მიზეზი, რატომ არის აკრძალული კვირა დღეს რეცხვა

0
3544

სამუშაო დღეებში სახლში საქმეები გროვდება, რომელთაც შემდეგ დასვენების დღეებში ვაკეთებთ. და საბოლოოდ, არ ვისვენებთ. გასულ შაბათ–კვირას რეცხვას შევუდექი, დედამთილმა კი მკაცრად შემომხედა და მითხრა: „კვირა დღეს რეცხვა დიდი ცოდვაა!“

ამის შესახებ ხშირად მსმენია, მაგრამ რამდენად სწორია ეს მოსაზრება? დღეს „პაპარაცმა“ გადაწყვიტა პასუხი გასცეს კითხვას: შეიძლება თუ არა კვირას რეცხვა? ვინ იფიქრებდა!

საყოფაცხოვრებო საქმეები

ჯერ კიდევ ჩვენი დიდი ბებიები ამბობდნენ, რომ კვირა დღეს რეცხვა, დალაგება, ხელსაქმით დაკავება არ შეიძლება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კვირის ამ დღეს იესო აღდგა. მართლმადიდებლობაში ამბობენ, რომ კვირას უნდა დაისვენოთ.

ღვთისმსახურები კვირის მე-7 დღეს რეცხვას, დაუთოებას და სხვა მსგავსი საქმის შესრულებას არ გვირჩევენ. ითვლება, რომ მე-7 დღე უფალს და ლოცვას უნდა მიუძღვნათ. ამ დღეს კარგია გაჭირვებულების დახმარება. ასევე შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ყველა რუტინული საკითხი გადადოთ და დრო ოჯახს და მეგობრებს მიუძღვნათ.

უნდა იცოდეთ, რომ ეკლესია კვირა დღეს რეცხვას არ კრძალავს, უბრალოდ რეკომენდებული არაა.

მღვდლები ირწმუნებიან, რომ სახლის საქმეების კვირა დღეს შესრულება შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ ამ დღის მთავარი დანიშნულება – კეთილი საქმეების გაკეთება და ღმერთთან დაახლოება.

უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის მამა ალექსანდრეს რეცხვის და სახლის საქმეების შესრულების შესახებ კითხვები დავუსვი. მისი პასუხი ასეთი იყო: „კვირა დღეს სახლის დალაგება არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილებაა.

დამეთანხმე, სურვილის შემთხვევაში, სხვა დროის პოვნაც შეიძლება. აი, თუ მოხუცი ბებია ან მარტოხელა მოხუცი მეზობელი გყავთ, რომელიც ავად არის და სახლში დახმარება სჭირდება, მას აუცილებლად უნდა დაეხმაროთ“.

ჩემი აზრით, კვირა დღეს სახლის დალაგებასა და რეცხვაზე უარის თქმის არსი იმაშია, რომ სახლში ყველა საქმის გადადება უნდა შეძლოთ და დაისვენოთ. დაღლილობა გაღიზიანებასთან ერთად გროვდება, ამით კარგად ვერავინ გახდება.

დასვენებული ადამიანი უკეთ მუშაობს და თავსაც უკეთ გრძნობს და ჯამში კვირის განმავლობაში უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე რომ არ დაესვენა. თუმცა ბევრი ვერ ხვდება, ამიტომ შესაშინებლად ცრურწმენების მოფიქრება ხდება საჭირო.