როგორ დავიბანოთ ხელი ნიგვზის გაწმენდის შემდეგ: სწრაფად და უკვალოდ

4455

ღიმილით ვიხსენებ იმ დღეებს, როცა ჯერ კიდევ პატარა კაკალს ვაგროვებდი. ხელები მოყვითალო–ყავისფერი ლაქებით იფარებოდა, მაგრამ ეს არ მაღელვებდა. ახლა ნიგვზის წმენდის დროს ხელთათმანებს ვიყენებ. მართალია, ისიც გარანტიას არ იძლევა, მაგრამ კანი ძველებურ ფერს ინარჩუნებს. ამ შემთხვევისთვის მარაგში რამდენიმე რჩევა მაქვს, თუ როგორ გავითეთროთ ხელი.

ნიგვზის წვენი კანში სწრაფად შეიწოვება და მასზე ჭუჭყიან ყავისფერ შეფერილობას ტოვებს. უბრალოდ საპნით დაბანა სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. აქ განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. რა თქმა უნდა, ხელების სრულად გაწმენდას ვერ შეძლებთ, მაგრამ ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება და თვალში არ მოგხვდებათ. მოდით ერთად განვიხილოთ ხელის გამათეთრებელი ყველაზე ეფექტური მეთოდები.

როგორ გავითეთროთ ხელები ნიგვზის გაწმენდის შემდეგ

ლაქების მოსაშორებლად ხელების გაწმენდა შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ. კანზე ქიმიური ზემოქმედება ლიმონმჟავით ან მკვახე ყურძნის წვენით, ასევე „ბელიზნით“, რომელმაც შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს. უფრო უსაფრთხო იქნება ხელის დასკრაბვა შაქრით, ზღვის მარილით ან ყავის ნალექით. ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ.

1. ლიმონის მჟავა

ყველაზე მარტივი, მაგრამ არც თუ ისე ყველაზე ეფექტური მეთოდი. სველ ხელებზე ლიმონის მჟავა 5-10 წუთით წაისვით. სუფთა წყლით ჩამოიბანეთ და პროცედურა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ახალი ლიმონი შუაზე გაჭერით და მისი წვენით წაისვით. 5 წუთში გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. კანზე წვენის წასმა გააგრძელეთ, სანამ ლაქა არ გაქრება ან ნაკლებად შესამჩნევი არ გახდება.

2. მკვახე ყურძენი

ანალოგიურად მოქმედებს მკვახე ყურძნის წვენი. მხოლოდ მწვანე და მჟავე ყურძენი გამოგადგებათ.

3. “ბელიზნა“

ხელის გათეთრების ამოცანას ყველაზე კარგად „ბელიზნა“ უმკლავდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან აგრესიული საშუალებაა. ის კანს ძლიერ აშრობს, ხოლო გაუფრთხილებელი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.

4. ნატურალური სკრაბი

ყველაფერი გამოგადგებათ: ყავა, შაქარი ან ზღვის მარილი. ხელები ცხელ წყალში დაიორთქლეთ და ყავის ნალექის, თხევადი საპნის ან შხაპგელის ნარევი წაისვით. მასაჟური მოძრაობა გააკეთეთ. ჭუჭყიან ადგილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ასე არა მხოლოდ ხელებს გაითეთრებთ, არამედ მათ უფრო გლუვს და ნაზს გახდით.

არა ეფექტური მეთოდები

არსებობს მოსაზრება, რომ კანს ნიგვზის მიერ გამოყოფილი იოდი ღებავს. სწორედ ამიტომ, ბევრი ლაქის მოშორებას სახამებლით ცდილობს. გახეხილი კარტოფილი ხელის გასაწმენდად უსარგებლო იქნება. მღებავ ნივთიერებას ეწოდება იუგლონი და მისი გაქრობა სახამებელს არ შეუძლია.

ასევე ნიშადურის სპირტით და წყალბადის ზეჟანგით მათეთრებელი საშუალების მომზადება მარცხით დასრულდება. ხსნარები იუგლონის წინააღმდეგ არაეფექტურია.

ლამაზი და მოვლილი ხელები ადამიანის შესახებ ბევრს ამბობს. დიდხანს ასეთი რომ დარჩეს, ქიმიური საშუალებების და მღებავი პროდუქტების ზემოქმედებისგან დაიცავით. გახსოვდეთ, რომ კანისთვის ძველებური გარეგნობის დაბრუნება უფრო რთულია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს