ოქროს სამკაულები, რომელთა ტარება არ შეიძლება

0
1655

“დროა, ზარდახშაში ჩაიხედო!” – მითხრა დაქალმა, შემდეგ კი გააგრძელა: “არსებობს ოქროს სამკაულები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთო”. გავიფიქრე, როგორ არ უნდა მოვუსმინო 15-წლიანი გამოცდილების მქონე იუველირს-მეთქი და გადავწყვიტე, გადამეხედა ძვირფასი სამკაულებისთვის, რომლებიც მაქვს, იმის გასაგებად, თუ რამდენად შესაფერისი და ვარგისიანია ისინი. გირჩევთ, თქვენც იგივე გააკეთოთ.

დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ როდის და რა შემთხვევაში არ უნდა გეკეთოთ ოქროს ნაკეთობა. ვინ იფიქრებდა!

ოქროს ნაკეთობები

ცრურწმენების თანახმად, იმ ოქროს სამკაულების ტარება, რომლებსაც თქვენამდე სხვა მფლობელი ჰყავდა, ძალაინ საშიშია. ოქროს შეუძლია სხვა ადამიანის ენეგეტიკის ტარება და, თუ ყოფილ მფლობელს რთული ცხოვრება ჰქონდა, ეს ახალ მფლობელზეც აისახება.

მაგალითად, ოქროს ბეჭედი თავისი მფლობელის დაავადებებს იმახსოვრებს. ამიტომ, არაა სასურველი გამოყენებული სამკაულების შეძენა უცნობი ადამიანებისგან.

ამასთან, ბევრი ჯადოსნური რიტუალი ტარდება სამკაულების გამოყენებით. ჩვეულებრივი ბეჭედი ან ყელსაბამი, შესაძლოა, დაავადებებისა და უბედურებების საწყობად იქცეს. განსაკუთრებით საშიშია ოქროს ძველი ბეჭდები, რამდენადაც ჩაკეტილი კონტური ენერგიის გამოთავისუფლებას უშლის ხელს.

სწორედ ამიტომ, არ შეიძლება სხვისთვის ბეჭდის მოზომვის ან ტარების საშუალების მიცემა. ეს განსაკუთრებით ეხება საქორწინო ბეჭდებს. თუ თქვენი რომელიმე ნაცნობი გთხოვთ ბეჭედს, დაუფიქრებლად უთხარით უარი, რამდენადაც ადამიანი, რომელიც ამას გთხოვთ, სამკაულის ენერგეტიკულ ბალანსს შეცვლის.

ხოლო მათთვის, ვისაც ეზოთერიკული მხარის არ სჯერა, არსებობს რეალური საფრთხეებიც, რომლებიც ოქროს ნაკეთობებს უკავშირდება, და რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.

სად გავიკეთოთ სამკაულები?

ხმაურიანი წვეულება გელით? “ყველაზე ლამაზ და ძვირფას სამკაულს გავიკეთებ” – ამბობს ბევრი ქალი და ზარდახშიდან ბრილიანტებიან თუ ზურმუხტიან საყურეებს იღებს. შეჩერდი, ნუ იზამ ამას!

თუ ძვირფასთვლიანი სამკაულები სხვებთან ერთად ეყარა ზარდახშაში, ესე იგი, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სამკაულის საკეტი შეიძლება დაზიანებული იყოს. საკეტის წინასწარი შემოწმების გარეშე, არ გაიკეთოთ სამკაული ისეთ ადგილებში, სადაც ბევრს იცეკვებთ, დალევთ და სხვა ადამიანებთან გექნებათ კონტაქტი. სულ ერთი მოუქნელი მოძრაობაა იმისთვის საჭირო, რომ თქვენს ძვირფას ნივთს ახალი მფლობელი გაუჩნდეს.

აგრეთვე, არ გაიკეთოთ სამკაული, რომელიც გასაწმენდად მიუტანეთ იუველირს. რაც შეეხება თავად წმენდას, იგი ორ შესაძლო საფრთხეს შეიცავს: სპეციალური სითხეები, რომლებსაც წმენდის დროს იყენებენ, შეიძლება მოქმედებდეს წებოზე. სწორედ წებოთი ამაგრებენ ძვირადღირებულ თვლებს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ისინი ჩამოცვივდება და მსუბუქი შეხების შედეგადაც კი დაიკარგება.

მეორეც – ასეთი სითხეები ვნებს ჯანმრთელობას. ისინი ადამიანის კანისთვის უსაფრთხო არაა. სწორედ ამიტომ, წმენდის შემდეგ, სამკაული კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში, ალერგია რომ არ მოგცეთ.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ქურდებიც. ძვირადღირებული სამკაულების ხალხმრავალ ადგილებში და, განსაკუთრებით, მოგზაურობის დროს ტარებით, შეიძლება მოიზიდოთ არაკეთილსინდისიერი ადამიანები. ფრთხილად იყავით, საქმე ხომ თქვენს უსაფრთხოებას ეხება.

როგორც ხედავთ, ძვირფასი სამკაულები გააზრებულად უნდა ატაროთ. სანამ ოქროს ნაკეთობას გაიკეთებდეთ, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: შეეფერება თუ არა ეს სამკაული ასეთ ღონისძიებას? თუ არსებობს რისკები, უარი თქვით ძვირფასი ნივთების გაკეთებაზე, რათა შემდეგ დაკარგულ სამკაულებზე არ იწუწუნოთ.