მოდური ვარცხნილობები შუა ხნის ასაკის ქალბატონებისთვის, ასაკის დასამალავად

0
3592

-“ჯერ 40, შემდეგ კი 50 წელს გადაბიჯებისას ვარცხნილობის არჩევის საკითხს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მიუდგე!” – ერთი კვირის წინ მითხრა დედაჩემმა. ინტერნეტში მრავალი ფოტოს დათვალიერების შემდეგ, მან ვერ შეძლო შესაფერისი ვარცხნილობის შერჩევა.

ვუთხარი, თუ გინდა, ესე იგი უნდა შეიჭრა-მეთქი. არჩევნის გაკეთებაში რომ დავხმარებოდი, მივმართე ჩემს დაქალ სტილისტს, რომელიც დიდი ხანია ერთ-ერთ საუკეთესო სილამაზის სალონში მუშაობს. უკვე მესამე დღეა, მას მადლობას ვუხდი რჩევისთვის, დედაჩემი ძალიან ბედნიერია. შეჭრის შემდეგ, ნაცნობები მას კომპლიმენტებით ავსებენ და ეუბნებიან, რომ გაახალგაზრდავდა.

დღეს ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ანტიასაკობრივი ვარცხნილობების ნაკრები შუა ხნის ასაკის ქალბატონებისთვის. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასაკში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდეთ.

მოდური ვარცხნილობები 40+ ასაკის ქალბატონებისთვის

მოკლე ვარცხნილობები

შეიჭრათ თუ არა თმა მოკლედ – ამას მხოლოდ კარგი დალაქი გეტყვით.

სტილისტები გვირჩევენ, ყურადღება გავამახვილოთ ვარცხნილობა პიქსიზე. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ, მოკლე თმის მიუხედავად, იგი ქალურობასა და ელეგანტურობას ანიჭებს ქალს. ამ ვარცხნილობამ ხომ სამყაროს ოდრი ჰეფბერნი გააცნო.

ლამაზად შეჭრილი ბობ-კარე მომენტალურად გაახალგაზრდავებთ 10-15 წლით. აგრეთვე, ეს ვარცხნილობა ძალიან ქალური და კეკლუციცაა.

ბობ-კარე სხვადასხვა სიგრძის თმაზე იჭრება. აგრეთვე, ვარცხნილობა უხდებათ როგორც ხვეულ, ისე სწორთმიან ქალბატონებს.

პოპულარულია ბიჭური ვარცხნილობაც – იგი აქტუალურია ნებისმიერ სეზონზე. ესაა შესანიშნავი ვარიანტი იმ ქალებისთვის, რომელთაც გამოკვეთილი ნაკვთები აქვთ. თუმცა მათ, ვისაც ღრმა ნაოჭები აქვთ, ეს ვარცხნილობა ა მოუხდებათ, რამდენადაც იგი მეტ ყურადღებას მიაპყრობს სახის ნაკლებს.

ასე წვეულებაზე ნებისმიერ სტუმარს სასიამოვნოდ გააკვირვებთ!

იდეალური ვარცხნილობის შესაქმნელად, გამოიყენეთ ფენი და ჯაგრისი, რათა ძირებთან თმის მოცულობა გაზარდოთ. გახსოვდეთ, რომ მოცულობითი ვარცხნილობა მძლავრი ხრიკია სახის ვიზუალურად გასაახალგაზრდავებლად.

საშუალო სიგრძის ვარცხნილობები

საშუალო სიგრძის თმისთვის ყველაზე უნივერსალური გადაწყვეტილებაა კასკადი. სხვათა შორის, ამ ვარცხნილობის გამოყენება შეიძლება სხვანაირი ვარცხნილობისთვისაც, ასე შეიძლება ნებისმიერი ლუქის მიღება, რაც თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.

ეს კიდევ ერთი მოდური გადაწყვეტილებაა!

მოგრძელებული ბობი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ანტიასაკობრივ საშუალებად ითვლება. იგი საინტერესოდ, მოდურად და თანამედროვედ გამოიყურება, რაც მშვენიერი სქესის წარმომადგენელს ვიზუალურად გაახალგაზრდავებს.

აი, ისინიც – ვარცხნილობები, რომლებიც ახალგაზრდობას გაჩუქებთ.

ჩემი აზრით, გრძელი კარე არასდროს გადავა მოდიდან! ესაა შესანიშნავი ვარცხნილობა, მრავალი მოდიფიკაციით. ექსპერიმენტების მოყვარულებს ასიმეტრიული ვარიანტი უფრო მოსწონთ.

შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა

“უნდა შევიჭრა თუ არა შუბლზე თმა მოკლედ?” – იკითხავთ თქვენ. ერთმნიშვნელოვნად “დიახ!” 

შუბლზე საგულდაგულოდ შეჭრილი თმა არამხოლოდ დაფარავს ასაკობრივ ცვლილებებს ქალის სახეზე, არამედ მას მომხიბლავობასაც მიანიჭებს. უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას მოგრძელებულ ვარიანტს მიანიჭებთ. აგრეთვე, შეგიძლიათ წყვეტილი, ფარდისებრი ან ფილირებული ვარიანტის შერჩევაც.

თქვენ რომელ ვარცხნილობას ანიჭებთ უპირატესობას ამ ასაკში? გაგვიზიარეთ პირადი გამოცდილებაც.