ზოდიაქოს 8 ყველაზე მტკიცე წყვილი

0
6297

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაუინტერესებია იმას, თუ რას უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები მის ზოდიაქალურ ნიშანს და ვისთან უნდა დააკავშიროს თავისი ბედისწერა – კირჩხიბთან, ტყუპებთან თუ დანარჩენ 10 ნიშანთან.

მაშ ასე, რას მოვიაზრებთ იდეალურ წყვილში? ესაა ზოდიაქოს იმ ნიშნების შეხამება, რომლებიც ასტროლოგიურად არიან წინასწარგანწყობილი ერთად ყოფნისკენ. ისინი მარტივად უგებენ ერთმანეთს, პოულობენ საერთო ინტერესებს, ძლევენ სირთულეებს, უყვარდებათ ერთმანეთი.

ატროლოგიაში გამოყოფენ თავსებადობის ოთხ ძირითად ტიპს:

  • ენერგეტიკული მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს ორი ადამიანი, როგორც პიროვნება, თავს ერთმანეთთან;
  • ფსიქოლოგიური პასუხობს კითხვას, თუ რამდენად უხდებით ერთმანეთს გვერდიგვერდ ყოფნისას, რამდენად კომფორტულია ჩვენთვის ერთად ყოფნა ფსიქიკურ დონეზე;
  • საყოფაცხოვრებო – ყველაზე ვერაგი. რატომღაც ბევრი უშვებს ყურადღების აედან სწორედ ამ თავსებადობას იმის გაგების მცდელობისას, თუ რაზეა დამოკიდებული მტკიცე ოჯახის შექმნა;
  • სექსუალური.

როგორ გავიგოთ, რამდენად ეთავსებიან ერთმანეთს ქალები და მამაკაცები? მხოლოდ გამოცდილი გზით! როცა ჩვენ ვხვდებით წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს კარგად უგებენ, ხშირად აღვფრთოვანდებით. ხანდახან, ამბობენ კიდევაც, რომ ამ ქორწინების საქმე ზეცაში გადაწყდა. ახლა ჩვენ ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე წარმატებულ შეთავსებებს გაგაცნობთ.

1. მერწყული და სასწორი

მათ ერთნაირი გატაცებები აქვთ, თანაც, ხშირად, არასტანდარტული. მათ უყვართ ერთად საქმიანობა. გარდა ამისა, მათ აერთიანებთ ისიც, რომ მერწყულიც და სასწორიც ერთმანეთს უთმობენ იმიტომ, რომ ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწიონ. ისინი ახშობენ კონფლიქტებს, ცდილობენ, მოერიდონ ზედმეტ ემოციურობას, ამიტომაც, მათი გულები მარტივად და ძალდაუტანებლად ერთიანდებიან.

2. ლომი და მშვილდოსანი

თითოეულ მათგანს საკუთარი ინტერესები აქვს, თუმცა, ისინი ნამდვილი მეგობრები არიან, პატივს სცემენ ერთმანეთის გატაცებებს. ამის წყალობით, ლომი და მშვილდოსანი ყოველთვის აძვრენენ ერთმანეთს რთული სიტუაციებიდან, ეხმარებიან ეფექტური რჩევებით და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პარტნიორს მისთვის მნიშვნელოვან საქმეში ხელი შეუწყონ. რაღა თქმა უნდა, ეს ორი ძლიერი ნიშანიც ჩხუბობს, თუმცა, ეს გაცილებით უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე სხვებში. მათი ინტიმური ცხოვრება ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ეროტიკული ფილმის პროტოტიპად შეიძლება აღვიქვათ.

3. მორიელი და კირჩხიბი

ეს ძალიან ემოციური კავშირია. ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ ეს ორი უბრალოდ აწვალებს ერთმანეთს, თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა. მორიელი ნაზად ეკიდება მყიფე და მოწყვლად კირჩხიბს, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, პატივს სცემს მორიელის ძლიერ ვნებას. ისინი ყველაზე ღრმა დონეებში ერთიანდებიან და ქმნიან მტკიცე, ბედნიერ კავშირს.

