რა მოუმზადა მზიანმა ოქტომბერმა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

3929

ოქტომბერი, ალბათ, შემოდგომის ყველაზე მყუდრო და ლამაზი თვეა. ის ნამდვილად ლამაზად რომ გაატაროთ, უნდა იცოდეთ 2020 წლის ოქტომბრის პროგნოზი ანჯელა პერლისგან. მისი რჩევები უკვე არა ერთ ადამიანს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარა!

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რა მოუმზადა მზიანმა ოქტომბერმა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. ყველაფერი სიყვარულის, ჯანმრთელობის და კარიერის შესახებ!

2020 წლის ოქტომბრის პროგნოზი

ვერძი

თქვენს ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნერვიულობა არ ღირს, უბრალოდ საკუთარ თავს მოუფრთხილდით და დასვენება არ დაგავიწყდეთ. 2020 წლის ოქტომბერში ბევრი ახალი იდეა გაგიჩნდებათ, რომელთა განხორციელებაც კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

ეს თვე ხელსაყრელი იქნება ახალი უნარების ასათვისებლად და საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ მათ დასანახად ყველა შიში უკან უნდა მოიტოვოთ და წინ წახვიდეთ.

კურო

თუ ის, რაც ადრე გახარებდათ, ახლა რუტინად იქცა, არ ინერვიულოთ და არ იზარმაცოთ. უბრალოდ ახალი და საინტერესოსკენ ნაბიჯი გადადგით. ოქტომბერი კუროსთვის – საინტერესო მოგზაურობის, ახალი შთაბეჭდილებების და თავგადასავლების დროა.

იცოდეთ, რომ თქვენ წინსვლისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისკენ მზად ხართ. კარგი იქნება რაღაც ახლის სწავლა. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ!

ტყუპები

ოქტომბერი, უდაოდ, შემოქმედებისთვის საუკეთესო დროა. გააკეთეთ ის, რაც სიხარულს და სიამოვნებას განიჭებთ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რომლებიც ფინანსები სფეროს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები, რომელთაც მეორე ნახევარი არ ჰყავთ, შემოდგომის მე–2 თვეს ლამაზი რომანის გაჩაღებას შეძლებს. ამასთან წინდახედულობა არ დაივიწყოთ და მოულოდნელი ვნებებისგან თავი არ დაკარგოთ.

კირჩხიბი

ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ სანუკვარი ოცნება უახლოეს მომავალში ასრულდება. შესაძლოა, მიხვდეთ, თუ რა არის თქვენი დანიშნულება.

ურთიერთობა, რომელიც გამწუხრებთ, დაიშლება. თუმცა პირად ცხოვრებაში ცვლილებები უკეთეს ცხოვრებამდე მიგიყვანთ და ნათელ მომავალს გზას გაუხსნის. არსებული სიტუაცია გაანალიზეთ, ბრძნულად იმოქმედეთ. ბევრი რამ ნათელი გახდება.

ლომი

ოქტომბერში ლომმა ახალი საქმის დაწყება არ უნდა სცადოს. თუმცა ძველის დასრულება ძალიან კარგი იქნება. ბევრი გაიღიმეთ და იცინეთ, ასე თქვენი ჯანმრთელობა ძლიერი იქნება, განწყობა კი კარგი.

თუ ოქტომბერში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაწერას შემოგთავაზებენ, დაუფიქრებლად დაეთანხმეთ. ახალი ცოდნა მომავალ კარიერულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. პროფესიონალურ კონფერენციებში მონაწილეობა სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თვის პირველ ნახევარში მოგზაურობაში სჯობს წახვიდეთ. ახალი ადგილი ბევრ დადებით შთაბეჭდილებას და ახალ სასარგებლო ცოდნას მოგიტანთ.

სამსახურში სჯობს ინიციატივა გამოიჩინოთ. ეს კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ. ანჯელა პერლი გირჩევთ, საკუთარ თავს და თვითგანვითარებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ. წაიკითხეთ, შთამაგონებელ ფილმებს უყურეთ, მშვენიერებას შეეხეთ, თქვენი ნაცნობების წრე გააფართოვეთ.

