სახის ლიფტინგი და უხილავი ფორები – მარტივი შინაურული ნიღბის შედეგი

0
839

გამოიყურებოდეთ ასაკის შესაბამისად – მშვენიერია. თუმცა მოვიტყუებ, რომ ვთქვა, რომ ყოველთვის არ მსურდა 5-10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოყურება. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცნობ დაქალს, ვინც იმავეს არ ფიქრობდა. საქმე გაახალგაზრდავებას ან ქირურგთან გაქცევას არ ეხება. ზოგჯერ ჩვეულებრივი კეფირი სახამებელთან ერთად ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაზე უფრო ეფექტურია.

ეს შინაურული სახის ნიღაბი შემთხვევით აღმოვაჩინე. მასზე ამბობენ, რომ სახის ოვალს მაღლა წევს, კანს რომ ჯანსაღ და ბზინვარე იერს ანიჭებს. დაქალთან ერთად გამოვცადე და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ყველას, ვინც ვიწრო ფორებსა და ელასტიკურ კანზე ოცნებობს, ვურჩევ! მომზადების დეტალებს გიზიარებთ.

სახის ნიღაბი კეფირით და სახამებლით

ნიღაბი კეფირით და სახამებლით რეგულარულად უნდა გამოიყენოთ. სასურველია, სრული კურსი ჩაიტაროთ. კურსი 1 თვე გრძელდება და პროცედურა კვირაში 2–ჯერ უნდა ჩაიტაროთ. უკვე პირველი სამი გამოყენების შემდეგ კანი გაჯანსაღდება, გაღიზიანება და ნაკლოვანებები გაქრება.

ნიღაბი კარგია იმით, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. მოზარდს გამონაყართან ბრძოლაში დაეხმარება და სებიუმის (კანის ცხიმის) წარმოებას დაარეგულირებს. ასაკოვანი ხალხის კანს ტონუსში მოიყვანს და ნაოჭებს შეებრძოლება. ეს ყველაფერი მარტივი, მაგრამ მოქმედი შემადგენლობის წყალობით.

მჟავა ფორებს წმენდს და უჯრედების მუშაობას არეგულირებს. A, B და E ვიტამინები კანს ეფექტურად კვებავენ. ნიღაბში შემავალი ცილა ფორებს ავიწროებს და აღდგენას ხელს უწყობს.

ნიღბის რეცეპტი კეფირით და სახამებლით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი (სიმინდის არა!)
  • 1 ს/კ ცხიმიანი კეფირი
  • 1 კვერცხის ცილა

ცილა ათქვიფეთ და სახამებელს აურიეთ. კეფირი დაუმატეთ, აურიეთ და საშუალება სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე 20 წუთით წაისვით. აუცილებლად ცივი წყლით ჩამოიბანეთ! ასე არა მხოლოდ ნიღაბს ჩამოიბანთ, არამედ სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებთ.

კეფირის დადებითი გავლენა ორგანულ ქსოვილებზე შეგიძლიათ პირველივე გამოყენებაზე დაინახოთ. უბრალოდ შინაურული ნიღაბი თმაზე გამოიყენეთ. ის თმას გლუვს გახდის, ხვეულებს გააქრობს და ტენით გაავსებს. ასევე ცივი წყლით ჩამოიბანეთ!

მთელი რიგი მიზეზები კეფირს თქვენი ნატურალური საშუალებების კოსმეტიკაში იდეალურ კანდიდატად აქცევს.

  • ნებისმიერი ტიპის კანს უხდება (ძალიან ცხიმიანი არაჟნის და ძალიან წყლიანი იოგურტისგან განსხვავებით);
  • ხელმისაწვდომი, ფართოდ გავრცელებული პროდუქტია;
  • ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ თუნდაც ყოველდღე გაიკეთოთ. ამასთან ალერგიულ რეაქციას არ იწვევს;
  • კეფირზე დაფუძნებული ნიღბები სწრაფად მზადდება. ინგრედიენტები კი, როგორც წესი, ყოველთვის ხელმისაწვდომია;

სწორედ ამიტომ, თუ კეფირის ნიღაბი სახამებლით ჯერ არ გიცდიათ, დროა მისი მოქმედება შეაფასოთ. დაქალთან ერთად სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენად სწრაფად მომიწესრიგა კანი (მძიმე სამუშაო დღის შემდეგაც სახე ჯანსაღი და გლუვი რჩება).