7 მოქმედი მეთოდი უიმედოდ მიმწვარი ჭურჭლის გასაწმენდად

0
958

ვის უყვარს, როცა საყვარელ ქვაბზე მიმწვარის კვალი რჩება? ასეთ ქვაბში კერძის მომზადებაც არ მოგინდებათ და საშინლადაც გამოიყურება. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნამწვი სწორი გამოყენების პირობებში მაინც ჩნდება. ჭურჭლის სკრაბით დამუშავება და გადაგდება არ იჩქაროთ. ქვაბის გაწმენდა დელიკატური, მაგრამ მარტივი საქმეა.

ვიცი, რომ მაღაზიები სავსეა ქიმიური საშუალებებით, რომელთა რეკლამებიც წარმოუდგენელ ეფექტს გვპირდება. ერთხელ უკვე დავიწვი – ტეფლონის ქვაბის ზედაპირი გავაფუჭე და მისი გადაგდება მომიწია. სწორედ ამიტომ, ქვაბის ნამწვისგან გასაწმენდად ძირითადად, ხალხურ საშუალებებს ვიყენებ.

ქვაბის გაწმენდა ნამწვისგან

სარეცხი საშუალებები

გაწმენდის ასეთი მეთოდი გამოგადგებათ ნებისმიერი მასალის ჭურჭელზე, თუ ძლიერ დაბინძურებული არაა. უბრალოდ კვერცხის ნაჭუჭი დააქუცმაცეთ და ქვაბის ძირში ჩაყარეთ. ამის შემდეგ სარეცხი საშუალება და თბილი წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ უბრალო ღრუბლით გარეცხეთ.

საპონი

კიდევ ერთი საინტერესო და მარტივი მეთოდი უჟანგავი ფოლადის ან ალუმინის ქვაბების გასაწმენდად. საპნის ფანტელები ქვაბის ძირში ჩაყარეთ, თბილი წყალი დაასხით და 20 წუთით ადუღეთ. შემდეგ ჭურჭელი ღრუბლით კარგად გარეცხეთ.

მარილი

სანამ ქვაბის გაწმენდას შეუდგებით, ჯერ ნამწვის მსხვილი ნაწილები გამდინარე ცივი წყლის ქვეშ მოაშორეთ. შემდეგ ქვაბის ძირში მარილი ჩაყარეთ და მოქმედება აცადეთ. ამის შემდეგ უბრალოდ ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. თუ ზედაპირი ძლიერ დაბინძურებულია, დამატებითი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. მეთოდი ალუმინის და უჟანგავი ფოლადის ქვაბების გასაწმენდად გამოგადგებათ.

სოდა და წებო

საინტერესო და ეფექტური მეთოდი, რომლის შესახებ ყველა დიასახლისმა არ იცის. ის ნამწვს როგორც ქვაბის შიგნით, ასევე გარედან მოაშორებს. თქვენ დაგჭირდებათ 300 გრ სილიკონის წებო, ბუსტილატი ან პბა. ქვაბში ჩაასხით, ნახევარი შეფუთვა საკვები სოდა დააყარეთ და ცოტა წყალი დაუმატეთ. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ, კარგად აურიეთ და კიდევ 20-30 წუთით ხარშეთ. შემდეგ ქვაბი წყალში გარეცხეთ. თუ ნამწვი ქვაბის გარედან უნდა მოაშოროთ, ასეთივე ნარევი უფრო დიდი ზომის ჭურჭელში გახსენით და გასარეცხი ქვაბი ხსნარში მოათავსეთ.

ძმარი და ლიმონის მჟავა

ეს ვარიანტი გამოგადგებათ ნებისმიერი მასალის ქვაბის გასაწმენდად, ემალის ქვაბის გარდა. ჩვეულებრივი ძმარი და ლიმონის მჟავა აურიეთ, ქვაბში ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ქვაბი სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

ხახვი

ხახვი ალუმინის ქვაბების გასაწმენდად გამოგადგებათ. ხახვი გათალეთ, ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ გაზიდან გადმოდგით და ნახევარი საათით დააყენეთ. ამის შემდეგ ქვაბი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

ლიმონის მჟავა

თუ ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბების გაწმენდა გჭირდებათ, 2 ს/კ ლიმონის მჟავა ქვაბში ჩაყარეთ და 1 ლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, გააგრილეთ. შემდეგ ქვაბი წყალში გაავლეთ.

ახლა ქვაბებთან პრობლემა არ მაქვს: ყველაფერი ბრწყინავს და ანათებს. აუცილებელი არაა ძვირადღირებული საშუალება შეიძინოთ, რომ ჭურჭელს ნამწვი მოაშოროთ. ქვაბის გასაწმენდად რაიმე სხვა რჩევა ან ხრიკი ხომ არ იცით? გაგვიზიარეთ!