ნათხოვარი ნივთები: რისი თხოვება არ შეიძლება სხვებისთვის

8474

მთელი ცხოვრების განმავლობაში, არაერთხელ მისესხებია ფული მეგობრებისა და ნაცნობებისთვის. ხშირად მინანია, თუმცა, მაინც ვცდილობდი, უარი არ მეთქვა. რთული პერიოდიც მქონდა, როცა თავად მიხდებოდა ვალის აღება. დედაჩემი მასწავლიდან, რომ ფულს მარტივად უნდა დავემშვიდობო. აი, ზოგიერთი ნივთის გათხოვება კი არ შეიძლება.

თითოეულ ადამიანს თავისი ენერგეტიკა აქვს. იგი გადაეცემა ნივთებს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ. ხოლო მათი გაცემისას, ჩვენ გაუცნობიერებლად ვარღვევთ დამყარებულ ჰარმონიას. თუ ლომბარდში საქორწინო ბეჭედს ჩააბარებთ, ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, სიტუაციას გააუარესებთ. ფინანსურ პრობლემებს ოჯახურიც დაემატება. დღეს ჩვენ გაგაცნობთ 5 ნივთს, რომელთა სხვებისთვის თხოვება არ შეიძლება.

რა არ უნდა ვათხოვოთ სხვას

1. არასდროს ათხოვოთ სხვას სამკაულები. თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს! ძვირფასეულობის მემკვიდრეობით გადაცემა ერთია, კულონის ან ბეჭდის სხვისთვის თხოვება კი – მეორე. ძვირფასი მეტალები და ქვები ენერგიის კარგი გადამცემები და დამგროვებლები არიან. ამიტომ, სამკაულებს თვალის ჩინივით გაუფრთხილდით.

2. კიდევ ერთი ტაბუ – ჭურჭელი და სხვა სამზარეულო ნივთები. ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა. სხვის ხელში სტრატეგიულად ასეთი მნიშვნელოვანი ნივთების ჩაგდება ნამდვილად არ ღირს. ამასთან, ნებისმიერ დიასახლისს სამზარეულოს უნივერსალური ნაკრები უნდა ჰქონდეს. შეიძინეთ ფაიფურის კარგი სერვიზი. ასე აღარ მოგიხდებათ მეზობლებში სირბილი და რამდენიმე თეფშის თხოვება.

3. არ ათხოვოთ სხვებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერ კიდევ უნივერსიტეტის წლებში, დაქალებმა ერთ საღამოს კაბები მთხოვეს. მე ყოველთვის უარს ვამბობდი – ეს ხომ პირადი ნივთებია. ენერგეტიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თქვენი საყვარელი ტანსაცმელი შეიძლება დაზიანდეს მოუფრთხილებელი მოპყრობის გამო.

4. მარილი ძველი დროიდან ითვლება ენერგიის ძლიერ წყაროდ. მას სახლისა და სხეულის არაკეთილისმსურველების უარყოფითი გავლენისგან დასაცავად და გასაწმენდად იყენებდნენ. თეთრი კრისტალები შეიძლება ინფორმაციას ატარებდეს. ამიტომაც, ამდენად ძლიერი ავგაროზი სხვას ხელში არ უნდა გადასცეთ. ამან შეიძლება სიღარიბე და კამათი გამოიწვიოს.

5. დაბოლოს, არ ისესხოთ ან ასესხოთ პური ან სხვა საკვები პროდუქტი. მაშინაც კი, თუ საკმაოდ დიდი მარაგი გაქვთ, უარი უთხარით გულმავიწყ მეზობელს ზეთის ან გამომცხვარი პროდუქტის სესხებაზე. დედაჩემი ხშირად ამბობდა, რომ პურის გაცემით კეთილდღეობასაც სხვის ხელში უშვებთ. მე არ ვარ მზად, ეს ცრურწმენა საკუთარ თავზე გამოვცადო.

ვიღაც იტყვის, რომ ზედმეტად ცრუმორწმუნე ვარ და არაფერია იმაში ცუდი, რომ სხვებს რაღაც ათხოვოთ. თუმცა, მე მაინც მტკიცედ ვიდგები ჩემს პრინციპზე. იქნებ, თქვენც გაქვთ ძვირფასი ნივთები, რომელთა სხვებისთვის გაზიარებაც არ გსურთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს