დროზე ადრე: როგორ ამოვიცნოთ მენოპაუზა, თუ იგი 40 წლამდე დგება

0
277

სტატისტიკის მიხედვით, ქალთა უმრავლესობას მენოპაუზა 40-58 წლებს შორის ეწყებათ. 40-45 წლის ასაკში – ადრეული მენოპაუზა(5%), კიდევ 1%-ს კი იღებს ნაადრევი მენოპაუზა, რომელიც 40 წლამდე დგება. მათ შორის განსხვავება ასაკია, თუმცა, ადრეული მენოპაუზა, ხშირად, ხელცარიელს ტოვებს მათ, ვისაც ბავშვის გაჩენა 40 წლის შემდეგ სურდათ.

რა იწვევს ადრეულ და ნაადრევ მენოპაუზას?

ეს საკითხი ბოლომდე არაა შესწავლილი, თუმცა, მთავარ როლს ასრულებს გენეტიკა და ქრომოსომების სტრუქტურაში ანომალური მონაკვეთები. მაგალითად, თუ დედათქვენს ადრეული მენოპაუზა ჰქონდა, დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენც ადრე დაგეწყებათ. X ქრომოსომების ანომალური აგებულება იმას გამოიწვევს, რომ საკვერცხეები უფრო ადრე შეწყვეტს ესტროგენის წარმოქმნის შეწყვეტას.

მენოპაუზის სიმპტომები

მენოპაუზის მოახლოვება, ნებისმიერ ასაკში, დაკავშირებულია სიმპტომების მსგავს ნაკრებთან:

  • “სიცხის მოვარდნები”(როცა უეცრად საშინლად გცხებათ);
  • ღამის ოფლიანობა;
  • ვაგინალური სიმშრალე;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ძვლების სიმყიფე;
  • განწყობის ცვლილებები.

ადრეულ ასაკში, ჩვეულებრივ, ეს ნიშნები სერიოზულია. თვალსაჩინოა, რომ, მაგალითად, 50 წლისთვის ჰორმონების დონე თანდათან მცირდება, ორგანიზმი ეჩვევა, 35 წლის ასაკში კი ეს უეცრად ხდება და შედეგები საერთოდ არაა სახარბიელო.

როგორ შევეგუოთ?

პირველ რიგში, უნდა წახვიდეთ ექიმთან და გაიგოთ, ამდენად სერიოზულია თუ არა ყველაფერი. შესაძლოა, ამ სიმპტომების გაჩენა რაღაც სხვა მიზეზითაა განპირობებული და არა ადრეული მენოპაუზით.

თუ იგი მაინც დადგა, ხოლო თქვენ ბავშვების ყოლას გეგმავდით, არსებობს დონორული კვერცხუჯრედის გადანერგვის ვარიანტიც. ხოლო, თუ მემკვიდრულ ადრეულ მენოპაუზას უფრთხით, შეგიძლიათ, მისი დადგომა შეანელოთ.

მენოპაუზის დადგომის შემდეგ, ნუ მოიხმართ დიდი რაოდენობით წითელ ღვინოს, კოფეინსა და ცხარე საკვებს – სიტუაციას მხოლოდ გააუარესებთ. შეგიძლიათ მიირთვათ ვიტამინები კალციუმით, რათა გაიძლიეროთ ძვლები, და მსუბუქი დამამშვიდებლები.

აუცილებელია ექიმთან ჰორმონალური თერაპიის განხილვათ. ადრეული მენოპაუზა ზრდის გულთან დაკავშირებული პრობლემების, ოსტეოპოროზისა და დემენციის გაჩენის რისკს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი