როგორ არგებს ლიმონმჟავა მცენარეებს

0
1071

ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემი მცენარეების მდგომარეობა გაუარესდა. ფოთლები გაყვითლდა და ხმობა დაიწყო, შესახედავადაც დაავადებულს დაემსგავსა. ჩემი მწვანე მეგობრები დაღუპვას გადაარჩინა მეზობელმა, რომლის აყვავებული სახლის ბაღი ქუჩიდანაც კი ჩანს. მან მითხრა, რომ ასეთ შედეგს ლიმონმჟავით იღებს.

მე უკვე გონებრივად ვემშვიდობებოდი ჩემს ყვავილებს. რა არ ვცადე: სასუქი, განიავება, ადგილისა და მორწყვის რეჟიმის შეცვლა. აღმოჩნდა, რომ მორწყვისას უბრალოდ ლიმონმჟავას გამოყენებაც შემეძლო. ახლა გამოცდილებას გიზიარებთ!

ლიმონმჟავა მცენარეებისთვის

ალბათ, იცოდით, რომ ონკანის წყალი მცენარის მოსარწყავად არ უნდა გამოიყენოთ. საქმე ისაა, რომ მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და მაგნიუმის მარილია. სწორედ ამიტომაა ონკანის წყალი ძალიან ხისტი. ეს ანელებს ნიადაგიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებას. შედეგად, მცენარეები ხმობას იწყებს. და მაშინ, სამწუხაროდ, ვეღარაფერი უშველის.

არ იცით, ხისტი წყალი მოდის თუ არა თქვენთან? ოთახის მცენარეები თავად გეტყვიან.თუ შენიშნეთ, რომ ფოთლებზე ქლოროზი გაჩნდა, ხმობა და გაყვითლება დაიწყო, ესე იგი, პასუხი დადებითია. აგრეთვე, ნიადაგზე შეიძლება გაჩნდეს მცირე თეთრი ქერქი. საიდუმლო თეთრი ლაქები თიხის ქოთნებზე კიდევ ერთი საბაბია იმისთვის, რომ ონკანის წყალი აღარ გამოიყენოთ მოსარწყავად.

წარმოიდგინეთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო არაა ძვირადღირებული საშუალებები. საჭირო ინგრედიენტი, დიდი ალბათობით, თქვენს სამზარეულოშია. ლიმონმჟავა ეფექტურად არბილებს წყალს და ანეიტრალებს ტუტეს. ასე თქვენ მცენარეებზე უკეთ იზრუნებთ. აღარავითარი თეთრი ნადები, ქერქები ან ხმელი ფოთლები.

მნიშვნელოვანია, სწორად გახსნათ ფხვნილი წყალში, რათა სარწყავი ხსნარი მოამზადოთ. საკმარისი იქნება 0.5 ჩ.კ. 5 ლ წყალზე. გამოიყენეთ მცირე რაოდენობის მჟავა, რამდენადაც დიდი დოზა ნიადაგის ამჟავებას გამოიწვევს.

თუ ხსნარს აზალიას, კალის, ვარდის, კამელიის ან ჰორტენზიის მოსარწყავად ამზადებთ, შეგიძლიათ, უფრო კონცენტრირებულიც მოამზადოთ. ასეთ მცენარეებს უყვართ მჟავე ნიადაგი. აი, შლუმბერგერა, დიფენბაცია, სპატიფილი და ანტურიუმი ტუტოვან ნიადაგში უნდა ცხოვრობდეს. ამიტომ, დაარბილეთ წყალი ნაკლები ლიმონმჟავით.

ახლა ჩემი მწვანე მეგობრები ჯანმრთელი იერით მიხარებენ თვალს. თუ ასეთივე პრობლემა გქონიათ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს რჩევა ან გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.