რატომ ფარავენ ჭკვიანი აიტიშნიკები Wi-Fi როუტერს ფოლგით

294

თანამედროვე ცხოვრება ინტერნეტის გარეშე რთული წარმოსადგენია. თითქმის ყველას სახლში იმდენად ბევრი გაჯეტი აქვს, რომ სახლს Wi-Fi როუტერის გარეშე პრაქტიკულად ვეღარ იპოვით. ამ თემასთან დაკავშირებით „პაპარაცი“ მკითხველის ისტორიას გიზიარებთ. ერთხელ სტუმრად ყოფნისას ზემოთ ხსენებული მოწყობილობა ფოლგაში გახვეული დაინახა. გაირკვა, რომ ამრიგად მფლობელები Wi-Fi როუტერის სიგნალზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. „როგორ, რატომ და რისთვის?“ – იკითხავთ თქვენ. ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ.

Wi-Fi როუტერის სიგნალი

„ჩემმა ნაცნობმა, ადრე რადიო ინჟინერმა Wi-Fi როუტერის ქვეშ ფოლგა დააფინა, ანტენები ფოლგით დაფარა. ბუნებრივია, დავინტერესდი, რისთვის იყო საჭირო ასეთი კონსტრუქცია. გავიგე, რომ ფოლგის დახმარებით ერთგვარი ამრეკლავი გააკეთა, რომელიც თითქოსდა მოწყობილობის სიგნალს აძლიერებს. ფოლგის მიერ არეკლილი ტალღები უფრო ბევრდება, ამიტომ ინტერნეტი მეორე ოთახშიც კარგად მუშაობს. სინამდვილეში ის მართალი არ იყო“.

მკითხველი განმარტავს, რომ ფოლგას რადიოტალღების არეკვლა და მით უმეტეს გაძლიერება უბრალოდ არ შეუძლია. ამ მასალას მხოლოდ ელექტრომაგნიტური ტალღების შთანთქმა შეუძლია. ამის გაგების მიუხედავად ნაცნობი მაინც თავის მოსაზრებაზე იდგა. მაინც გულწრფელად სჯეროდა, რომ ფოლგით როუტერი უფრო სტაბილურია, განსაკუთრებით საღამოს საათებში. თუმცა Wi-Fi საღამოს ისედაც კარგად მუშაობს, რადგან ნაკლებად დატვირთულია და ხარვეზებიც ნაკლებია.

მოგვიანებით ჩვენმა მკითხველმა როუტერზე ფოლგა კვლავ დაინახა. ამჯერად, საშუალო ხნის ნაცნობის სახლში, როცა მასთან კომპიუტერის შესაკეთებლად მივიდა. „ჩვეულებრივი, საცხობი ფოლგა იყო. ამ შეთხვევაში ქალი, პირიქით, როუტერის მუშაობის დახშობას ცდილობდა, რომ საკუთარი თავი გამოსხივებისგან დაეცვა“.

ჩვენმა მკითხველმა მას აუხსნა, რომ ამ მიზნით როუტერი უფრო შორს უნდა დადოს და მისი სიძლიერე შეასუსტოს. ასევე გააფრთხილა, რომ ფოლგის შემოხვევამ როუტერი შეიძლება გაახუროს და ხანძარი გამოიწვიოს. უბრალოდ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ჩვენს დროში მაღალი სიხშირე თითქმის ყველგან არის. ეს ნორმალურია. თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელევიზორიდან დაწყებული და მიკროტალღური ღუმლით დამთავრებული, აუცილებლად მინი კომპიუტერით კომპლექტდება. მის გარეშე მართვას ვერ შევძლებდით.

დასკვნები

Wi-Fi როუტერზე ფოლგის შემოხვევა კატეგორიულად არ შეიძლება. ეს თხელი ლითონის ფურცელი სიგნალს არ აძლიერებს. ამის ნაცვლად უფრო გრძელი ანტენის მქონე მოწყობილობა შეიძინეთ, რომელიც მის მუშაობაზე დადებითად აისახება. თუ გამოსხივების გეშინიათ, საკაბელო ინტერნეტი გამოიყენეთ.

იცოდით თუ არა, Wi-Fi როუტერზე ფოლგის გავლენის შესახებ? კომენტარები თამამად გაგვიზიარეთ. ვიმედოვნებთ, მოცემული სტატია მსგავსი მცდარი მოსაზრებებისგან დაგიცავთ. წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს