რას ნიშნავს გაბუჟებული ხელებით გაღვიძება და რატომ არ უნდა უგულებელყოთ იგი

1406

ხელების, თითების ან ტერფების გაბუჟბა ყოველთვის არაა ნერვიულობის საბაბი. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს რაღაც მარტივთან, მაგალითად: თქვენი სხეულის წონა ერთ-ერთი კიდურის ნერვს შეიძლება აწვებოდეს. ზოგიერთ წამალსაც კი, რომელსაც თქვენ იღებთ, გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლია.

თუ ეს ჩხვლეტა ან სპაზმები სულ უფრო ინტენსიური ხდება და ისეთი სიმპტომები ახლავს თან, როგორებიცაა ქავილი, ტკივილი, გაბუჟება და კუნთოვანი მასის დაკარგვა – ეს შეიძლება ნერვის დაზიანების ნიშანი იყოს.

თქვენს ხელებს ძალიან მგრძნობიარე ტაქტილური რეცეპტორები აქვს. ეს სპეციალიზებული ნერვული დაბოლოებებია, რომლებიც პასუხს აგებს შიდა და გარე გამღიზიანებლების აღქმაზე, ინფორმაციის ნერვული სისტემისთვის გადასაცემად, რომელიც შემდეგ ტვინმა უნდა დაამუშავოს.

ეს რეცეპტორები საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ტემპერატურული ცვლილებები, მტკივნეული გამღიზიანებლები, ვიბრაციები და წნევა ჩვენს სხეულში. ასევე, გვეხმარებიან ობიექტების ფორმისა და ზომის აღქმაში მათთან შეხების დროს.

რეცეპტორები, ნერვების საშუალებით, ტვინთანაა დაკავშირებული. თუ ამ ნერვებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე, რაღაც მიზეზის გამო, ზეწოლის ქვეშ ან დაზიანებულია, ტვინი ვერ იღებს სრულ ინფორმაციას, რომელსაც ხელები გზავნის. შედეგმა შეიძლება ღამითაც კი გაგაღვიძოთ.

პერიფერული ნევროპათია – ესაა სახელწოდება, რომელიც ტვინისგან მოწყვეტილი ნერვების მდგომარეობას გამოხატავს. დროთა განმავლობაში, იგი შეიძლება გაუარესდეს მოძრაობის შემცირების გამო და გარკვეული უნარის შეზღუდვაც კი შეუძლია. ეს მდგომარეობა უფრო ხშირად გვხვდება მოხუცებში.

ხელებისა და ფეხების გაბუჟების მიზეზები

В1, В6, В12, Е ვიტამინებისა და ნიაცინის დეფიციტს შეუძლია ხელებში ჩხვლეტის გამოწვევა, რამდენადაც ისინი აუცილებელია ნერვების ჯანმრთელობისთვის.

ასევე, В6 ვიტამინის სიჭარბესაც შეუძლია საწინააღმდეგო გავლენის მოხდენა და ხელებსა და ფეხებში გაბუჟების გამოწვევა.

გარდა ამისა, ისეთი მინერალების ნაკლებობა, როგორებიცაა კალიუმი და მაგნიუმი, იწვევს ნერვების მდგომარეობის გაუარესებას.

მაჯის არხის სინდრომი

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ხელების გაბუჟებისა. მაჯის არხი წამროადგენს ვიწრო გასასვლელს, რომელიც მაჯაშია განლაგებული. არცის ცენტრში გადის ცენტრალური, ხელის მტევნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნერვი. თუ იგი ზეწოლის ქვეშაა, ხელის მოძრაობის დროს ჩნდება მაჯის არხის სინდრომი.

გაბუჟების გარდა, თქვენ უნდა გრძნობდეთ, თუ როგორ შესივდა საჩვენებელი და შუა თითები, მათში გრძნობთ ჩხვლეტასა და ტკივილს. თუ ამ სიმპტომებთან ერთად გაბუჟებასაც გრძნობთ, მიმართეთ ექიმს. რამდენადაც, ეს სინდრომი თუ დროულად არ განიკურნეთ, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დაგჭირდეთ.

მალთაშუა დისკის თიაქარი

ხერხემლის მალები ერთმანეთისგან მალთაშუა დისკებითაა გამოყოფილი, რომლებიც რბილ ბალიშებს მოგაგონებთ. თუ დისკი დაზიანებულია, ეს ნერვებზე ზეწოლას და, საბოლოოდ, მათ დაზიანებას იწვევს. შედეგად, გიჩნდებათ ხელების გაბუჟების, სისუსტისა და ტკივილის შეგრძნება ხელებში.

დიაბეტი

როცა სისხლში შაქრის დონე მაღალია, სისხლძარღვები ნადგურდება და ნერვები წყვეტს აუცილებელი ჟანგბადის მიღებას. თუ ეს მდგომარეობა ხანგრძლივი დროით არ ქრება, ამან შეიძლება დიაბეტური ნევროპათია გამოიწვიოს. მისი სიმპტომებია ტკივილი, წვა, გაბუჟება ან ჩხვლეტა ხელებში, ფეხებში ან ტერფებში.

არსებობს მრავალი დაავადება, რომლებიც შეიძლება ხელების გაბუჟებას იწვევდეს, ეს სამი კი მათი მხოლოდ მცირე ნაწილია. თუ ეს მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში არ ქრება, მას უერთდება სისუსტე, მხედველობის გაუარესება, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა ან მეტყველების სირთულე, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს