ჭურჭლის სარეცხი აბები ჭკვიანი სანტექნიკოსის რეცეპტით

571

დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ გააკეთოთ ჭურჭლის სარეცხი აბები საკუთარი ხელით. თვითნაკეთი აბები ჭურჭელს ცხიმს და სხვა ჭუჭყს კარგად აშორებს. მისი გაკეთება რთული არაა, ამასთან ნაყიდზე უფრო იაფი გამოდის. რა საჭიროა ზედმეტი თანხის გადახდა, თუ შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი აბები სახლის პირობებში მოამზადოთ?

ჭურჭლის სარეცხი აბები

პირველ რიგში, აუცილებელი ინგრედიენტები შეაგროვეთ. ყველაფერს სახლში ადვილად იპოვით ან ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეიძინეთ. სხვათა შორის, ჭურჭლის სარეცხი აბების თავად გაკეთება ტყუილად არ გადავწყვიტე. საქმე იმაშია, ჩვეულებრივი აბები გავლების დროს კარგად არ ირეცხება. ამასთან რეცხვის შემდეგ ჭურჭელზე სარეცხი საშუალების სუნი რჩება. მოკლედ, აი, რა დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა სოდა
  • 1 ჭიქა მარილი
  • ნახევარი ჭიქა ლიმონის მჟავა
  • 0,5 ჩ/კ 9%–იანი ძმარი
  • ყინულის ფორმები

შესაფერის ჭურჭელში 2 ჭიქა სოდა ჩაყარეთ. ჩვეულებრივი საკვები (ნატრიუმის) სოდა გამოგადგებათ. შემდეგ ნახევარი ჭიქა ლიმონის მჟავა, ასევე 1 ჭიქა საკვები მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ახლა ნარევს ნახევარი ჩაის კოვზი 9%–იანი ძმარი დაუმატეთ. ძმართან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აბები დაიშლება და ფხვნილი გახდება. სხვათა შორის, ძმარი შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყლით ჩაანაცვლოთ, ოღონდ აუცილებელი პროპორციები უნდა დაიცვათ. კვლავ აურიეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ გრანულები არ დარჩეს. მომზადებამდე ასე აურიეთ: ხელში ცოტა მოუჭირეთ – ნარევი ერთ გოროხად უნდა შეიკრას.

შემდეგი ნაბიჯი – ნარევი ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ. კარგად ამოავსეთ და ჩატუმბეთ. შემდეგ მზა კუბები ამოიღეთ და სწორი, მშრალ ზედაპირზე გადაიტანეთ. ახლა აბები უნდა გააშროთ: ზუსტად 1 დღე გააჩერეთ.

გაშრობის შემდეგ ჭურჭლის სარეცხი აბები გამოსაყენებლად მზად იქნება. გამოიყენეთ ისე, როგორც ჩვეულებრივი აბები. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსეთ და რეცხვის პროცესი ჩართეთ. ამასთან, ჩვეულებრივ ძმარს სავლების ნაცვლად ვიყენებ. ის მანქანას არ აზიანებს, პირიქით, ჭურჭელს კარგად წმენდს და მანქანას ხისტი წყლის ნადებს აშორებს.

ხელით რეცხვისას მდოგვს ვიყენებ. ის უფრო კარგად რეცხავს ჭურჭელს, ვიდრე საყოფაცხოვრებო ქიმია. მდოგვი უსაფრთხოა და ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. ამ მეთოდით ფულს დაზოგავთ, ასევე მავნე ქიმიასგან თავს დაიცავთ. ვიმედოვნებთ, რომ სტატია სასარგებლო იყო – გამოიყენეთ თვითნაკეთი ჭურჭლის სარეცხი აბები. ჭურჭელი სუფთა იქნება, მანქანა კი წლები გემსახურებათ, ასევე ჯანმრთელობას ზიანს არაფერი მიაყენებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს