ბევრი დიასახლისისთვის, ფეხსაცმლის რეცხვა ნაკლებად სასიამოვნო პროცესია. მას საკმაოდ ბევრი ძალისხმევა და დრო სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სარეცხი მანქანები ამ დავალებას კარგად უმკლავდება, ბევრი უპირატესობას მაინც ხელით რეცხვას ანიჭებს.
ეს განსაკუთრებით ეხება ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს, სახლის ფლოსტებსა და კედებს. თუმცა, დღეს ჩვენ გაგაცნობთ ფეხსაცმლის მანქანაში რეცხვის ძირითად რეკომენდაციებს. თუ მათ დაიცავთ, ცხოვრება მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ. გპირდებით, ფეხშიშველს არ დაგტოვებთ!
ფეხსაცმლის რეცხვა
რა წესები უნდა დავიცვათ მანქანაში ფეხსაცმლის რეცხვის დროს?
- არაა რეკომენდებული ფეხსაცმლის რეცხვა 30 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, თორემ შეიძლება დაიშალოს.
- შეგიძლიათ ნებისმიერი ლაქისამომყვანი საშუალების გამოყენება, თუმცა მათ შორის საუკეთესო გელია. სარეცხი ფხვნილისგან განსხვავებით, იგი მარტივად ირეცხება და არ ტოვებს ნაწიბურებს.
- მძიმეძირიანი ფეხსაცმლის რეცხვა მანქანაში საერთოდ არაა რეკომენდებული, რამდენადაც შეუძლია კარის მინა ან დოლაბი დააზიანოს. აი, რბილ ფეხსაცმელზე კი ნუ იდარდებთ. მაგალითად, სარეცხი მანქანა მშვენივრად გაუმკლავდება ბადიან კედებს, სახლის ფლოსტებსა და სხვა თხელძირიან ფეხსაცმელს.
- რეცხვამდე აუცილებლად გარეცხეთ და გაწმინდეთ ძირი. წვრილი კენჭები მანქანის შიდა მექანიზმებს დააზიანებს.
- აგრეთვე, გირჩევთ, კედებიდან ღაბაში და თასმები ამოიღოთ, ყველა შესაკრავი (თუ ასეთი რამ აქვს) შეკრათ.
- გირჩევთ სპეციალური ტომრის გამოყენებასაც. თუ ასეთი რამ არ გაქვთ, აიღეთ ბალიშისპირი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს დაიცავს მანქანის დოლაბს დეფორმაციისგან.
- კედების სიქათქათის დასაბრუნებლად და უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, ჩაყარეთ მათში სოდა მთელი ღამით და გარეცხეთ მანქანაში, სპორტული ფეხსაცმლის რეჟიმზე.
რა თქმა უნდა, ბუნებრივი ტყავის ნაკეთობები მხოლოდ ხელით უნდა გაირეცხოს, თუმცა, მაინც, ფეხსაცმლის დიდი ნაწილის რეცხვა მანქანაში თამამად შეგიძლიათ. მთავარია, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტს და დაიცვათ ყველა წესი.