ღვიძლის დეტოქსიკაცია ნაყენით: 8 ნაცადი, მარტივი რეცეპტი.

140

წყალი, თავის მხრივ, ორგანიზმიდან ტოქსინების რეგულარული გამოტანის საშუალებაა, თუმცა, მასში ხელმისაწვდომი ინგრედიენტების დამატებით, ამ პროცესის მნიშვნელოვნად გააქტიურებას შეძლებთ.

წყალი ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის

დეტოქსიკაცია ვაშლით

ინგრედიენტები:

  • ვაშლი
  • ცეილონის დარიჩინის ფხვნილი ან 1 ჩხირი
  • 2 ლ წყალი
  • რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი

დაჭერით ვაშლი და მოათავსეთ იგი წყლით სავსე დოქში. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც და დააყენეთ 20-30 წუთით, მიირთვით დღის განმავლობაში. ასევე, შეგიძლიათ დარჩენილი დარიჩინი და ვაშლი დატოვოთ 3 დღით დოქში, უბრალოდ ყოველდღიურად დაამატოთ ახალი წყალი და ლიმონის წვენი.

დეტოქსიკაცია კიტრით

ინგრედიენტები:

  • 3 ლ წყალი
  • 1 მცირე ზომის ლიმონი
  • საშუალო ზომის კიტრი
  • 10-15 ფოთოლი პიტნა

ჩაყარეთ ქილაში თხლად დაჭრილი ლიმონი, ასეთივე კიტრი და პიტნა. დაასხით წყალი და შედგით მაცივარში არანაკლებ 4 საათით ან მთელი ღამით. მიირთვით დღის განმავლობაში და დატკბით შედეგებით.

დეტოქსიკაცია ჯილიან მაიკლსის მეთოდით

ინგრედიენტები:

  • 3 ლ სუფთა წყალი
  • 2 ს.კ. ძახველის წვენი ან კენკრა
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ბაბუაწვერას ფესვი

მოათავსეთ თერმოსში ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 2-3 საათით, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მიირთვით მიღებული ნაყენი დღის განმავლობაში.

დეტოქსიკაცია მარწყვით

ინგრედიენტები:

  • 1 ფინჯანი მარწყვი
  • 2 ფინჯანი საზამთრო
  • 2 ღერო როზმარინი
  • 1 მწიკვი ჰიმალაური მარილი
  • 2 ლ გაფილტრული წყალი

დაჭერით მარწყვი, როზმარინი და საზამთრო. მოათავსეთ ეს ყველაფერი დიდ ქილაში, დაასხით წყალი და მოურიეთ. გააცივეთ 4-6 საათით და გემრიელად მიირთვით.

დეტოქსიკაცია ვაშლის ძმრით

ინგრედიენტები

  • 1/3 ლიმონი
  • 1/2 კიტრი
  • 4 ღერო პიტნა
  • 2 ლ გაფილტრული წყალი
  • 2-3 ს.კ. ვაშლის ძმარი

დაჭერით ლიმონი და კიტრი მაქსიმალურად თხელ ნაჭრებად. დააქუცმაცეთ პიტნის ფოთლები ღეროებიანად. ყველა ინგრედიენტს დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. მიირთვით დღის განმავლობაში.

დეტოქსიკაცია ლიმონით

ინგრედიენტები:

  • 2 ლ გაფილტრული წყალი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 მწიკვი კაიენური წიწაკის ფხვნილი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიირთვით დღის განმავლობაში.

დეტოქსიკაცია წყლით

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 6 ლებანი გრეიფრუტი
  • 1/2 ფორთოხალი ან 1 მანდარინი
  • 1/2 კიტრი
  • 2 ფოთოლი პიტნა

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი წყალში. დააყენეთ 2 საათით და მიირთვით დღის განმავლობაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს