რატომ უნდა ჭამოთ თაფლი ღამით: გასაოცარი გავლენა ჯანმრთელობაზე

2444

ტკბილეულის ღამით მიღება საზიანოა, ხოლო თეთრი შაქარი სჯობს საერთოდ არ მიიღოთ. თაფლი გამონაკლისს წარმოადგენს. ის, როგორც სამკურნალო საშუალება, მცირე დოზით მიღებული ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

თაფლს საჭმელად ვარგისს თხევად ოქროს, ჯანმრთელობის ელექსირს უწოდებენ. დღის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პროდუქტებთან კომბინაციით ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ ღამით თაფლის მიღება რა სარგებელს შეიცავს.

თაფლი ღამით

1. დაძინებაში გეხმარებათ

თაფლს ბუნებრივ დამამშვიდებელს უწოდებენ. ის მელატონინის წარმოებას ხელს უწყობს. ეს ჰორმონი ჯანსაღ ძილზე, უჯრედების განახლებასა და ნერვული სისტემის აღდგენაზეა პასუხისმგებელი. ღამით მიღებული 1 ჩ/კ თაფლი კარგი დასვენების გარანტიას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გვირილის ჩაის დააყოლებთ.

თუ ორგანიზმი ლაქტოზაზე კარგად რეაგირებს, რძიანი თაფლის ღამით მიღება სასარგებლოა. სჯობს შეათბოთ, ვიდრე გააცხელოთ. სასმელი სტრესს მოგაშორებთ.

2. ცხიმს წვავს

ცხიმის წვის პროცესი სწორედ ღამით აქტიურდება. თაფლის ცხიმის მწველი მოქმედება ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაზეა დაფუძნებული. ზედმეტი კალორიების წვის პროცესში მთავარ როლს ჰორმონი ორექსინი თამაშობს. კვების პროდუქტებს შორის ამ ჰორმონით ყველაზე მდიდარი ფუტკრის თაფლია.

3. ღვიძლს აჯანსაღებს

ღვიძლის უჯრედების რეგენერაცია ღამით აქტიურდება. ღამით თაფლის და გოგრის წვენის ნარევის დალევა ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს შეუწყობს.

4. იმუნიტეტს აძლიერებს

ამ რეცეპტის გამოყენება შეგიძლია სურდოს დროს და ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. ნიორი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და თაფლი დაასხით. 1 ჩ/კ ნარევი ღამით შეჭამეთ. მას ძლიერი იმუნომასტიმულირებელი ეფექტი აქვს.

5. ენერგიით აგავსებთ

დილით ენერგია დაცლილი, მძიმე თავით და ცუდი განწყობით ხშირად იღვიძებთ? გეჩვენებათ, რომ ენერგია საერთოდ არ გაქვთ? ღამით თაფლიანი წყლის დალევა ამ პრობლემებს გაუმკლავდება. დილით თავს მხნედ იგრძნობთ.

ბონუსის სახით „პაპარაცი“ დილის სასმელის რეცეპტს გთავაზობთ. 1 ლ ადუღებული, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი აიღეთ, 1 წვრილად დაჭრილი ლიმონი და გახეხილი ლიმონის ცედრა, ცოტა გახეხილი კოჭა და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ნახევარი ჭიქა დილით, დანარჩენი დღის განმავლობაში დალიეთ. კარგი ენერგეტიკული სასმელია, ხოლო ვეგეტატიური დისტონიის მქონე ადამიანებისთვის პირველი დახმარებაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს