ბებიაჩემს სოფელში, სახლის გვერდით ბაღი აქვს. ჯერ კიდევ ბავშვობაში დავსდევდი პეპლებს ხეებს შორის. მათი უმეტესობა მოხუცი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეჭრა, ახალი ნერგები რომ დაგვერგო. ხე სწრაფად იქცა შეშად, აი, კუნძის ამოძირკვის საკითხი კი ღიად დარჩა. ამ დროს კი მეზობელი ღვთაებრივი მხსნელივით მოგვევლინა. იგი დიდხანს ცხოვრობდა ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში და მითხრა, როგორ უნდა მომეშორებინა ხის ნარჩენები.
ამ მეთოდის შესახებ ყველამ არ იცის. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ კუნძის განადგურებას 1-1.5 წელიწადში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამ ამბავმა იმედი მომცა და შემდეგ ჯერზე უკვე ყველაფერი ავიტანეთ, რაც კუნძის მოსაშორებლად დაგვჭირდებოდა. გავიდა ნახევარი წელი და უკვე ვამჩნევ, რომ ნარჩენები თანდათან იშლება. ესე იგი, მეთოდი ეფექტურია.
როგორ მოვაშოროთ კუნძები
შეგიძლიათ კუნძი ხელით ამოძირკვოთ, ტექნიკა გამოიყენოთ ან დაელოდოთ მის დალპობას. ყველა მეთოდს აქვს არსებობს უფლება. თუმცა, ისინი არსებით ძალას, ფულსა და დროს მოითხოვს. მე კი გთავაზობთ ეფექტურ, მარტივ მეთოდს.
მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: ბურღით გახვრიტეთ კუნძი რამდენიმე ადგილას, 8 სმ სიღრმეზე. ჩაყარეთ თითოეულ ხვრელში მარილი, დაასხით ცოტაოდენი წყალი და გაახვიეთ ცელოფანში.
თუ ხელთ ბურღი არ გაქვთ, ბენზოხერხით გააკეთეთ ჭრილები. დაახლოებით 1 წლის შემდეგ, კუნძი იმდენად დაიშლება, რომ მის ამოღებას უპრობლემოდ შეძლებთ.
მსგავს ეფექტს მიიღებთ ამიაკის გვარჯილას გამოყენებითაც. თუმცა, ხვრელები უფრო ღრმა უნდა იყოს და დუბელებით უნდა ამოავსოთ. თითოეულ ხვრელში დაახლოებით 100 გ გვარჯილა უნდა ჩაყაროთ.
დროთა განმავლობაში, კუნძი ფუტუროს იქცევა. უბრალოდ გადათხარეთ ის ადგილი. სხვათა შორის, ხის ნახერხები კარგი სასუქი იქნება ახალი ნერგებისთვის.
გადაწყვიტეთ, ამიაკის გვარჯილა კალიუმის ან ნატრიუმის ვარიანტით ჩაგენაცვლებინათ? მაშინ გაზაფხულზე დაასხით ნავთი და დაწვით კუნძი. იგი ამოწვავს ხეს და აქცევს ფერფლად.
ჩემთვის ეს მეთოდი ერთგვარი აღმოჩენა იყო. რა თქმა უნდა,თუ ტერიტორიის დაუყოვნებლივ გაწმენდაა საჭირო, ეს მეთოდი არ გამოგადგებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი გარანტირებულია.