4. ტყუპები და მერწყული

ჰაერის ეს ორი წარმომადგენელი იდეალური წყვილების სიაში აღმოჩნდნენ. ტყუპები და მერწყული საერთო ინტერესებს ცხოვრების ყველაზე არასტანდარტულ სფეროებში პოულობენ. მათთვის საინტერესოა ამ სამყაროში რაღაც ახალის ერთად აღმოჩენა. არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და ყველანაირად უჭერენ ერთმანეთს მხარს, ნებისმიერ წარმოწყებაში. ვიღაცისთვის ეს ცხოვრება ქაოსივით ჩანს, თუმცა, ტყუპებისა და მერწყულებისთვის ესაა ემოციების, გრძნობებისა და ბედნიერების ქარიშხალი.

5. ვერძი და მერწყული

ითვლება, რომ ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები ურთიერთობებში შესანიშნავად ეწყობიან ცეცხლის ნიშნებს. ეს სიმართლეა. ვერძის მრავალრიცხოვანი მახასიათებელი ამტკიცებს, რომ მერწყულთან კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული წყვილია, რომელსაც შეგვიძლია იდეალური ვუწოდოთ. ეს ორივე ნიშანი მიისწრაფვის თავისუფლების, ახალი შთაბეჭდილებების, მოგზაურობისკენ, ერთმანეთს ისე ერგებიან, როგორც თავსატეხის ნაწილები. ისინი არასდროს მოიწყენენ, რამდენადაც ჰორიზონტზე ყოველთვის გამოუჩნდებათ ახალი იდეები.

6. ვერძი და მშვილდოსანი

ეს ენერგიით, ძალითა და მგზნებარებით გადავსებული კავშირია, რომელსაც გარშემო ყველა გრძნობს. ისინი მეგობრების განუყოფელ წყვილს ჰგავს, რომლებიც მუდმივად ერთსა და იმავე ტალღაზე არიან, ერთმანეთს შთანთქავენ და ყველაფერი ნახევარი სიტყვით ესმით. ბევრმა შეიძლება უწოდოს მათ კავშირს ზედმეტად ხმამაღალი, ზედმეტად მკვეთრი, თითქმის გიჟური, თუმცა, ვერძისა და მშვილდოსნისთვის ეს ტკბილი სიგიჟეა, რომლის გაყოფა და გაგება მხოლოდ მათ შეუძლიათ, სხვას არავის.

7. კირჩხიბი და კურო

ეს ორი ერთი მტკიცე წყვილია, რომელშიც თითქმის არ იჩენს თავს უთანხმოება. მათი ურთიერთობა ძალიან ფაქიზად, მგრძნობიარედაა აწყობილი. ისინი ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანებისადმი, ურთიერთობებში მზრუნველ და ნაზ პარტნიორებად იქცევიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული წყვილია.

8. კურო და ქალწული

ქალწული მკაცრი წესებისა და გადაულახავი მზერის ადამიანია. ქალწულის ეს მოუქნელობა მას რთულ პარტნიორად აქცევს, რომელთანაც ძალიან რთულია საერთო ენის გამონახვა, მითუმეტეს, ბედნიერების პოვნა ქორწინებაში. აი, კურო კი ქალწულთან შესანიშნავ კავშირს ქმნის. თანაც ისე, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი წყვილია, რომელსაც ასტროლოგები იცნობენ. ისინი შეიძლება მოსაწყენი და ვნებამოკლებული ადამიანები ჩანდნენ, თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთი არაა მიჩვეული გრძნობების გასაჯაროებას.

რა თქმა უნდა, ვარსკვლავები გავლენას ახდენენ, აფერადებენ ჩვენს პიროვნებას, თუმცა, ეს პირველხარისხოვანი მნიშვნელობის როდია. გაცილებით მნიშვნელოვანია სიყვარული და პატივისცემა. თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, აფასებენ და უფრთხილდებიან ურთიერთობას, მუშაობენ მისი გაუმჯობესებისთვის, მათი კავშირი იდეალური იქნება.

მაგალითად ჩემს ოჯახს მოვიყვან – ჩემი და ჩემი ქმრის ზოდიაქოს ნიშნები, როგორც ყველგან წერენ, უბრალოდ ვერ შეძლებენ მყარი კავშირის შექმნას, შედეგად კი ყველაფერი პირიქით მოხდა. ამიტომ, გიყვარდეთ ერთმანეთი, დააფასეთ და გაუფრთხილდით თქვენს ურთიერთობებს.