რა უნდა გააკეთოთ, თუ რძალი დიდხანს ვერ ორსულდება

1448

ჩვენთან, რედაქციაში ხშირად მოდის მკითხველების წერილები, სადაც საკუთარ ისტორიებს გვიზიარებენ. ერთ–ერთმა ისტორიამ იმდენად მოახდინა შთაბეჭდილება, რომ საიდუმლოდ ვეღარ შევინახეთ. „პაპარაცი“ გიზიარებთ ნინას ისტორიას რძლის შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაორსულებას ვერ ახერხებდა. სტატიის ბოლოს, სწორედ ამ ორსულობის შელოცვას იპოვით.

შელოცვა ორსულობაზე

„გამარჯობა, ძვირფასო რედაქცია. თქვენთან ბევრი საინტერესო ისტორია წავიკითხე და საკუთარი ამბის გაზიარება მომინდა. მთელი ჩემი ოჯახისთვის ეს დიდი ბედნიერება იყო და მინდა ამის შესახებ ყველას ვუამბო.

ჩემი შვილი თითქმის 4 წლის წინ დაქორწინდა. არ დავმალავ, თავიდან რძალთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. რა ვთქვა, მხოლოდ ერთი შვილი მყავს და სხვა ქალისთვის მიცემა გამიჭირდა. თუმცა ეს ისტორია ჩვენს ურთიერთობაზე არაა, უფრო მათ ოჯახურ სიტუაციაზე.

დაქორწინების შემდეგ ახალგაზრდები ცალკე საცხოვრებლად ბინაში გადავიდნენ. ერთ წელში იპოთეკით ბინა აიღეს, ჩვენ მის გარემონტებაში დავეხმარეთ. მოკლედ, ცხოვრება ზომიერი იყო, ფული გვყოფნიდა. სამი წელი ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილები ჯერ არ ყავდათ. პირდაპირ არ მინდოდა მეკითხა, მაგრამ განვიცდიდი.

ერთხელ, ძველ გაზეთს წავაწყდი, სადაც ვიპოვე ვანგას შელოცვა ორსულობაზე. თითქოსდა ხელში თავისით ჩამივარდა. გადავწყვიტე, რომ ეს ნამდვილად ბედია. სიხარულით რძალთან გავიქეცი და ასეთი მეთოდიც შევთავაზე. თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ასეთი რამის დიდად არ მჯეროდა.

რძალთან მივედი, ჩემი შვილი სახლში არ იყო. სიტყვა სიტყვით ბავშვის თემა წამოვიწყე. როგორც ჩანს, ეს უკვე დიდი ხანია აწუხებდა, რადგან ცრემლები წამოუვიდა და ყველაფერი ისე თქვა, როგორც არის. თურმე უკვე მესამე წელია დაორსულებას ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოდის. ყველა ანალიზი ნორმაშია, მაგრამ მაინც ვერ ორსულდება.

შემდეგ შელოცვის ტექსტი მივეცი და ვასწავლე, როგორ წაეკითხა. სამი სავსე მთვარის შემდეგ შემატყობინეს, რომ ოჯახში მატებას ელოდებიან. აი, ბებობისთვის ვემზადები, შვილიშვილს ველოდები“.

შელოცვის ტექსტი

ნინამ შელოცვის ტექსტი გაგვიზიარა და გვიამბო, როგორ წაგვეკითხა. ვანგას შელოცვა დაახლოებით შუაღამეს მთვარის პირველიდან მეორე დღემდე უნდა წაიკითხოთ. დაორსულების მსურველი ქალი ქუჩაში ან აივანზე უნდა გავიდეს, მუცელზე ხელი მოისვას და თქვას:

„უფალო, მამაო ჩვენო, ყოვლისშემძლე! როგორც მოგვეცი ჩვენ წითელი მზე, ქათქათა მთვარე, ნაზი ღრუბლები, კაშკაშა ვარსკვლავები, ძლევამოსილი ხეები, მზრუნველი ქარი, ისე გააკეთე, რომ მე მხევალი ღვთისა (ჩემი სახელი), უფლის შვილი დავორსულდე. როგორც ახალი მთვარე იწყება, დაე, ასე გაჩნდეს ბავშვი ჩემში. ამინ!“

ეს ლოცვა ყოველ თვეს შეგიძლიათ წაიკითხოთ, სანამ არ დაორსულდებით. ვფიქრობთ, თუ ამ სიტყვებში დედობის გულწრფელ სურვილს ჩადებთ, აუცილებლად ახდება. ასევე შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ ღვთისმშობელს, ყველა ქალის მფარველს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს