ჯანსაღი ურთიერთობის ასაწყობად, მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, პარტნიორს ზომიერი ყურადღება უნდა დაუთმოთ. და როგორ მოვიქცეთ, თუ ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტ მიჯაჭვულობასა და ერთგულებას მოითხოვს, ვიდრე სხვები? ზოდიაქოს რომელი 3 ნიშანი მოითხოვს ყურადღებას და იმდენადაა შეპყრობილი საკუთარი პიროვნებით, რომ ამ თვისებას უარყოფითად აქცევს? ერთი მხრივ, თქვენ გაქვთ უფლება, არ შეეგუოთ ამ ყველაფერს, მეორე მხრივ კი, შეგიძლიათ იგი თამაშის წესებად აღიქვათ და ასეთ პარტნიორს მისცეთ მთელი თქვენი ენერგია, იტრიალოთ მის გარშემო და იზრუნოთ მასზე.
1. კურო
თანდაყოლილი ეგოცენტრიზმი კუროს ცივ და, ხშირად, გულგრილ ადამიანად აქცევს გარშემომყოფებისადმი. თუმცა, როგორც კი იგი მოდუნდება და თავის ნაჭუჭს მოიშორებს, ეწყება ადამიანური სითბოსა და ყურადღების უკმარისობა. კურო თავს ხშირად გრძნობს მარტო, უსიყვარულოდ, მიტოვებულად (უნდა აღინიშნოს, რომ ეს მცდარი შეგრძნებაა). ამიტომაც, თითქმის აგრესიულად მოითხოვს, რომ გააღმერთონ და მასზე იყონ მიჯაჭვული.
2. ლომი
ეს ზოდიაქოს მზეა. ლომი მართლა გულწრფელად თვლის, რომ სამყარო მხოლოდ და მხოლოდ მის გარშემო უნდა ტრიალებდეს. და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე თვითკმაყოფილ, თავდაჯერებულ და შეუპოვარ ადამიანებად ითვლებიან, პარადოქსულია, თუმცა, ისინი წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევენ, თუ მათი ახლო წრე მათ მიმართ მოალერსე, თბილი და მოსიყვარულეა. გუნდის მხარდაჭერის გარეშე, ლომი უბრალოდ სწრაფად ჭკნება. მათთვის ყურადღების მოთხოვნა ერთგვარი აუცილებლობაა, რომლის დაუკმაყოფილებლადაც თავიანთ სამეფო ელვარებას კარგავენ.
3. ვერძი
ვერძი ძალიან გულადია, ამიტომაც სასიცოცხლოდ სჭირდება კონკურენცია. მეტიც, მას ყოველთვის სჭირდება წარმატების მიღწევა, თორემ ამ ნიშნის ცხოვრებას აზრი არ ექნება. იგი კარგად იაზრებს თავის ფასს, თუმცა, გამარჯვების შემდეგ, მას სჭირდება ფეხზე დგომით ტაშის დაკვრა თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად და კიდევ ერთხელ იმის გასაგებად, რომ სხვებზე უკეთესია. თუ ვერძს მუდმივად შეაქებთ, იგი უფრო მეტს მიაღწევს. თუმცა, მას აუცილებლად სჭირდება არა ორმაგი, არამედ სამმაგი ყურადღება, ვიდრე სხვა ნებისმიერ ნიშანს.