ბულგარული წიწაკა თაფლით – მდიდრული კონსერვი ძალიან ნაზი დახვეწილი გემოთი და არა ნაკლებ ლამაზი გარეგნობით. ასეთი გემრიელი წიწაკის წასახემსებლის მომზადება მარტივია. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბულგარული წიწაკა თაფლით ზამთრისთვის.
ბულგარული წიწაკა თაფლით
ამ რეცეპტს დამწყები დიასახლისიც მარტივად გაუმკლავდება. მთავარია – ყველა აუცილებელი ინგრედიენტი ხელთ ჰქონდეს.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ბულგარული წიწაკა
- 4 ს/კ თაფლი
- 2 ჩ/კ მარილი
- 4 ს/კ 9%–იანი ძმარი
- 3 ჩ/კ მცენარეული ზეთი
- ქინძის მარცვლები (გემოვნებით)
- შავი წიწაკის მარცვლები (გემოვნებით)
- 700 მლ წყალი
მომზადება:
1. პირველ რიგში, ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ და ყუნწები, თესლები და ტიხრები მოაშორეთ.
2. შემდეგ ბულგარული წიწაკა გრძელ ზოლებად დაჭერით.
3. ამის შემდეგ ბოსტნეული სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. რაც შეიძლება მჭიდროდ ჩააწყვეთ. ქილებს მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და დაახლოებით 10 წუთით გააჩერეთ.
4. ახლა მარინადი მოამზადეთ. 10 წუთის გასვლის შემდეგ ქილებიდან მდუღარე წყალი პატარა ქვაბში გადაასხით. აქვე დაუმატეთ მცენარეული ზეთი, ძმარი, მარილი, ქინძი და შავი წიწაკა. ყველაფერს აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
5. როცა მარინადი ადუღდება, გაზქურიდან გადმოდგით და ქილებში გადაანაწილეთ. ბოლოს თითოეულ ჭურჭელს 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ქილები მოხუფეთ და გადააბრუნეთ. მზადაა!
ამ მარტივი რეცეპტით შეიარაღდით და ზამთრისთვის გემრიელი წიწაკის მომზადება მოასწარით. ცივ სეზონზე ზაფხულის სურნელით და გემოთი გახარება ერთი სიამოვნებაა. მოტკბო წიწაკა თაფლის სართავით ბევრი კერძის შესანიშნავი დანამატი გახდება. გემრიელად მიირთვით!