როგორ მოვუაროთ შლუმბერგერას (დეკემბერას) შემოდგომით.

1484

ჩემი დედამთილი გიჟდება ამ მცენარეზე (დედამისისგან სახსოვრად დარჩა), ამიტომ, მისი სახლი სავსეა შლუმბერგერას ქოთნებით. ყოველწლიურ ტრადიციად შემოიღო მისი ყვავილების რაოდენობის ჩაწერა. ჩვეულებრივ, ახალი წლისთვის უკვე ყველა მცენარე ყვაოდა. სანამ ჩემი სახლი რემონტდებოდა, მასთან ვცხოვრობდი და მაშინ გავიგე, რომ დეკაბრისტის მოვლა საკმაოდ მარტივია, უბრალოდ თავისი ნიუანსებიც აქვს.

ამბობენ, რომ ამ ყვავილის სახელი უკავშირდება რუსეთში 1825 წელს გამართულ მოძრაობას სახელმწიფოს წინააღმდეგ. რეალურად, ხალხში მას დეკაბრისტი მხოლოდ იმიტომ ეწოდება, რომ დეკემბერში ყვავის. მეზობლისგან კიდევ ერთი სახლწოდება გავიგე – “საშობაო კაქტუსი”. მოდით, გავერკვეთ, როგორ უნდა მოვუაროთ დეკაბრისტს შემოდგომაზე ისე, რომ დეკემბერში მთელი თავისი სილამაზე გამოავლინოს.

როგორ მოვუაროთ დეკემბერას შემოდგომაზე

სასუქი 

მცენარეებს წინ ზამთრის რთული პერიოდი ელით. ამიტომ, აუცილებლად გამოკვებეთ დეკაბრისტი სექტემბერში. აირჩიეთ სასუქი, რომელიც კალიუმსა და ფოსფორს შეიცავს. მათ სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძენთ. თუ უპირატესობას ბუნებრივ სასუქებს ანიჭებთ, გამოიყენეთ ხის ფერფლი. 1 ასანთის კოლოფი საკმარისი იქნება, თუ 1 ლ წყალთან გააზავებთ. მორწყეთ ამ ხსნარით მცენარე და სხვა არაფრით შეასუქოთ გაზაფხულამდე.

გადატანა

თუ ზაფხულში ფანჯრის რაფა მცენარისთვის საუკეთესო თავშესაფარი იყო, ზამთარში მას იქ დასცხება. როგორც კი გათბობას ჩართავთ, გადაიტანეთ იგი ოთახის შორეულ კუთხეში ან შემინულ აივანზე. მცენარე აყვავებას 10-13 გრადუსზე დაიწყებს.

თუმცა, ნუ გადადგამთ ქოთნებს იქეთ-აქეთ. დეკაბრისტს ეს არ უყვარს. აირჩიეთ გრილი და არც ისე ნათელი ადგილი, დადგით მცენარე იქ და არ შეეხოთ გათბობის სეზონის დასრულებამდე.

მორწყვა

შემოდგომაზე შეამცირეთ მცენარის მორწყვა თვეში ორ ჯერამდე. გააგრძელეთ ასე, სანამ მცენარე არ აყვავდება. ასეთი ზომები აუცილებელია იმისათვის, რომ დეკაბრისტმა დაისვენოს და დააგროვოს ენერგია აყვავებისა და კვირტების გამოღებისთვის.

არ გადარგოთ და არ გასხლათ

ნებისმიერი გადარგა მხოლოდ გაზაფხულისთვის მოიტოვეთ. შემოდგომაზე მცენარე სიცივის გადასატანად ემზადება, ენერგიის დაგროვებას ცდილობს. ისეთი სტრესი, როგორიც ზედმეტი გადარგვაა, მცენარეს კარგს არაფერს მოუტანს. რა თქმა უნდა, თუ სიტუაცია საგანგებოა, შეგიძლიათ გარისკოთ. არ გასხლათ მცენარე. მას ხომ დაკვირტვამდე ახალი მორჩების გამოღება სჭირდება. უმჯობესია, მცენარე გაზაფხულზე ან ზაფხულზე გასხლათ.

დეკაბრისტის საშემოდგომო მოვლა მარტივი საქმეა. უბრალოდ ერთხელ უნდა შეასუქოთ, გრილ ადგილას გადარგოთ და ხანდახან დაივიწყოთ მისი მორწყვის შესახებ. დანარჩენში ეს მცენარე აბსოლუტურად უპრეტენზიოა. სხვათა შორის, იგი მხოლოდ ერთხელ არ ყვავის წელიწადში. გააჩნია, რამდენად კარგად მოუვლით მას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს