სიუხვის რქა: როგორ შევცვალოთ ბედი თმის სასწრაფოდ გადაღებვით

1611

ზოგჯერ მამაკაცებისთვის რთული გასაგებია, თუ რატომ აქვთ ქალებს თმის ფერის ან ფორმის შეცვლის სურვილი. არადა ნებისმიერი ქალისთვის თმა მთავარი სამკაული და სიამაყეა. თმის ფერის შეცვლა  ქალისთვის შეიძლება ბევრი რამის სიმბოლო იყოს: ცხოვრების ახალი ეტაპი, იმიჯის ტრანსფორმაცია ან რაღაცის წინააღმდეგ შინაგანი პროტესტის გამოხატვა.

თმის ფერის შეცვლა

ზოგჯერ ახალი თმის ფერი ადამიანს თავდაჯერებულობას და თვითშეფასებას მატებს. ითვლება, რომ ნატურალური ფერი ყველას ყველაზე უკეთ უხდება. ამას ნაწილობრივ ვეთანხმები. თმა ხომ შეიძლება მზეზე დაიწვას, მისი სტრუქტურა ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, ამასთან ჭაღარა ჩნდება. ბევრს ჭაღარა უკვე ახალგაზრდობაში აქვს, გენეტიკის ფაქტორს არავინ აუქმებს.

ნატურალური თმის ფერი შეიძლება ძალიან მოსაწყენი მოგეჩვენოთ და თქვენი კანის ტონს არ შეეფერებოდეს, თუ გარუჯვას ხართ მიჩვეული. აუცილებელი არაა ფერი კარდინალურად შეიცვალოთ. შეგიძლიათ თქვენივე ფერი ოდნავ გააღიავოთ ან თმას მაგალითად, ომბრეს დახმარებით ლამაზი გარდასვლა შეუქმნათ.

რისი თქმა შეიძლება ქალზე მისი თმის მიხედვით

ქალები, რომელთაც საკუთარი თმის ფერი უყვართ, თმაზე ზრუნავენ და ამით ამაყობენ, ჩვეულებრივ, თავდაჯერებულ ქალებად ითვლებიან. მათ ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებიდან და იმპულსური ქცევები არ ახასიათებთ. მკაფიო გეგმა და ქვის სიმშვიდე მათ მთავარ თვისებას წარმოადგენს.

თმის ფერის ხშირი ცვლა შეიძლება პიროვნების გარკვეულ უთანხმოებაზე საუბრობდეს. განწყობის ხშირი ცვლილება, ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი ხშირად გარეგნობაში აისახება. ერთ დღეში ცხოვრების კარდინალურად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თმის გადაღებვა რამდენიმე საათში შეიძლება.

იგივე შეიძლება ითქვას მოულოდნელად თმის შეჭრაზე. ალბათ, თქვენც არაერთხელ გქონიათ თმის სიგრძის ბოლომდე დამოკლების სურვილი, როცა ცხოვრებაში სტრესულ პერიოდს გადიხართ. ზოგჯერ ეს შინაგან დაძაბულობას ნამდვილად ამსუბუქებს. და მაინც, სჯობს კარგად დაფიქრდეთ, სანამ 40 სმ სიგრძის თმას მოიჭრით.

ვარცხნილობის მოულოდნელი შეცვლა შეიძლება ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავდეს. როცა ადამიანმა ყველაფრის ნულიდან დაწყება გადაწყვიტა, ცდილობს ეს ცხოვრების ყველა ასპექტში ასახოს. გარეგნობა გამონაკლისს არ წარმოადგენს. ნაწილობრივ, ასეთი მიდგომა მუშაობს, თუმცა მხოლოდ დიდ გონებრივ მუშაობასთან ერთად.

წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი იმიჯის შეცვლის შემდეგ ისეთივე რჩება, როგორიც იყო და კვლავ იმავე შეცდომებს დაუშვებს. ვარცხნილობის და ტანსაცმლის სტილის შეცვლა ყოველთვის დამატებით შეგრძნებებს და სასიამოვნო ემოციებს იძლევა, რაც უფრო ღრმა ცვლილებებისთვის ერთგვარ საწვავს წარმოადგენს. ფსიქოლოგები მსგავს მეთოდს დაშორების დროს ხშირად გვირჩევენ. გარეგნობის შეცვლით უკან ტოვებთ პიროვნების ნაწილს, რომელიც ურთიერთობაში იყო. ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ ტკივილთან გამკლავებაში და სიტუაციის მარტივად მოგვარებაში.

თქვენ რის გამო შეიცვალეთ თმის ფერი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს