იაფფასიანი საშუალება აფთიაქიდან, რომელიც ავეჯს მტვრისგან დაიცავს

0
146

როცა სამსახურისა და ოჯახის პრობლემები თავზე გაწევთ, იდეალური სისუფთავის დასამყარებლად დრო აღარ გრჩებათ. ასეთ შემთხვევებში, თქვენს დასახმარებლად მზადაა მტვრისგან დამცავი სპეციალური საშუალებები. მისი რეცეპტი საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიმუშავეს, ამიტომ გამოცდილი დიასახლისები მას კარგად იცნობენ.

მტვრის საწინააღმდეგო საშუალება

საყოფაცხოვრებო მტვრის დიდი ნაწილი შემდეგი ფრაქციებისგან შედგება: ტანსაცმლის ბოჭკოები, ხალიჩის ბუსუსები, მტვრის ნაწილაკები, ქუჩიდან შემოსული მტვერი. შესაბამისად, თუ სახლში ბევრი ხალიჩა ან ძველი ნივთი გაქვთ, მტვერიც გაცილებით მეტი დაგროვდება.

ბუნებრივია, ყველას უნდა, კვირაში ერთხელ მაინც დაალაგოს ყველაფერი ძირფესვიანად. თუმცა, მტვერი გადაწმენდიდანუკვე მეორე-მესამე დღეს გვეჩხირება თვალებში. უქმეებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, დალაგების დრო არ გაქვთ, ამ ჭუჭყის ცქერა კი აუტანელია.

ამისთვის არსებობს ერთგვარი საპრიალებელი, რომელსაც სახლში მოამზადებთ და რომლითაც დალაგების პროცესი უნდა დაასრულოთ. პირველ რიგში, აუცილებლად გადაწმინდეთ მტვერი ნოტიო ჩვრით. ფანჯრები და შუშები მათთვის სპეციალური საშუალებით გაწმინდეთ.

პირველი ხერხი

ჩვეულებრივი დალაგების შემდეგ, გადაუსვით ყველა ზედაპირს ჩვარი, ჩალბობილი გლიცერინის ხსნარში. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება, შემდეგ უბრალოდ სწორად უნდა გააზავოთ. ზოგიერთი დიასახლისი 1:1 თანაფარდობას იყენებს, გამოცდილების მიხედვით კი, ხსნარი ზედმეტად კონცენტრირებული გამოდის და ნაწიბურებს ტოვებს.

ამიტომაც, გირჩევთ, აიღოთ 1 წილი გლიცერინი და 2 წილი წყალი. შეურიეთ მცირე ზომის ჭურჭელში, დაასველეთ მტვრის ჩვარი და ძალიან კარგად დაწურეთ. ამის შემდეგ, გადაწმინდეთ ყველა ზედაპირი სახლში, ფანჯრებისა და შუშების ჩათვლით.

თუ მაინც გაჩნდა ნაწიბურები, გამოიყენეთ 1:3 თანაფარდობა, თუმცა, ამაზე მეტად აღარ გააზავოთ. ასე გლიცერინი ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომელიც მტვერს ვიზუალურად უხილავს ხდის. იგი მაინც დაჯდება ავეჯზე, თუმცა ამას ვერავინ შენიშნავს.

ნუ შეშინდებით, თუ ფიქრობთ, რომ ასე ყველა კომოდს დააბინძურებთ და გააცხიმიანებთ. ფენა იმდენად თხელი იქნება, რომ მის არსებობას თითებით ვერც კი შენიშნავთ. ასე იგი მთელ კვირას გაძლებს. მტვერს მხოლოდ შემდეგ უქმეებზე შენიშნავთ, როცა დალაგების დრო ისედაც დადგება.

მეორე საშუალება

თუ გლიცერინი რაღაც მიზეზის გამო არ მოგწონთ, შეგიძლიათ, მის ნაცვლად თეთრეულის კონდიციონერი გამოიყენოთ. ასეთი საშუალება გლიცერინის ანალოგიურად მუშაობს. გამოსცადეთ ორივე საშუალება და აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ. შემდეგ კი გაგვიზიარეთ გამოცდილება.