წ. ჰემატოენცეფალური ბარიერის არსებობის გამო. იგი უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს: არ აძლევს ვირუსებსა და პათოგენებს ტვინის ცხოველქმედების დარღვევის საშუალებას, მათთვის შეღწევის შეფერხებით.

 სამწუხაროდ, სწორედ ასე აფერხებს იგი ტვინში სამკურნალო პრეპარატების მოხვედრასაც.” – ამბობს სოფია.

რობო-დნმ

მრავალმხრივი პიროვნება, სოფია დაინტერესებულია ბუნებრივ და ხელოვნურ მეცნიერებებში, დაწყებული პროგრამირებითა და მათემატიკით, დასრულებული ქიმიით, ფიზიკითა და ბიოლოგია.

მიღებული ცოდნის მობილიზება გოგონას დაეხმარა პრობლემის გადაწყვეტაში. მან შეიმუშავა რობოტიზებული კაფსულა, რომლის ზომაც დნმ-ს ზომას არ აღემატება.

მრავალი დაავადების წამალი

მეცნიერები აღფრთოვანებული არიან, რამდენადაც მსგავსი მექანიზმი საშუალებას იძლევა, ტვინის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა შესაძლებელი გახდეს. ასე, მაგალითად, ლისენკოს გამოგონება, დროთა განმავლობაში, ადამიანებისთვის შესაძლებელს გახდის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების მკურნალობას.

თუმცა, ჯერ ადრეა ამ ყველაფერზე საუბარი: სოფიას წინ ურთულესი სამუშაო ელის. ახლა იგი, კოლეგებთან ერთად, შეიმუშავებს ალგორითმს, რომელიც შეძლებს ბავშვებში ცერებრალური დამბლის წინასწარ ამოცნობას.

სკოლის ნიჭიერი მოსწავლე

კონკურსის ორგანიზატორები ლისენკოს შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ: “იგი ძალიან ნიჭიერი გოგონაა, მისი მშობლები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი შვილი ყოველმხრივ განვითარდეს.”

იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც სოფია სწავლობს, ამბობს, რომ მოსწავლე სკოლის თითქმის ყველა წრეზე დადის, თანაც ამას თავისივე სურვილით აკეთებს.

კაცობრიობას ვუსურვებ, სოფიას გამოგონების ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება შეძლოს.