თვითნაკეთი თხევადი შპალერი: ჭკვიანი შემადგენლობა

624

ჩემი მშობლები სამსახურის სხვებისთვის გადაბარებას მიჩვეულნი არ არიან. იქნება ეს საქათმე აგარაკზე თუ მამის სამუშაო კაბინეტი, ისინი ყველაფერს თავად, ხელოსნების დახმარების გარეშე აკეთებენ. ახლახანს ერთი ოთახის რემონტი დაასრულეს.  როცა ვკითხე, სად იყიდეს თხევადი შპალერი, პასუხმა უბრალოდ გამაოგნა.

იცით თუ არა, რომ სამშენებლო მასალების უმეტესობა შეგიძლიათ ხარისხის დაკარგვის გარეშე დაზოგოთ? მშობლებმა ასე გააკრეს თხევადი შპალერი, რომელიც თავად მოამზადეს. შედეგის დანახვისას გამოცდილების გამოყენება გადავწყვიტე და აივნის გარემონტება დავიწყე. შეუდარებელი გამოვიდა!

საფუძვლად ბევრი მაკულატურა დაგჭირდებათ: ძველი ჟურნალ–გაზეთები, საბეჭდი ქაღალდები და სხვა თხელი ქაღალდი. პრიალა ჟურნალი არ გამოიყენოთ. ისინი კედლებს უფრო უღიმღამო ფერს ანიჭებენ. ქაღალდი დააქუცმაცეთ ან თხელ ზოლებად დაჭერით.

რისგან მზადდება თხევადი შპალერი:

  • 1 კგ ქაღალდი
  • 5 ლ წყალი
  • 0,5 კგ შპალერის წებო
  • 0,5 კგ თაბაშირ–მუყაო ან ალებასტრი
  • საღებავი წყლის საფუძველზე
  • დეკორატიული დანამატები (ბრწყინავები)

მითითებული პროპორციები გათვლილია 4-5 კვ. მ. კედლის დასაფარად. თუმცა ეს ფენის სისქეზეც არის დამოკიდებული. თაბაშირ–მუყაოს ნაცვლად ალებასტრის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის გაცილებით სწრაფად შრება. გამოდის, უფრო სწრაფად უნდა იმუშაოთ.

საღებავის და ბრწყინავების რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გახსოვდეთ, რომ ქაღალდი საღებავს კარგად იწოვს. სწორედ ამიტომ, სასურველი ტონიდან 2-ჯერ უფრო მეტი საღებავი დაუმატეთ.

ინსტრუმენტები თხევადი შპალერის მოსამზადებლად

  • ტაშტი ხსნარების ასარევად
  • ფითხი
  • ლილვაკი
  • ხელთათმანები
  • ფუნჯი
  • პულვერიზატორი

გამშრალ თხევად შპალერს შეგიძლიათ პულვერიზატორით წყალი აპკუროთ. როცა დასველდება, ფითხით შეგიძლიათ მოაშოროთ. ერთგვარი დაზღვევა.

როგორ მოვამზადოთ კედელი თხევადი შპალერის წასასმელად

  1. კედლებს ძველი შპალერი ან ფილები მოაშორეთ. თბილი წყლით დაასველეთ.
  2. კედლები ფითხისა და ბათქაშისგან გაასუფთავეთ.
  3. ზედაპირი გრუნტით დაფარეთ. სასურველია, თეთრი ფერის გრუნტი გამოიყენოთ. ასე შპალერის ქვეშ არ გამოჩნდება.
  4. როზეტის ბუდეები საცობებით დაფარეთ, რომ მასში სისველე არ მოხვდეს.
  5. შპალერის წასმამდე კედლები ზუმფარას ქაღალდით გააუხეშეთ.

როგორ მოვამზადოთ თხევადი შპალერი

  1. ლითონის ღრმა ტაშტში ქაღალდი ჩაყარეთ და თბილი წყალი დაასხით. ქაღალდი გასასივებლად 3-5 საათით გააჩერეთ. დრო და დრო ხელით აურიეთ.
  2. გასივებულ ქაღალდს აურიეთ. პორციებად საღებავი და შპალერის წებო დაუმატეთ. ნარევი მექანიკური მეთოდით აურიეთ.
  3. ხსნარი მკვრივ, პოლიეთილენის პაკეტში გადაიტანეთ, 12 საათით გასასივებლად გააჩერეთ.
  4. წასმამდე თაბაშირ–მუყაო და ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ. თქვენ ელასტიკური შპალერი უნდა მიიღოთ.

თხევადი შპალერი კედლებს წაუსვით

იდეალურ შემთხვევაში, თხევადი შპალერი კედელს ოდნავ უნდა ეკვროდეს. ამისთვის შეგიძლიათ ზედაპირს ხელით წაუსვათ და ფითხი გამოიყენოთ. შპალერი კედლებს თანაბრად რომ წაუსვათ, მასზე სველი ლილვაკი გადაატარეთ. ამის წყალობით ზედმეტი ტენი გაქრება.

თუ რაიმე მონახაზის შექმნა გსურთ, შპალერის წასმამდე კედელზე დახატეთ. სასურველია, ხაზები მკაფიო და შესაგრძნები იყოს. მაგალითად, 2 პლინთუსი მიამაგრეთ, რომ ზოლების შიგნით თხევადი შპალერი მიამაგროთ.

ქაღალდის, თაბაშირ–მუყაოს და წებოს თხევადი შპალერი დაახლოებით 1 დღე შრება. პროცესში, რა თქმა უნდა, შეფერილობა იცვლება. სხვათა შორის, ასეთი შპალერი კედლების ვიზუალურად გათანაბრებაში დაგეხმარებათ, თუ ამ პროცესზე დროის და ძალის დახარჯვა არ გსურთ.

ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი დიზაინერული გადაწყვეტილება არ დააფასა. ისინი თვლიან, რომ თხევადი შპალერი გასული საუკუნეა. სჯობს აივანზე ფილები დააგოთ: სუფთაც იქნება და ლამაზიც. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს