მკითხავმა მხოლოდ ერთი წამით დახედა ჩემს ხელისგულს და მაშინვე განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება. მდიდარი ქმარი მეყოლება, ქალაქგარეთ დიდ სახლს შევიძენ და 3 შვილს გავაჩენ. რა თქმა უნდა, მის სიტყვებს არ დავუჯერე და 1 თეთრიც არ მიმიცია. მართალია, ხელისგულით მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა, იგი გარკვეულ ინფორმაციას მაინც შეიცავს.
დამეთანხმებით, აუცილებელი არაა შიდა ორგანოების დეტალური დიაგნოსტიკა იმისათვის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩინოთ. ჩვენი სხეული საუკეთესო ინდიკატორია. დღეს ჩვენ გეტყვით, რომელი დაუჯერებელი ფაქტების გაგება შეიძლება ჩვენს ორგანიზმზე, მხოლოდ ხელის გულებით გამოყენებით.
როგორ აღმოვაჩინოთ ჯანმრთელობის პრობლემები ხელის გულზე დახედვით
- თუ შენიშნეთ, რომ ხელისგულებზე კანს არაბუნებრივი წითელი ან მოყვითალო ელფერი აქვს, შეამოწმეთ ღვიძლის მდგომარეობა;
- თუ იწითლე მხოლოდ თითის წვერებზე აღინიშნება, საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებია სავარაუდო. გირჩევთ, გაიგოთ, რამდენად სათანადოდ უმკლავდება კნტ თავის ფუნქციებს;
- თუ წითელი ლაქები დიდი თითის ძირას გაჩნდა, შამოწმეთ სასქესო ორგანოების ჯანმრთელობა. ეს მათთვის პირველი საგანგებო ზარია;
- ხელის მტევნის ზურგზე პიგმენტური ლაქების მოულოდნელი და ინტენსიური გაჩენა ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს;
- თუ ხელისგულებზე მარმარილოსებრი გამოსახულებები შენიშნეთ, დიდი ალბათობით, ვეგეტატიური ნერვული სისტემის პრობლემები გაქვთ. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს;
- A და D ვიტამინების უკმარისობაზე მეტყველებს კანის მსუბუქი აქერცლვა მტევნის ზურგზე. კანის მკვდარი უჯრედების მსხვილი ფანტელები სოკოს ნიშანია;
- თუ მუდმივად გაყინული ხელები გაქვთ, არაა გამორიცხული სისხლის პერიფერიული ცირკულაციის პრობლემები. ნიკოტინის მჟავის უკმარისობას შეავსებს რძის პროდუქტი, თევზი, ხორცი და წიწიბურა;
- ხელისგულები გიხურთ სიცივეშიც კი? შესაძლოა, ღვიძლი ვეღარ უმკლავდება წმენდის ფუნქციას. უარი თქვით ალკოჰოლსა და მავნე საკვებზე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან;
- თუ ხელის მტევნები მკვდარივით ფერმკრთალია, შეამოწმეთ სისხლში ჰემოგლობინის დონე. მას მარტივად დაარეგულირებთ ცხოველური ცილის მიღებით.
- თუ ხშირად გრძნობთ, რომ ხელისგულებზე ჟრუანტელი გივლით, გირჩევთ, ენდოკრინოლოგს მიმართოთ. შესაძლოა, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გქონდეთ;
- სხვათა შორის, მუდმივად სველი ხელისგულები ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ნიშნებია, ხოლო მშრალი და ფერმკრთალი – ჰიპოფუნქციის;
- თუ ნეკა თითების დაბოლოდებები გეყინებათ, შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობა. ხოლო, როცა მხოლოდ დიდი თითები ბუჟდება, იზრუნეთ სასუნთქ სისტემაზე;
- დღემდე ფიქრობთ, რომ ხელისგულების ქავილის დროს ფულს უნდა ელოდოთ? რეალურად, ქავილი ნაწლავების დაავადებაზე მეტყველებს;
- თუ შენიშნეთ, რომ საჩვენებელ თითებზე და მათ გარშემო კანი გაუხეშდა, გაუფრთხილდით ნაღვლის ბუშტს;
- რთულია, ვერ შენიშნოთ სახსრების დეფორმაცია. ესაა ართროზისა და ართრიტის ნიშანი. დაუყოვნებლივ იმოქმედეთ!
ბევრი მიმნდობი ქალი ცდილობს ხელის გულზე მომავლის გაგებას. თუ თქვენც გჯერათ მსგავსი მისტიკური მოვლენებისა, ესე იგი, თავადაც გიცდიათ ხელისგულზე ინფორმაციის ამოკითხვა, ხაზების გამოყენებით. უნდა იცოდეთ, რომ ამ პრაქტიკას არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ გააჩნია. აი, ფიზიოლოგიური ნიშნები კი ნამდვილად მეტყველებს დაავადებებზე. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს!