სისხლში შაქრის დონის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი სიმპტომი ორგანიზმში შაქრის მაღალ დონეზე გვაფრთხილებს.
სიმპტომები, რომლებიც შაქრის დონის შესახებ გვაფრთხილებენ
არასწორ კვებაზე მაღალი რისკი აქვს, მაგრამ არა მხოლოდ წონის მომატების ან დაკლების კუთხით. არსებობს სხვა რამ, რაც ორგაზნიმს ცუდი კვების გამო აზიანებს, როგორიცააა სისხლის მიმოქცევა და სისხლში შაქრის რაოდენობა.
ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან სისხლი სხეულს მოძრაობას აიძულებს. „პაპარაცი“ გიზიარებთ მთავარ სიმპტომებს, რომლებიც სისხლში შაქრის მაღალ დონეზე მიუთითებენ.
- ძალიან ხშირად ან მთელი ღამე შარდვა
- დაბინდული მხედველობა
- ძალიან ნელი განკურნება
- მუდმივი ინფექციები
- კუჭის ხშირი პრობლემები
- დაღლილობა ან უკიდურესი დაღლილობა
- მშრალი, აქერცლილი კანი
- ჭარბი მადა
- ნერვული პრობლემების გაჩენა
- ჭარბი ცხიმი მუცელში ან წონის აუხსნელი ზრდა
აუცილებელია შეამოწმოთ საკვები, რომელსაც ჭამთ. ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსის(GI) მქონე პროდუქტების მოხმარება, სისხლში შაქრის დონეს ზრდის.
გლიკემიური ინდექსი პროდუქტში ნახშირწყლების რაოდენობაზე უთითებს. ეს ნახშირწყლები სისხლში შაქრის დონეს ზრდიან.
შესაბამისად, რაც უფრო მაღალია პროდუქტის გლიკემიური ინდექსი, სისხლში შაქრის დონის მატების მით უფრო მაღალი ალბათობა არსებობს. ეს ინდექსი ნულიდან ასამდე იცვლება.
0-54 გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტი ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მქონედ ითვლება და მათი მიღება ყოველდღიურად შეიძლება.
0-დან 54-მდე ინდექსის მქონე პროდუქტები შეგიძლიათ ყოველდღიურად მიირთვათ:
- კვერცხი – 0 GI
- 1 ჭიქა ჰუმუსი: 6 GI
- 1 ჭიქა ბროკოლი: 10 GI
- საშუალო ზომის ხახვი: 10 GI
- 1 ჭიქა კაკალი: 15 GI
- 1 ჭიქა აკაჟუ: 22 GI
- 1 ჭიქა ალუბალი: 22 GI
- 1 ჭიქა იოგურტი: 23 GI
- ინდაურის სოსისი: 28 GI
- საშუალო ზომის ვაშლი: 38 GI