ინფანტილური რომანტიზმის ეპოქა, საბედნიეროდ, წარსულს ბარდება. ახლა უკვე ნაკლებად ფასობს რთული დრამატული და სხვებისთვის გაუგებარი პიროვნება. დღეს გეტყვით, როგორია ძლიერი ქალი და რით განსხვავდება იგი კაპრიზული გოგონასგან. საქმე მხოლოდ ასაკში არაა, დამიჯერეთ!
როგორია ძლიერი ქალი
1. იცის, რა უნდა
და, რა არ უნდა, შესაბამისად. საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი არასდროს გაჰყვება ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილია და დათმობა შეუძლია. ზრდასრულ პიროვნებას უნდა შეეძლოს საკუთარ თავში იმდენად კარგად გარკვევა, რომ ზუსტად იცოდეს, რისკენ მიისწრაფოს.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, რაში მდგომარეობს თქვენი ცხოვრების აზრი და რა გინდათ მისგან, არაუშავს. წინ გრძელი, თუმცა ძალიან საინტერესო გზა გელით. მთავარია, არ შეწყვიტოთ თქვენი პიროვნების სიღრმეების კვლევა.
2. შეუძლია უარის თქმა
უარის თქმა არ ნიშნავს ეგოისტობას. მეტიც, ჯანსაღი ეგოიზმი ბავშვობიდან უნდა განავითარონ. თუ ასე არ მოიქცევით, საბოლოოდ მიიღებთ გოგონას, რომელსაც სხვების ინტერესებისთვის იყენებენ. ასეთი ქალი ხომ კეთილია და არასდროს ამბობს უარს სხვის დახმარებაზე, თუნდაც ამით იზარალოს.
3. აქვს თანაგრძნობის უნარი
ემპათია სხვა ადამიანის მდგომარეობის გააზრებული თანაგრძნობაა. მას შეუძლია თანაგრძნობის ან გულწრფელი სიხარულის გამოხატვა სხვა ადამიანისთვის. ძლიერი ქალი ყოველთვის გაგაოცებთ და მოგისმენთ, თუ კარგად არ ხართ. თანაც, აუცილებლად შემოგთავაზებთ დახმარებას ზომიერების დარგლებში.
აგრეთვე, ძლიერი ქალი თავის ენერგიას სხვა ადამიანების წარმატების შურზე არ გაფლანგავს. რატომ უნდა შურდეს, თუ შეუძლია გაუხარდეს, რომ ამ სამყაროში ვიღაც თავს კარგად გრძნობს?
4. იცის, რომ მისი არავის არაფერი მართებს
ნამდვილი ქალი არასდროს იტყვის ფრაზას: “საუკეთესო წლები შენ შეგალიე, შენ კი!” ზრდასრულმა ადამიანმა ხომ იცის, რომ ურთიერთობაში ყველა თავისი ნებით მონაწილეობს და არავინ უნდა გაწიროს თავი სხვისთვის. მეტიც, ამის სხვისგან მოთხოვნა დიდი სისულელეა. განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ ქალი მსხვერპლს წირავს და წირავს, სხვას კი ეს მსხვერპლი არც არასდროს სჭირდებოდა.
არც ბავშვებს მართებთ მშობლების ვალი. რა საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა მშობლებისთვის. ზრდასრულ ადამიანს ესმის, რომ იგი უანგაროდ ეხმარება შვილებს გაზრდაში, მხოლოდ თავისი სიყვარულის გამო. არავინ უნდა ზარდოს ადამიანი რაღაც სარგებელის გამო, ეგოისტური მიზნებით.
5. შეუძლია პასუხისმგებლობის აღება
მაშინაც კი, თუ მის ოჯახში მთავარი მამაკაცია, ეს ხელს არ უშლის პასუხისმგებლობის აღებაში. იგი ოჯახური საქმეების ზუსტ ნახევარს წყვეტს და არ უშინდება ახალ გამოწვევებს. ქმრის განიერ მხრებს უკან დამალვა მას არ სჩვევია. იგი მის გვერდით დგას.
თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია ძლიერი ქალი? ყველას თავისებური შეხედულება აქვს ამ თემაზე, თუმცა, ფსიქოლოგებმა საერთო ნორმები ჩამოაყალიბეს, რომლებიც ახლა ამ სტატიაში წარმოგიდგინეთ.