ფანჯრებს წელიწადში ორჯერ ვწმენდ და მაინც მთელი წელი სუფთაა.

6958

მოღრუბლულ ამინდში ფანჯარაში გაიხედები და, თითქოს, არაფერია. აი, მზიან ამინდში კი საშინელებაა! შუშებზე ნაწიბურები, მტვერი, ბუზების კვალი… გადავწყვიტე, ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მომეძია და მეპოვა საუკეთესო საშუალება ფანჯრების გასაწმენდად.

აი, დღეს უკვე მოვაგროვეთ საუკეთესო რჩევები შუშების საწმენდად და გაგაცნობთერთ დიდებულ და მოულოდნელ გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან.

რით გავწმინდოთ შუშები

მაღაზიების დახლებზე უამრავ საშუალებას იპოვით ამ დანიშნულებით. ბევრი მათგანი ვცადე. სახლში ამ საქმისთვის სპეციალური მოწყობილობაც კი მაქვს, რომელიც იატაკის ჯოხს ჰგავს.

ადრე უბრალოდ ჩვარს ვიღებდი, მტვერსა და ჭუჭყს წყლით ვრეცხავდი. შემდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დავიწყე. თუმცა, ასე ხან ნაწიბურები რჩება, ხან ჩვარში არ გაგიმართლებს და ბუსუსებს ტოვებს…

შემდეგ სადღაც წავიკითხე, რომ ფანჯრების წმენდა კარგია კარგად მოხარშული ჩაით. მართალია: არც ქიმიის სუნი, არც ნაწიბურები… აღარ ვიცი, რას უმატებენ ამ ჩაის, თუმცა, 3-4 ყველაზე იაფიანი ჩაის პაკეტი 5 წუთით უნდა დააყენოთ წყალში. შემდეგ ჩაასხამთ შხეფის ბოთლში და ეგაა. უბრალოდ, გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით. ასე შედეგი შესანიშნავი იქნება.

თუმცა, ერთხელ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ვწმენდდი ფანჯრებს და დავინახე, როგორც რეცხავდა მეზობელი მანქანას. უცებ გონება გამინათდა და ლამის ფანჯრიდან გადავვარდი. გავიქეცი ფარეხში და მანქანის ჩვარი ამოვიტანე.

საქმე ისაა, რომ ესაა სპეციალური ჩვარი მანქანის ძარისა და შუშების გასაწმენდად. შეხებისას, იგი რეზინს გვაგონებს, თუმცა დამზადებულია სპეციალური სინთეტიკური ზამშისგან. ჩვეულებრივ, იგი სპეციალურ ფუტლარში იყიდება, თავად კი ყვითელი ფერისაა.

ჰოდა, ჭუჭყის ჩამოწმენდის შემდეგ, ეს ქსოვილი ფანჯრებს ხუთიანზე წმენდს. კვალს არ ტოვებს, აშრობს სრულყოფილად. აქამდე როგორ არ მომივიდა აზრად ასეთი საშუალება? მანქანას ხომ ყოველ კვირას ვრეცხავ…

ახლა ჩემს სადარბაზოში ყოველთვის ყველაზე სუფთა ფანჯრები მაქვს. ამიტომ, დიასახლისებო, გაუშვით ქმარი ფარეხში. ასეთი სასწაულმოქმედი ჩვარი თითქმის ყველა მძღოლს აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს