9 წლის გოგონა, რომელმაც მწოლიარე დედის მოვლა საკუთარ თავზე აიღოს

231

ზოგიერთ ადამიანს ცხოვრებაში ისეთი განსაცდელი ევლინება, რომელიც სხვას არასდროს გამოუცდია. ხანდახან ისე ხდება, რომ ბავშვებს მშობლებზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან უხდებათ. ეს რთული და, ხანდახან, შეუძლებელიც კია, დახმარების გარეშე. ცხოვრება იშვიათად გვივლენს უნიკალურ შემთხვევებს.

ჩვენი რედაქცია გიამბობთ ერთი უბრალო გოგონას ისტორიას უკრაინული სოფლიდან. ეს ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი მაგალითია: მის სიყვარულს უბრალოდ საზღვარი არ აქვს…

ბავშვი უვლის მშობელს

ცხოვრებამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში მოგვივლინოს განსაცდელი. აი, ბოგდანა 9 წლისაა და ხელთ დედა და ბებია შერჩა. ორივე ქალი საწოლს იყო მიჯაჭვული. მატერიალური მდგომარეობის გამო, მათ არ შეეძლოთ სპეციალური სავარძლის ყიდვა, ან თუნდაც ბინის მორგება ავადმყოფების გადაადგილების გასამარტივებლად.

გოგონამ მთელი მოვალეობები საკუთარ თავზე აიღო. იგი ამზადებდა საკვებს ძველ ელექტრო-ქურაზე. ნაკვეთი და რეცხვაც მას ევალებოდა, თანაც, ყველაფერს ხელით რეცხავდა. რა თქმა უნდა, ისვე უვლიდა დედასა და ბებიას. მთელი საზრუნავი ბავშვის მყიფე მხრებს დააწვა.

ამ ყველაფერთან ერთად, ბოგდანა სოფლის სკოლაშიც სწავლობს. დიახ, თანაც ძალიან კარგად სწავლობს: ყველა საგანში ფრიადები უწერია. ამასთან, მას იატაკზე ეძინა. ისტორია ნამდვილად სამაგალითოა, იგი გვახსენებს, თუ როგორ უჭირთ სხვებს. ყოველდღე უნდა უმადლოდეთ ღმერთს იმ უბრალო წყალობისთვის, რაც თქვენ გარშემოა.

თუმცა, ყველა ამ განსაცდელისთვის, ცხოვრებამ გოგონა დააჯილდოვა. ამ შემაძრწუნებელ ისტორიას მეორე და შესანიშნავი მხარეც აქვს. მოხალისეებმა გოგონას შესახებ გაიგეს და შეძლეს თანხის მობილიზება ბინის სრული აღჭურვისთვის, მისი გარემონტებისთვის, დედის სავარძლისთვის. ბოგდანას ოთახი ახლა პატარა პრინცესას საძინებელს მოგაგონებთ. პატარა კონკიას ნაცვლად კი ახლა სარეცხს ახალი სარეცხი მანქანა რეცხავს.

ხანდახან გვეჩვენება, რომ ბედმა ზურგი გვაქცია, თუმცა, ნუ დაკარგავთ იმედს. დღიდან დღემდე შრომითა და ახლობლების დახმარებით, პატარა გოგონა ბევრ რამეს გვასწავლის.

მათ შორის იმას, რომ სადღაც ვიღაცას ჩვენი დახმარება სჭირდება. იმასაც, რომ ფარხმალი არ უნდა დაყაროთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ. ასეთი ისტორიები შთაგვაგონებს. გაგვიზიარეთ თქვენ გარშემო მომხდარი მსგავსი ისტორიები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს