ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკები გამოაქვს: ჩალის ფასად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია

0
8703

ფეტვის ბურღულს ფეტვის მცენარიდან იღებენ. თუ მას მხოლოდ ბავშვების კერძად თვლით, ძალიან ცდებით. აზიურ ქვეყნებში ბრინჯის პოპულარულობამდე სწორედ ფეტვის კერძი იყო მათი ოჯახების ხშირი სტუმარი. მოგვიანებით ევროპასა და აფრიკაში გავრცელდა. ხელმისაწვდომი, სასარგებლო და მკვებავი ფეტვი შეუყვარდა ყველას, ვინც ფიზიკური შრომით იყო დაკავებული.

თანამედროვე ადამიანისთვის ფეტვი საუზმის შესანიშნავი ვარიანტია. მას დიეტების დროს, ორგანიზმის გასაწმენდად და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღსადგენად იყენებენ. ფეტვი ცხიმს არ შეიცავს. უფრო მეტიც, ორგანიზმიდან ცხიმები, ტოქსინები და ანტიბიოტიკები გამოაქვს. ამასთან ჰიპოალერგიული პროდუქტია.

„პაპარაცი“ ფეტვის ფაფის სასარგებლო თვისებებზე,  ასევე გემრიელი და მკვებავი კერძის მისაღებად რძეზე მისი მოხარშვის მეთოდზე გიამბობთ.

როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა

ფეტვის ფაფა შეიცავს რეტინოლს, ტოკოფეროლს, B ჯგუფის ვიტამინს, ასევე ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს, მათ შორის თუთიას, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმსა და კალიუმს. ასევე მკერდის რძის 12-დან 10 ამინომჟავა შედის.

ფეტვის ფაფის მოხმარება სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს, გულის მუშაობას ნორმაში მოიყვანს, ასევე ჭარბ ქოლესტერინს მოგაშორებთ. სისხლძარღვები უფრო ელასტიური და გამძლე გახდება. ვიტამინები დაღლილობას გაუმკლავდება და სტრესის მიმართ უფრო გამძლე გახდებით.

ფეტვის ფაფის უარყოფითი მხარის შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ. ის რეკომენდებული არაა კუჭის პრობლემების (წყლული, გასტრიტი, დაბალი მჟავიანობა) მქონე ადამიანებისთვის. ფეტვის ფაფის ყოველდღიური მოხმარება ორსული ქალებისა და პატარა ბავშვებისთვის საზიანოა. დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ფეტვის ფაფის ჭარბმა მიღებამ მამაკაცის პოტენციაზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს.

ფეტვის ფაფის რძეზე მოსამზადებლად უცხიმო რძე (1%-იანი ცხიმიანობით) აიღეთ. ასევე ყვითელი ფეტვის მარცვალზე გააკეთეთ არჩევანი – ის მომწარო არაა და ფაფას სასიამოვნო გემო ექნება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფეტვის მარცვლები
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 30 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ფეტვი გადაარჩიეთ, ქვები და სხვა ნაგავი მოაშორეთ. შემდეგ ცივ, გამდინარე წყალში გარეცხეთ მანამ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ამის შემდეგ მდუღარე წყალი გადაავლეთ.

2. გარეცხილი ფეტვი ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და წყლის აორთქლებამდე ხარშეთ. ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ.

3. როცა წყალი ბოლომდე აორთქლდება, ფაფას ცხელი რძე დაასხით და დაბალ ცეცხლზე დადგით. შაქარი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ და დაახლოებით 20 წუთით ხარშეთ.

4. გაზი გამორთეთ და 10 წუთით თავსახური დააფარეთ. რძიანი ფეტვის ფაფა მზადაა. ახლა შეგიძლიათ კარაქი დაუმატოთ და სუფრაზე გაიტანოთ.

თუ ფაფას ბავშვისთვის ამზადებთ, ცოტა უფრო მეტი რძე დაუმატეთ – კერძი თხევადი გამოვა. უფრო სქელი ფაფისთვის 1,5 ჭიქა რძეც საკმარისი იქნება.

ამ მარტივი რეცეპტით ყოველთვის საჭირო მასის ფაფას მიიღებთ. თუ ჩირს, კაკალს, გოგრის თესლს და ახალ დაჭრილ ხილს დაუმატებთ, კერძი ორმაგად სასარგებლო და გემრიელი იქნება. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბანანის ნაჭრების დამატება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი