როდის და რატომ უნდა გაიწმინდოთ სახე ძმრიანი წყლით

0
2897

მე მაქვს ერთი უჩვეულო და, ალბათ, არც ისეთი სწორი ჩვევა. როცა სტუმრად მივდივარ და სააბაზანოში შევდივარ, აუცილებლად ვათვალიერებ თავის მოვლის საშუალებებს. თუ რამე დამაინტერესებს, მასპინძელს მის შესახებ დაწვრილებით ვეკითხები და ვიმახსოვრებ. სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ შემემთხვა ასეთი რამ. თუმცაღა, ამ შემთხვევაში, ყურადღება არა მოვლის საშუალებაზე, არამედ მის არარსებობაზე გავამახვილე.

უამრავ კოსმეტიკურ საშუალებას შორის, სახის ტონიკი ვერ ვიპოვე. “ჰმ, არ დავიჯერებ, რომ ლინდა ტონიკს არ იყენებს”, – ვიფიქრე მე. როგორც აღმოჩნდა, მეგობარმა ტონიკი დიდი ხნის წინ ჩაანაცვლა ძმრით. დაინტერესდით, მოდით, განვიხილოთ ამ საშუალების ყველა დეტალი.

ძმარი სახისთვის

ჩემდა გასაკვირად, კითხვას ძალიან მშვიდად შეხვდა. როგორც ჩანს, ამ ბიუთი-ხრიკის შესახებ პირველად არ საუბრობდა. “ვაშლის ძმარი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც შეიცავს მჟავებსაც და პეპტიდებსაც, რომლებიც სახის კანს ყველაზე მეტად უხდება.” – მითხრა ლინდამ.

რაღა თქმა უნდა, სახეზე ძმრის გაუზავებლად წასმა არ შეიძლება. ამიტომაც, ლინდა ტონიკს თავისი ხელით აკეთებს: 3 წილს წყალში 1 წილ ძმარს ხსნის. ამასთან, წყალი წინასწარ გადადუღებული და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული უნდა იყოს.

დავინტერესდი, თუ რით გამოირჩეოდა ეს ხელნაკეთი ტონიკი. პირველ რიგში, იგი უნივერსალურია, რამდენადაც კანის ნებისმიერ ტიპს უხდბეა. ძმარი შეიცავს მჟავებს, რომლებიც არეგულირებს კანის pH-დონეს, მეორეც, საშუალება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, თუ მასზე პიგმენტური ლაქები და გამონაყარია.

ბოლო პუნქტით განსაკუთრებით დავინტერესდი, რამდენადაც პოსტ-აკნეს პრობლემა ჩემთვის კარგადაა ცნობილი. ლინდამ თავისი გამოცდილება გამიზიარა: “ნუ დაელოდები დაუყოვნებლივ ეფექტს, თუმცა, მუდმივი გამოყენების შემდეგ, პრობლემური ზონები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.”

თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ კანის ინდივიდუალური შესაძლებლობების სესახებაც. გამოყენებამდე, შეამოწმეთ თქვენი კანის ალერგიულობა: წაისვით ცოტაოდენი ტონიკი მაჯაზე. თუ 5 წუთის შემდეგ არაფერი შეიცვლება, საშუალების გამოყენება თქვენთვის უსაფრთხო იქნება.

როგორ წავისვათ ტონიკი?

გარდა ჩამოთვლილებისა, ლინდამ ისიც მითხრა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტონიკი. ამისთვის 1 ბამბის დისკი დაგჭირდებათ. თავიდან, გაყავით იგი ორ ნაწილად და ჩაალბეთ ტონიკში და მიიდეთ სახეზე. რამდენიმე ასეთი მოძრაობის შემდეგ, გადაისვით სახეზე ცხვირის ცენტრიდან ყურებისა და შუბლისკენ. შემდეგ გაიწმინდეთ ნიკაპიდან ყბის კუთხეებისა და კისრისკენ.

გაყინული ტონიკი

მზა საშუალება შეგიძლიათ ყინულის ფორმებში ჩაასხათ და გაყინოთ. დილით კი გაიწმინდეთ სახე მატონიზებელი კუბებით. თუმცა, მსგავსი პროცედურა ყველა კოსმეტოლოგის მიერ არაა რეკომენდებული. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვისაც კანზე მკვეთრად ეტყობა კაპილარები. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით და ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას.

ესეც ყველა ნიუანსი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ძმარი სახისთვის. რა თქმა უნდა, მსგავსი საშუალება ყველას არ გამოადგება. თუმცა, უამრავი დადებითი გამოხმაურება აძლევს არსებობის საშუალებას. არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება ძმრის ტონიკის წასმის შემდეგ. ეს ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია.