როგორ შეძლო ესტე ლაუდერმა წარმატების მიღწევა არამხოლოდ ბიზნესში, არამედ ოჯახურ ცხოვრებაშიც

0
184
photo credit: Gaosoruela on wikimedia commons

ესტე ლაუდერი (ჟოზეფინა ესთერ მენტცერი) – კოსმეტიკის უგვირგვინო დედოფალი და გასაოცარი ქალბატონია, რომელმაც მილიარდობით დოლარის შემოსავლის მქონე სილამაზის იმპერია შექმნა და სათავეშიც ჩაუდგა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: “არ არსებობს უშნო ქალი, არსებობს ზარმაცი ქალი”.

გვინდა, გაგაცნოთ ამ ქალბატონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამონათქვამები, მისი წარმატებები და პირადი ცხოვრების დეტალები.

კოსმეტიკის დედოფალი

სილამაზის შესახებ

კოსმეტიკის მომავალი დედოფალი სამყაროს 1908 წლის 1 ივლისს, ნიუ-იორკში მოევლინა. გოგონა ემიგრანტების არამდიდარ ოჯახში მერვე ბავშვად გაჩნდა. არაა ცნობილი, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, რომ არა ბიძა-ქიმიკოსი, რომელსაც კანისთვის იდეალური კრემის შექმნა იტაცებდა.

-“თავშეუკავებლად მიზიდავდა სილამაზის შქმნა”. – თქვა ესთემ მოგვიანებით. ისე დაემთხვა, რომ ძია ჯონის ჯადოსნურმა ელექსირებმა სილამაზისა და ელეგანტურობის ეს ბავშვური ოცნება განახორციელა. “ძია ჯონით აღტაცებული ვიყავი. მას ჩემი ესმოდა. მეტიც, იგი სასწაულებს ჩადიოდა.” – წერს იგი ავტობიოგრაფიაში.

ესტე ლაუდერი თავის პირველ კოსმეტიკას, ბიძიის მაგალითით, სამზარეულოში, წვნიანის ქვაბებში ამზადებდა. თავის პირველ მყიდველებს კი ეუბნებოდა: “როცა შესანიშნავად გამოიყურები, კარგ განწყობაზეც ხარ, ესე იგი, მზად ხარ, სამყარო დაიპყრო!”

სილამაზისადმი მისწრაფება ლაუდერს მას შემდეგაც შემორჩა, რაც ცოლი, დედა და უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიის ხელმძღვანელი გახდა. “შენ ზუსტად იმდენად ხარ ლამაზი, რამდენადაც თავად მიგაჩნია.” – ხშირად იმეორებდა იგი.

თუმცა, ახალ-ახალი კოსმეტიკური საშუალებების შექმნაზე ძალისხმევას არ იშურებდა, რამდენადაც “…არაფერი აბერებს ქალს ისე, როგორც მოსაწყენი ტუჩსაცხი, ტონალური კრემისა და პუდრის სქელი ფენა, რომელიც ფქვილს გაგონებს.”

“მოღრუბლული წვიმიანი დღე უმაკიაჟობის საბაბი არაა! პირიქით, მზესავით უნდა ბრწყინავდეთ. რა თქმა უნდა, კარგი განწყობისთვის აუცილებელია შესანიშნავი არომატიც!”

ცხოვრების შესახებ

“რა სამწუხაროა იმ ადამიანების ცქერა, რომლებიც, ცხოვრებით ტკბობის ნაცვლად, დროს ითვლიან. ნუ გადაითვლით პრობლემებს, იხარეთ თქვენი მიღწევებით!”

“თუ გარდერობის განახლება გსურთ, შეგიძლიათ, ხვალ ახალი კაბა იყიდოთ ან შემდეგ სეზონამდე მოითმინოთ. თუმცა, არასდროს გადადოთ კანის მოვლის საშუალებების შეძენა: თუ კანს რამე სჭირდება, ახლავე უნდა მისცეთ!”

“შენ სარდინების ყუთი არ ხარ, რომელსაც სარეალიზაციო ვადა აწერია – ჯერ კიდევ ბევრი რამ გელის წინ.” “რა თქმა უნდა, წლები ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა, ჩემს მხარეს მე თვითონ ვმოქმედებ და ჯერ არ ვიცი, რომელი აღმოჩნდება უფრო ძლიერი.”

წარმატების შესახებ

“ესთე ლაუდერი ინტუიციური ექსტრავერტია. ბიზნესში მას ჰქონდა წინასწარ განჭვრეტის უნარი და ყოველთვის ითვალისწინებდა როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებსაც. ხორცშესხმული ენერგია ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, თავისი იმპერია ნულიდან შექმნა.” – წერს ჯინ ლანდრამი წიგნში “13 ქალი, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.”

“ბიზნესი შრომატევადი ლტოლვაა,” – ამბობდა თავად ესთე, –“წარმატებაზე კი არასდროს ვოცნებობდი, მასზე ვმუშაობდი!” და უმატებდა: “არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელმაც მეწარმეობა წიგნებით ან სკოლაში ისწავლა.”

გარდა ამისა, ჩვენი სტატიის გმირი ცნობილ დევიზსაც იყენებდა: “არასდროს დანებდე!” ახლა აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ერთ შესანიშნავ ისტორიას.

1960 წელს, Estee Lauder ევროპულ ბაზარზე თავისი პირველი სუნამოთი Youth Dew გავიდა. თუმცა, პარიზის უნივერმაღების პრესტიჟული ქსელის Galleries Lafayette ხელმძღვანელები შეუპოვრად ამბობდნენ უარს ნაკლებად ცნობილ ოკეანისმიღმა პარფიუმერიაზე.

მაშინ, მოხერხებული ესთე სავაჭრო დარბაზში გავიდა და თითქოს შემთხვევით გატეხა სუნამოს ფლაკონი. ამის შემდეგ, ღვთაებრივი არომატით მოზიდულმა მყიდველებმა მაღაზიის მენეჯმენტს “აიძულა”, ახალგაზრდობის ცვარი გასაყიდად გამოეტანა.

ლაუდერს ყოველთვის სჯეროდა თავისი პროდუქციის ხარისხისა. “მიყვარს ჩემი პროდუქტი. მიყვარს კრემებთან შეხება, დაყნოსვა, მათი ცქერა, თან ტარება. ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ნაწარმი. თუ შენ მოგწონს, სხვებსაც აუცილებლად მოეწონებათ.”

“ყველაფერი დიდებული იდეითა და ოცნებით იწყება.” – ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს ესთეს ცხოვრებისეულ გზას. მხოლოდ შეუპოვრობითა და მიზანმისწრაფებით იქცა კვინსელი ღარიბი გოგონა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალად.