სწრაფი ტესტი მხოლოდ 3 კითხვით ყველაზე განათლებული ხალხისთვის

4457

გულის სიღრმეში ყველა ფიქრობს, რომ ჭკვიანია. ალბათ, სწორედ ამიტომ, დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ინტელექტუალურ შოუებს და ბედნიერი ვართ, როცა უფრო მეტ ცოდნას და გამჭრიახობას ვავლენთ, ვიდრე გადაცემის მონაწილეები.

რა თქმა უნდა, გონების შეფასების სხვა მეთოდებიც არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია ტესტი ინტელექტის დონის შესამოწმებლად. სხვა საქმეა, რომ ათასობით ან ასობით კითხვაზე პასუხის გასაცემად დროის დახარჯვა ყველას არ სურს.

სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გთავაზობთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ IQ ტესტს. ტესტი მხოლოდ 3 მარტივ კითხვას შეიცავს და ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას იშვიათად თუ ვინმე ახერხებს.

ტესტი ინტელექტზე პასუხებით

ამ ტესტს ახალს ვერ ვუწოდებთ, რადგან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა, შეინ ფრედერიკმა ის დაახლოებით 15 წლის წინ შექმნა. ამ დროში ტესტი 3 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა და მათემატიკოსი მის ეფექტურობაში არაერთხელ დარწმუნდა.

იელის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც კი შეცდომას უშვებენ და არასწორ პასუხს სცემენ. გამოკითხულთა მხოლოდ 17%–მ შეძლო ქვემოთ მოცემულ კითხვებთან გამკლავება. თქვენც სცადეთ.

კითხვები:

  1. ჩოგანი ბურთთან ერთად 1 დოლარი და 10 ცენტი ღირს, ამასთან ჩოგანი ბურთზე ზუსტად 1 დოლარით მეტია. რა ღირს ამ შემთხვევაში ბურთი?
  2. თუ 5 მანქანა 5 წუთის განმავლობაში 5 ნივთს აწარმოებს, რამდენი დრო დასჭირდება 100 მანქანას 100 ნაწარმის საწარმოებლად?
  3. ტბაზე შროშანები სწრაფად იზრდება: ყოველდღე მცენარეების რაოდენობა ორმაგდება. დათვლილია, რომ 36 დღეში შროშანები ტბას სრულად დაფარავს. რამდენი დღე დასჭირდება შროშანებს ნახევარი ტბის დასაფარად?

ერთი შეხედვით ამოცანა მარტივია და მარტივ პასუხებს გულისხმობს, თუმცა ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ პირველ რიგში არასწორ პასუხს იძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში გთავაზობთ სწორ პასუხებს განმარტებებით.

პასუხები:

1. ხშირად პასუხობენ, რომ ბურთი 10 ცენტი ღირს. ეს არასწორი პასუხია, რადგან ამ შემთხვევაში ჩოგანი 1 დოლარი ეღირება, ანუ 90 ცენტით უფრო ძვირი იქნება ბურთზე. პირობაში წერია, რომ სხვაობა ზუსტად 1 დოლარია.

ამ ამოცანის გადასაჭრელად სკოლის განტოლება გამოიყენეთ. აიღეთ უცნობი X (ბურთის ღირებულება). ამ შემთხვევაში ბურთს + ჩოგანი = X + X + 1$ = 1.1$

აქედან გამომდინარე 2X = 0.1$, აქედან ვიღებთ, რომ ბურთი მხოლოდ 0,05$ ღირს. მაშინ ჩოგანის ფასი 1,05$ დოლარი გამოდის. თუმცა პასუხი შეგიძლიათ მარტივად, უბრალოდ გონებაში გადათვლით გამოიცნოთ.

2. ხშირად პასუხობენ, რომ საჭიროა 100 წუთი. ასე არაა. თუ 5 მანქანას 5 ნაწარმის საწარმოებლად 5 წუთი სჭირდება, გამოდის, რომ ერთი ნაწარმის შესაქმნელად ერთი მანქანა 5 წუთს ხარჯავს. სწორედ ამიტომ, 100 მანქანის ქონით, თითოეული ნაწარმის წარმოებაზე 5 წუთს დახარჯავს და 100 ნაწარმის საწარმოებლად მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ.

3. ხშირად პასუხობენ, რომ 18 დღე, ეს ეშმაკური ტყუილია. შროშანების რაოდენობა ხომ გეომეტრიული პროგრესით 2 მნიშვნელობით იზრდება. თუ ტბა შროშანებით 100%–ით 36 დღეში დაიფარება, მაშინ წინა დღეს (35-ე დღეს) მცენარე 2-ჯერ უფრო მეტი იქნება. ანუ მცენარეს ნახევარი ტბის დასაფარად ზუსტად 35 დღე სჭირდება.

ამერიკელი პროფესორის ინტელექტის ტესტის გავლა შეძელით? თუ კი, თქვენ ზუსტად იმ 17% ყველაზე ჭკვიან ადამიანებს შორის ხართ. თუ არა, საქმე, დიდი ალბათობით, ბანალურ უყურადღებობაშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს