რატომ იღიმიან იაპონელები, მწუხარების შესანიღბავად

280

გეოგრაფიული თუ სხვა თავისებურებების დამსახურებით, იაპონია დიდხანს იყო იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან. ეს, რაღა თქმა უნდა, აისახა თავად იაპონელების ყოფაცხოვრებასა და მსოფლმხედველობაზე. ცხოვრების, საზოგადოების, არაპროგნოზირებადი ბუნებისა და ყველა ცოცხალი არსებისადმი ურთიერთობა კი აქციეს მარტივ გამოთქმებად, რომლებმაც ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობის მთელი სიბრძნე შეიწოვა. ამ ადამიანებით ხომ ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვართ!

და დღეს ჩვენი რედაქცია უფრო ახლოს გაგაცნობთ იაპონიის მოსახლეობის კულტურასა და მსოფლმხედველობას, მათი სამართლიანი და ბრძნული გამონათქვამების გამოყენებით. მათგან ნამდვილად ისწავლით რამეს.

მარტივი გამონათქვამები

1. “არ დააკავო ის, ვინც მიდის. არ გააგდო ის, ვინც მოვიდა.”

2. “ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე, არაჩვეულებრივი ადამიანი ვერ იარსებებს.”

3. “სწრაფად იგივეა, რაც ნელა, ოღონდ შეუჩერებლად.”

4. “დაუთმეთ გზა იდიოტებსა და შეშლილებს.”

5. “უმჯობესია, ემტერებოდეთ კარგ ადამიანს, ვიდრე მეგობრობდეთ ცუდთან.”

6. “ვისაც ზემოთ ასვლა სურს, თავისი საფეხურები უნდა შექმნას.”

7. “ცოლი და ქმარი ხელებსა და თვალებს ჰგვანან. როცა ხელებს სტკივათ, თვალები ტირიან, ხოლო როცა თვალები ტირიან, ხელები ცრემლებს წმენდენ.”

8. “და ყველაზე შორეული გზა ყველაზე ახლო გზით იწყება.”

9. “მზემ არ იცის, მართალი და დამნაშავე. მზე არ ცდილობს ვინმეს გათბობას. ის, ვინც საკუთარი თავი იპოვა, მზეს ჰგავს.

10. “ზღვა დიდი იმიტომაა, რომ პატარა მდინარეებსაც აქცევს ყურადღებას.”

11. “მიზეზისა და ბინტის შემოხვევა ყველგან შეიძლება.”

12. “ღვინის მსმელმა არ იცის, რით ვნებს იგი მას. მან, ვინც არ სვამს, არ იცის, რამდენად სასარგებლოა იგი.

13. “არავინ წაიბორძიკებს, სანამ საწოლში იწვება.”

14. “თუ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, ნუ იდარდებთ მასზე. თუ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, მასზე დარდს რაღა აზრი აქვს?

15. “უსაზღვრო გულწრფელობა სისულელის მეზობელია.”

რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად

16. “იმ სახლში, რომელშიც იცინიან, ბედნიერება ხშირი სტუმარია.”

17. “შვიდჯერ გადაამოწმეთ, სანამ ადამიანში ეჭვს შეიტანდეთ.”

18. “გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, მხოლოდ ამის შემდეგ გქონდეთ ბედისწერის იმედი.”

19. “დაფიქრდით – გადაწყვიტეთ. გადაწყვიტეთ – აღარ იფიქროთ.”

20. “კითხვა ერთწუთიანი შერცხვენაა. არცოდნა – მთელი ცხოვრების სირცხვილია.”

21. “შეუდარებელი ლარნაკი ცუდი ოსტატის ხელით ვერ იქნება შექმნილი.”

22. “სადაც ძალაა მართალი, იქ უფლება უძლურია.”

23. “ღრმა მდინარე უხმოდ მიედინება.”

24. “ისეც ხდება, რომ ფურცელი იძირება, მძიმე ქვა კი დინებას მიჰყვება.”

25. “ცივი ჩაისა და ცივი ბრინჯის ატანა შესაძლებელია. ცივი სიტყვისა და ცივი მზერის ატანა კი არ შეიძლება.”

საყოფაცხოვრებო სიმარტივე, ბუნებისადმი სიყვარული და სხვა ადამიანებისადმი პატივისცემა – სწორედ ამ სიტყვებით შეიძლება საშუალოსტატისტიკური იაპონელის დახასიათება. ესაა წარსულისა და მომავლის ქვეყანა. გასაკვირი არაა, რომ იქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს უძველესი ტაძრები და ზეთანამედროვე ცათამბჯენები.

იმედია, ეს სიბრძნეები დაგეხმარებათ ცხოვრების სწორად წარმართვასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს