რატომ არის კუპრის საპონი ელიტური კოსმეტიკის შესანიშნავი ალტერნატივა

3626

სანამ კარანტინში ვიმყოფები, შინაურული კოსმეტიკური პროცედურებით თავს ვინებივრებ. ხან კვერცხის გულით და ვიტამინებით თმის ნიღაბი გავიკეთე, ხან ბანანის ნარჩენები სახეზე წავისვი. მას შემდეგ, რაც მეგობარმა კოსმეტოლოგმა კუპრის საპნის სარგებელზე მიამბო, სახეზე უსიამოვნებებს მისი დახმარებით ვიშორებ.

დღეს „პაპარაცი“ კუპრის საპნის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ. ნამდვილი დამხმარე საშუალება. დღესვე 2 ან 3 საპონს ვიყიდი!

რით არის სასარგებლო კუპრის საპონი

კუპრის საპონი ნამდვილად ჯადოსნური საშუალებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. მასში საღებავები, კონსერვანტები და პარფიუმერია არ შედის.

კუპრი წარმოადგენს არყის ხიდან მიღებულ ექსტრაქტს. როგორც არყის წვენს, კუპრსაც სამკურნალო თვისებების გამო აფასებენ.

ეთერზეთს არყის კუპრის გაწურვით იღებენ. შემდეგ მას საპნის შემადგენლობაში ამატებენ, რომელიც ქიმიურ არომატიზატორებს, სინთეტიკურ საღებავებს ან სხვადასხვა ქიმიკატებს არ შეიცავს.

იდეა დასაბანად

კუპრზე დაფუძნებული საპონი ყველაზე ნატურალური კოსმეტიკაა. ის შესანიშნავად ჩაანაცვლებს შხაპის გელს, დასაბან საშუალებას და შამპუნსაც კი.

რეკომენდებულია, გაღიზიანებული სახის კუპრის საპნით დაბანა, რადგან მას ძლიერი შემახორცებელი ეფექტი აქვს. თუმცა კუპრის საპნით დღეში 2–ჯერ ან მეტჯერ დაბანა არ ღირს. სჯობს კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენოთ. კუპრის საპნის გამოყენების შემდეგ აუცილებლად დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ტერფების ნიღაბი

საპნის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ნაზი ტერფების და ქუსლების ქონა სურს. თუ საზოგადოებრივ აუზს სტუმრობთ, პერიოდულად ფეხის ნიღაბი უნდა გაიკეთოთ. ამისთვის საპნიან ქაფში ტერფები 5-15 წუთით გააჩერეთ.

თმისთვის

კუპრის საპონს თმის შამპუნად ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, როცა სხვა საშუალება ხელთ არ ჰქონდათ. კუპრი თმაზე შესანიშნავად ზრუნავს, მას ბზინვარებას და ძალას მატებს. ბალზამი–სავლების ჩასანაცვლებლად გირჩევთ ბუნებრივ შამპუნს დაუმატოთ გვირილას, ჭინჭრის ან ორკბილას ნახარში.

ყოველდღიური შამპუნისგან განსხვავებით საპონი ზედმეტ ცხიმს აშორებს და ხანგრძლივი გამოყენებისას თავის ხშირად დაბანა არ დაგჭირდებათ. კარგი იქნება სხვადასხვა ბუნებრივი კომპონენტებისგან შემდგარი ნიღბის გამოყენება, რომ თმა გამოკვებოთ.

დეზოდორანტად

ზაფხულში კუპრის საპნით შეგიძლიათ იღლიები და ფეხები დაიმუშაოთ. ყველაზე რეკლამირებულ დეზოდორანტზე უკეთ მოქმედებს!

ცხოველებისთვის

კუპრის საპნით შეგიძლიათ შინაური ცხოველები დაბანოთ, რის შემდეგ რწყილები თქვენს საყვარელ ცხოველს კარგა ხანს არ შეაწუხებს.

საპნის არომატი

საპონს ერთი უსიამოვნო ეფექტი აქვს – სუნი. სხეულიდან და ხელებიდან კუპრის საპნის სუნის სწრაფად ქრება, მაგრამ თმიდან სუნის მოშორებას ბოლომდე ვერ შეძლებთ.

სუნის შემსუბუქებას შეძლებთ, თუ თმაზე წყლის და ძმრის ნარევს ან წყლის და ლიმონის წვენის ნარევს გადაივლებთ. ასევე შეგიძლიათ თმის საყვარელი კონდიციონერი გამოიყენოთ.

უფრო უკეთესი იქნება, თუ კუპრის შემცველ საპონს ან საშუალებას მხოლოდ მაშინ გამოიყენებთ, როცა სუნზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.

როგორც ხედავთ, ეს ნამდვილად ჯადოსნური, აბსოლუტურად ნატურალური საპონია, რომელიც თითოეულ ქალს გამოადგება. სხვათა შორის, აფთიაქში შეგიძლიათ თავად არყის კუპრი შეიძინოთ, რომელსაც საპნის მოსამზადებლად იყენებენ. სახლში საპნის გაკეთება ხომ ადამიანებისთვის ნამდვილ ჰობს წარმოადგენს.

ამ საშუალების შეძენის დროს ყურადღება გამოყენების ვადას მიაქციეთ, რომელიც გამოშვებიდან 2 წელს შეადგენს.

არყის კუპრის საპონმა არაერთხელ მიშველა. თქვენ არყის კუპრის საპონს რა მიზნით იყენებთ? მოხარული ვიქნები, თუ თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში გამიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს