რომელი ყვავილები უნდა დარგოთ ზამთარში, სექტემბრიდან დაწყებული

0
1340

როგორ დავრგოთ ზამთრის ყვავილები და რატომ არის შემოდგომაზე დარგვა უფრო ეფექტური, ვიდრე გაზაფხულზე. ამის შესახებ „პაპარაცმა“ გამოცდილი მებაღეები გამოკითხა.

ზოგი ყვავილების გაზრდის ოსტატობას წლები, საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ჩვენს მკითხველებს წამებში შეუძლიათ ვირტუოზი ფლორისტები გახდნენ, როგორც კი მებაღეობის შესახებ სტატიას წაიკითხავენ.

არ გჯერათ? გთავაზობთ, ამაში თავად დარწმუნდეთ!

ზამთრის ყვავილები

ერთწლიანი მცენარეები სიცივეს ყველაზე უკეთ უძლებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი უფრო ძლიერი იზრდება, ვიდრე გაზაფხულზე დარგული. ზამთრის გადატანის შემდეგ ერთწლიანი მცენარე სქელ ბუჩქად იზრდება და ყვავილობის დროს პრაქტიკულად ავად არ ხდება.

დროული დათესვა ყლორტების აღმოცენების სწრაფი გარანტია. ამ პროცედურის ჩასატარებლად ყველაზე წარმატებული პერიოდია ოქტომბრის ბოლო. ამ დროს ამინდის ცვლილებები ძალიან მკვეთრი არაა, როგორც შემოდგომის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ყვავილს ადაპტირება და სიცივესთან შეგუება არ უჭირს.

მნიშვნელობა არ აქვს, სად აპირებთ ყვავილის დათესვას – ღია ცის ქვეშ თუ სათბურში. ორივე შემთხვევაში მიწის მომზადების პროცედურა და დათესვა ერთნაირია.

პირველ რიგში, მიწის ნაკვეთი სარეველებისგან უნდა გაასუფთაოთ, დაბაროთ და გააფხვიეროთ. შემდეგ მიწა უნდა გაასწოროთ და მომავალი კლუმბების ადგილი მკაფიოდ წარმოიდგინოთ. თესლის დარგვამდე 1 თვით ადრე მიწის გამოკვება ზედმეტი არ იქნება. აუცილებლობის შემთხვევაში ზედმეტი შიფერით ან ხის ფიცრებით შემოღობეთ.

კლუმბების გარდა, ყვავილების სუბსტრატი უნდა მოამზადოთ, რომ თესლი გაყინვისგან დაიცვათ.

გახსოვდეთ, რომ ყველა ერთწლიანი მცენარე შემოდგომაზე დასათესად არ გამოგადგებათ. მხოლოდ იმ სახეობის დათესვა შეიძლება, რომლებიც სავარაუდოდ ყინვას გაუძლებენ და მიწაში ზედმეტი ტენიანობის შემთხვევაში არ დაიკარგებიან. ასეთია, მაგალითად, ასტრა, კოსმეი, ხახვისთავა და ფლოქსი.

ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი მრავალწლიანიც დარგოთ. მაგალითად, ლავანდა, არაბულა და მაჩიტა იდეალური იქნება.

შემოდგომაზე ყვავილების დათესვით, არა მხოლოდ ჯანმრთელი და ძლიერი მცენარის გაზრდას შეძლებთ, არამედ გაზაფხულზე დროს სხვა სამუშაოსთვის დაზოგავთ. განა შესანიშნავი არაა?

მოუთმენლად ველოდებით თქვენს კომენტარებს, თუ რომელი ყვავილებით გსურთ თქვენი კლუმბის დამშვენება და ახალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.