ზოდიაქოს ყველაზე გულუხვი მამაკაცები

421

გულუხვი მამაკაცი, რომელსაც თქვენთვის არაფერი ენანება, ხელის გულზე გატარებთ და მზადაა, სამყარო თქვენს ფეხებთან მოფინოს, ქალის ნამდვილი ოცნებაა. თუმცა, როგორ გავიგოთ წინასწარ, თუ რომელი მამაკაცს არ ეთქმის ძუნწი? პასუხს გამოცდილი ასტროლოგები გაგვცემენ.

გულუხვი მამაკაცი

5. სასწორი

სასწორს თავისი მეორე ნახევრისთვის არაფერი ენანება. მეტიც, იგი თავის გულუხვობას ავლენს მეგობრების, კოლეგებისა და ნათესავების მიმართაც. ამრიგად, იგი გარშემომყოფებს თავის სიყვარულსა და სითბოს აჩვენებს.

4. ვერძი

ვერძი თავისი გასაოცარი გულუხვობით გამოირჩევა. განსაკუთრებით ბევრს გასცემს საყვარელი ქალისთვის. ბევრს კი არა, ყველაფერს, რისი გაცემაც შეუძლია, ისე გასცემს, რომ სამაგიეროდ არაფერს ელის. თავისი პარტნიორის სრულყოფილად უზრუნველყოფის სურვილი მამაკაცი ვერძისთვის ერთგვარი მორალური ვალია.

3. კურო

კურო არასდოს დაელოდება განსაკუთრებულ საბაბს ახლობლების გასახარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება მეორე ნახევარს. ამ იღბლიან ქალბატონს კურო საჩუქრებით აავსებს არამხოლოდ 8 მარტს და დაბადების დღეზე, არამედ რეგულარულად, უმიზეზოდ. ახლობელი ადამიანებისთვის კურო ყველაფერს გაიღებს ისე, რომ ფულს არც კი ითვლის.

2. მშვილდოსანი

აბა, როგორ იქნება ზოდიაქოს ყველაზე რომანტიკული ნიშანი ძუნწი? მშვილდოსანს თავისი ქალბატონის გარშემო სასწაულების მოწყობა შეუძლია, თანაც ისეთების, საყვარელ რომანებსა და მელოდრამებში რომ გვხვდება ხოლმე. გარდა იმისა, რომ ამ ნიშანს მუდმივად აწუხებს ორიგინალური იდეები, მას მათ განსახორციელებლად არაფერი ენანებათ.

1. მერწყული

მერყული კი, თავის მხრივ, უკანასკნელ თეთრს მისცემს როგორც თავისი ოჯახის წევრს, ისე ახლო მეგობარსაც. გულუხვობა მისი ბუნებრივი მოთხოვნილება, ცხოვრებისეული პრინციპპია. საყვარელი ადამიანის გულწრფელი ღიმილი მისთვის საუკეთესო საჩუქარია. ამიტომ, თუ გაგიმართლათ და ასეთ მამაკაცს გაჰყევით ცოლად, თავს ყოველთვის საჭირო და საყვარელ ადამიანად იგრძნობთ.

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. თუმცა, ყველაზე ხშირად, სწორედ ეს 5 ნიშანი იჩენს ყველაზე დიდ გულუხვობასა და შეუპოვრობას. ამიტომ, გირჩევთ, მეორე ნახევარი გონივრულად აირჩიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს