თუ ფეხსაცმელი უსიამოვნო სუნს აფრქვევს და გრცხვენიათ სხვებთან მისი გახდა, ესე იგი, დაუყოვნებლივ რამე უნდა იღონოთ. უსიამოვნო სუნის გაჩენის მთავარ მიზეზად ითვლება კანის მიერ გამოყოფილი ოფლისა და ცხიმების შეწოვა ფეხსაცმლის შიდა ზედაპირით. თუმცა, ეს პრობლემა დაძლევადია – ფეხსაცმლის სუნის მოშორება მარტივია.
როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს სუნი
1. სოდა
ეს პროდუქტი შესანიშნავი ბუნებრივი აბსორბენტია. იგი არამხოლოდ ზედმეტ სითხეს, არამედ სუნსაც იგროვებს. უბრალოდ ჩაყარეთ თითო კოვზი სოდა ფეხსაცმელში მთელი ღამით. დილით ფეხსაცმელს ვეღარ იცნობთ – უსიამოვნო არომატი აორთქლდება.
2. ტალკი
ტალკი სოდის პრინციპით მოქმედებს. შეგიძლიათ, იგი სოდასავით გამოიყენოთ, ან ტალკი დაიყაროთ ტერფებზე. ოფლგამოყოფა შემცირდება და ფეხსაცმელშიც ჭარბი სითხე აღარ აღმოჩნდება. ორივე მეთოდი ეფექტურია.
3. ბაქტერიების მოშორება
სალბისა და ლავანდის გამოყენებით, ნებისმიერ ფეხსაცმელს მოაშორებთ უსიამოვნო სუნს. ამისთვის, ლავანდის ან სალბის რამდენიმე ფოთოლი ჩაალაგეთ ფეხსაცმელში და გაანიავეთ სუფთა ჰაერზე 12 საათით. ასეთი დამუშავების შემდეგ, სტუმრად ფეხსაცმლის გახდა აღარ შეგრცხვებათ.
4. ციტრუსი
ციტრუსი შესანიშნავად ებრძვის უსიამოვნო სუნს. მის მოსაშორებლად, აიღეთ ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა. თუ ფეხსაცმელში ცედრას მთელი ღამით გააჩერებთ, დილით სუნი აღარ დაგხვდებათ. ასეთი საშუალება ეფექტური და მრავალჯერ გამოცდილია.
5. ჩაის ხის ეთერზეთი
ჩაის ხის ეთერზეთი უძლიერესი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება და ძვირიც არ ღირს. სულ რამდენიმე წვეთია საჭირო ფეხსაცმლიდან სუნის ამოსაყვანად.
ამ ხელმისაწვდომი მეთოდი ასე უნდა გამოიყენოთ: დააწვეთეთ ღაბაშს 2-2 წვეთი ზეთი. პროცედურა ყოველ მესამე დღეს გაიმეორეთ. ფეხსაცმლიდან ბაქტერიები გაქრებიან და უსიამოვნო სუნიც გაქრება.
6. ფეხის ჰიგიენა
- ეცადეთ, არ ჩაიცვათ სრულად დახურული ფეხსაცმელი მთელი დღით. ეს მავნეა ჯანმრთელობისთვის, უსიამოვნო სუნის გაჩენას კი ხელს ნამდვილად უწყობს.
- სახლში მოსვლისთანავე, გაიხადეთ ფეხსაცმელი და გაანიავეთ სუფთა ჰაერზე.
- ისწავლეთ ფეხსაცმლის სწორი და რეგულარული მოვლა. იგი არამხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც უნდა გაწმინდოთ. ზოგიერთის გარეცხვა მანქანაშიც შეიძლება.
- ძლიერი ოფლდენის დროს, გამოიყენეთ ფეხის ტალკი. ეს უსაფრთხო საშუალებაა, რომლის გამოყენება ყოველდღე შეიძლება.
რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი ფეხსაცმელზე
ფეხები ნებისმიერ ადამიანს უოფლიანდება, მეტ- თუ ნაკლებწილად. ამ სითხეს ფეხსაცმელი იწოვს და უსიამოვნო სუნი ჩნდება. თუმცა, ისეც ხდება, რომ სხვადასხვა ფეხსაცმელი სხვადასხვანაირ სუნს აფრქვევს, ზოგიერთ მათგანს უფრო მკვეთრი სუნი აქვს, სხვებს – თითქმის არ აქვს.
ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფეხსაცმლის ღაბაში. ერთი ოფლს უფრო ძლიერად იწევს და უსიამოვნო სუნის ბაქტერიებიც უფრო დიდი რაოდენობით გროვდება. ხოლო, თუ იგი მიწებებულია და ვერ ამოიღებთ, შეიძინეთ სპეციალური საფენები. ასეთი ქცევა დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნთან და ბაქტერიების გამრავლებასთან ბრძოლაში.
უსიამოვნო სუნი მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა როდია. ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლება პირდაპირი გზაა ტერფის კანის დაავადებისა და ფრჩხილის სოკოსაკენ. ფეხსაცმლისა და ფეხების ჰიგიენის დაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ფეხების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი.