კოკო შანელის მცნებები, რომლებიც კვირაში ერთხელ  მაინც უნდა გადაიკითხოთ

3465

ახალგაზრდობა – დრო, როცა ქალში ყველაზე საუკეთესო და დამახასიათებელი თვისებები იღვიძებს. მაგალითად, სტილის გრძნობა, გრაცია, ქალურობა. ეს თვისებები ქალს პირადი ცხოვრების მოწყობასა და ოჯახის შექმნაში ეხმარება. სამწუხაროდ, ახალგაზრდული ხიბლის მოწიფულ ასაკამდე შენარჩუნებას ყველა ვერ ახერხებს. აი, რისთვის გამოგადგებათ კოკო შანელის რჩევები.

ყველაზე ცნობილი ქალი დიზაინერი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ლეგენდა გახდა. მან მოდა უბრალოდ ქუჩაში გასვლით შეცვალა, ხოლო მისი ნათქვამი სიტყვა ციტატებად დაიტაცეს.  კოკო შანელის რჩევები არა მხოლოდ ტანსაცმლის სტილს, არამედ ცხოვრების სტილს ეხება. აი, მთავარი, რაც უნდა ისწავლოთ კოკო შანელისგან.

კოკო შანელის რჩევები ყველა დროისთვის

1. “იგრძენით თავისუფლება პირად ცხოვრებაში“

გსურთ ურთიერთობისგან სიამოვნება მიიღოთ?  საკუთარ სურვილებზე თამამად ილაპარაკეთ! რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანს უნდა მოუსმინოთ, მაგრამ ჰარმონია მხოლოდ პარტნიორებს შორის თანასწორობის შედეგად მიიღწევა.

2. “ნამდვილი მამაკაცის დეფიციტი მიზეზი არაა, რომ ნებისმიერს შეხვდეთ“

ბუნებრივია, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ უნდა ელოდოთ, თუმცა პირველ შემოთავაზებულ ვარიანტზე დათანხმებაც არ ღირს. ამის ნაცვლად, იდეალური მამაკაცი მოძებნეთ, თვითგანვითარებით დაკავდით. ჭკვიანი ქალი ნებისმიერ ასაკში დაფასებულია.

3. “შეუცვლელი რომ გახდეთ, მუდმივად შეიცვალეთ“

რა შეიძლება იყოს მოსაწყენ ქალზე უარესი? ყოველი დღე მასთან ერთნაირია: სახლი, ბავშვები, ვახშამი, საწოლი. ზოგჯერ თავადაც მოწყენილია. ამის თავიდან ასაცილებლად, ცვლილებების არ შეგეშინდეთ. ვარცხნილობა, ტუჩსაცხის ფერი, სასტუმრო ოთახში შპალერი შეცვალეთ. სჯობს ქმრის გარდასახვაზე გადაერთოთ.

4. “ასაკის მიუხედავად სხვადასხვა სფეროში საკუთარი თავის გამოცდამ არ შეგაშინოთ“

ბევრი ასაკოვანი ქალი თავის უნიკალურობაზე ზრუნვას წყვეტს. და საქმე ეხება არა მხოლოდ თმის ფერს, კოსმეტიკას და გარდერობს. ნაცრისფერ ყოველდღიურობაში იკარგებიან და თავადაც ნაცრისფერები ხდებიან. დროა ახალი ჰობი იპოვოთ, ვარჯიშს დაუბრუნდეთ ან ახალგაზრდობის დროინდელი შემოქმედებითი ჰობი გაიხსენოთ.

პატარა შავი კაბა

5. “ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ. ჩაიცვით თქვენთვის და არა სხვისთვის“

როგორც უკვე ვთქვით, კოკო შანელის რჩევები, ძირითადად, ეხება ცხოვრების სტილს და არა ტანსაცმელს. საქმე იმაშია, რომ ლეგენდარული ფრანგი ქალი ამ კონცეფციებს არ ყოფდა. ის ირწმუნებოდა, რომ ტანსაცმელი ქალის ხასიათს ამჟღავნებს.

პატარა შავი კაბის ფენომენი შანელის გენიას ეკუთვნის. იმის მიუხედავად, რომ მის დროს შავი სამგლოვიარო ფერ იყო, ასეთმა სამოსმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. ყველაფერი იმის წყალობით, რომ პატარა შავი კაბა სხეულს უფრო მოხდენილს აჩენს და მისი ჩაცმა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ სწორი ბიჟუტერია შეურჩიეთ.

6. “ხელები გაითავისუფლეთ“

კოკო შანელის კიდევ ერთი აღმოჩენა, რისთვის ქალები მადლიერები არიან. დიზაინერს ყოველთვის ავიწყდებოდა, თუ სად ტოვებდა ჩანთას. ერთხელ ეს მობეზრდა და საკუთარი დიზაინი შეიმუშავა. ჩანთა ელეგანტური, მხარზე გადასადები ჯაჭვით ხელებს ათავისუფლებს. ახლა შეგიძლიათ შამპანურის ჭიქაც ასწიოთ და ბავშვსაც ეთამაშოთ.

ახალგაზრდობაში მოდის ისტორია მიტაცებდა. სწორედ ამიტომ, კოკო შანელის ბევრი რჩევა ჯერ კიდევ იმ დროიდან ნაცნობია. როცა საკუთარ ძალებში ეჭვი მეპარებოდა, მისი წიგნიდან ციტატებს ვკითხულობდი. თქვენ შთაგაგონებთ ლეგენდარული ფრანგი ქალი? მოხარული ვიქნებით, თქვენი მოსაზრება გავიგოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს