რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი, რომ კუპრი შესანიშნავი ანტისეპტიკია. მახსოვს, ადრე ყველა იყენებდა კუპრის საპონს კანიდან ანთების, მუწუკებისა და აკნეს მოსაშორებლად. მას შემდეგ უამრავი სახის კრემი, ტონიკი თუ სხვა საშუალება გაჩნდა. სიმართლე რომ გითხრათ, ისინი მაბნევს. კი, ასეთი საშუალებები ეფექტურია, თუმცა, ხალხურ საშუალებებს ხომ არაფერი შეედრება.
დედაჩემი ყოველთვის უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა, კოსმეტიკური საშუალებებიდან კი მხოლოდ დამატენიანებელ კრემს იყენებს. რა თქმა უნდა, ახლა მეც დავინტერესდი, თუ როგორ ახერხებდა ასეთი სილამაზის შენარჩუნებას. მან მითხრა, რომ მთელი ცხოვრება კუპრის საპონს იყენებდა სახის კანისთვის. რეცეპტი მაშინვე ჩავიწერე, ახლა კი თქვენც გიზიარებთ.
კუპრის საპონი სახის კანისთვის
ინგრედიენტები:
- კუპრის საპონი
- გულყვითელა
მომზადება და გამოყენება
- პირველ რიგში, მოამზადეთ ნახარში. აადუღეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ჩაყარეთ 0.5 ს.კ. გულყვითელა და ხარშეთ 5 წუთით.
- საპნის ნაჭერი დახეხეთ წვრილად. ჩაყარეთ ნახარშში და ააქაფეთ.
ახლა წაისვით მასა სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. გამოიყენეთ საშუალება კვირაში ორჯერ.
კუპრის საპნის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ხელთ არყის ნახადი უნდა გქონდეთ. იგი შესანიშნავად უმკლავდება დერმატოლოგიურ დაავადებებს, კანის საერთო პრობლემებს, ნაოჭებსა და პიგმენტაციას. ბევრი ამბობს, რომ კუპრის ნიღბის მუდმივი გამოყენების შემდეგ, სახე უფრო ელასტიკური, გლუვი და მკვრივი ხდება.
რეცეპტში გულყვითელასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი ძველი დროიდან ცნობილია თავისი გამაახალგაზრდავებელი თვისებებით. ამასთან, ეს მცენარე აუმჯობესებს სახის კანს, ავიწროვებს ფორებს და ხსნის გაღიზიანებას. გულყვითელასა და კუპრის საპნის ტანდემი მართლაც ძლიერ საშუალებას ქმნის.
დღეს ბევრს უცრუვდება იმედები მაღაზიის საშუალებებში, რომლებიც ქიმიითაა სავსე. სწორედ ამიტომ, მოდაში ისევ შემოდის ნატურალური ინგრედიენტები. კუპრის საპნის გამოყენება კოსმეტოლოგიაში შესანიშნავ შედეგებს იძლევა.
სხვათა შორის, ასე მომზადებული საშუალება შეიძლება ალერგიული იყოს, ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი კანის რეაქცია სახეზე გამოყენებამდე. წაისვით ცოტაოდენი საშუალება მაჯაზე და 20 წუთის შემდეგ დახედეთ. თუ კანი არ გაწითლდა ან არ გექავებათ, თამამად გამოიყენეთ ნიღაბი სახეზე.