სასწორი

ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხდება და ეს თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე გავლენას იქონიებს. დაგეგმილი საქმე შეუფერხებლად განხორციელდება. მოსალოდნელია მცირე მოგზაურობა ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად.

დაწყებულმა სურდომ ნერვულ დაძაბულობასთან ერთად შეიძლება დიდხანს ლოგინში ჩაგაწვინოთ. სწორედ ამიტომ, სჯობს უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ, ვიდრე შემდეგ შედეგებს ებრძოლოთ.

მორიელი

ანჯელა პერლი გირჩევთ, რომ ბედის მიერ გამოგზავნილ ნიშნებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს ხელსაყრელი დროა ქორწილებისა და განშორებისთვის. ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლა ბედნიერებას მოგიტანთ.

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. შემოდგომის მე–2 თვეს მორიელს საქმეში წარმატება ელოდება. თუმცა საკუთარ ინტუიციას უნდა მოუსმინოთ.

მშვილდოსანი

ყველაფერი ძველი მეორეხარისხოვანი გახდება, რომ ახალ საქმეს გზა გაუხსნას. ჯანმრთელობას, კერძოდ, ზურგს ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, მასაჟის კურსის დაწყება ღირდეს.

ფინანსური კუთხით ძალიან ხელსაყრელი თვე იქნება. შესაძლოა, საოჯახო ბიზნესის დაწყება ღირს. კარგი დროა ქორწინებისთვის. თვის მეორე ნახევარში ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ, შესაძლოა ბედნიერებისგან ატირდეთ კიდეც.

თხის რქა

თვის პირველ ნახევარში ბევრი ახალი იდეა, საქმე და შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. სასიამოვნო ემოციებით სავსე იქნებით.

ანჯელა პერლი გირჩევთ, თქვენი ენერგიის სწორ რელსებზე გადაყვანა ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრების ბევრი სფერო დაზიანდება. თქვენ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაზეც დამოკიდებულია ის, თუ როგორ დაასრულებთ წელს. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ!

მერწყული

ოქტომბერი მერწყულისთვის აქტიური იქნება! ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ როგორც სამსახურში, ასევე სახლში. ფული ადვილად და საჭირო რაოდენობით მოვა.

მსხვილი შენაძენისთვის ცუდი თვე იქნება. სამაგიეროდ რემონტისთვის და ძველი საქმეების დასასრულებლად კარგი დროა. ქალაქგარეთ მოგზაურობა, ასევე ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლა კარგი იქნება.

თევზები

ოქტომბერი მუშაობის და კარიერული ზრდის კუთხით ხელსაყრელი იქნება. თვის ბოლოს კარგ შემოსავალს და ადრე წარმოქმნილი სირთულეების წარმატებით დასრულებას ელოდეთ. სამსახურში წარმატება გელოდებათ.

თქვენი აქტიური პოზიცია და ცხოვრებისეული ენერგია ხალხს მოიზიდავს. შეიქმნება სიტუაცია, როცა ხალხის დახმარება მოგიწევთ. სხვებზე ზრუნვაში ზედმეტად არ გაისარჯოთ, საკუთარი თავი არ დაგავიწყდეთ.

2020 წლის ოქტომბრის პროგნოზი ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის ხელსაყრელი იქნება. ბევრი შემოქმედებით საქმიანობას დაიწყებს ან საკუთარ ბიზნესს გახსნის. ეცადეთ, შემოდგომის სევდა არ შეგეყაროთ. თუ ამის დამარცხებას შეძლებთ, 2020 წლის ოქტომბერი მხოლოდ საუკეთესო მოგონებებს დაგიტოვებთ.

სიკეთე ყველას ეყოფა, უბრალოდ მისი მიღება უნდა ისწავლოთ. ჯადოსნური ტაროს განლაგება ერთმნიშვნელოვნად იმუშავებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს