თითოეულ დიასახლისს უჩნდება კითხვა: როგორ დავალაგოთ სამზარეულო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არაა. უბრალოდ დალაგება დაიწყეთ. თუმცა ბევრ დროს და საშუალებას დაზოგავთ, თუ პატარა ხრიკებს გამოიყენებთ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ უნდა მოწმინდოთ სამზარეულოს იატაკი და საერთოდ ნებისმიერი ადგილი ბინაში იდეალურად.
როგორ დავალაგოთ სამზარეულო
მაღაზიებში იატაკის მოსაწმენდად ძალიან ბევრი, განსხვავებული საყოფაცხოვრებო ქიმია იყიდება. თითოეული მათგანი მავნე კომპონენტებს შეიცავს და მათი გამოყენების შემდეგ სამზარეულო ქიმიკატებით ყარს. ბევრს ეს არ მოსწონს და სხვა მეთოდებს ეძებს. მათ მხარს ვუჭერ, რადგან პოპულარულ ქიმიურ საშუალებებს თავადაც არ ვიყენებ.
სამზარეულოს იატაკის საწმენდად დიასახლისის საპონს ვიყენებ. ერთხელ საპონი გამითავდა, მაღაზიაში წასვლა წვიმის გამო დამეზარა. ამ დროს ინტერნეტში დავგუგლე და ძალიან საინტერესო ხრიკი ვიპოვე. თურმე იატაკის გაწმენდა ჩვეულებრივი, სამზარეულოს მარილით შეიძლება. იმ დღიდან ცოლთან ერთად ყოველთვის ვხუმრობ: „იატაკებს კი არ ვრეცხავთ, არამედ ვამარილებთ!“
მარილი სახლის დალაგებისას შესანიშნავი დამხმარეა. ამ ძველ, გამოცდილ საშუალებას ჯერ კიდევ ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ. მარილი უნივერსალურია და ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ იქნება ეს ლამინატი, ფილა თუ წყალგამძლე საღებავით შეღებილი ზედაპირი.
მარილის დადებითი მხარეები
მარილის ხსნარი სხვადასხვა ჭუჭყს და ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება. მისი გამოყენების შემდეგ ზედაპირზე მტვერი ნაკლებად ჯდება. ლაქების მოსაშორებლად ხსნარი გაჯერებული უნდა იყოს, ამიტომ სოდა ან ძმარი დაუმატეთ.
უსაფრთხოების ზომები არ დაივიწყოთ. დალაგების დროს ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ, რადგან მარილი შეიძლება ხელზე ნაკაწრში მოხვდეს. მარილით ლამინატის, პარკეტის, მარმარილოს ან გრანიტის ზედაპირების დამუშავება არ ღირს. მარილი თბილ წყალში კარგად გახსენით, რომ გამოყენების შემდეგ ხაზები არ დატოვოს.
მარილი შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა ინფექციების და მიკრობების წყაროებს აქრობს. ის შეუცვლელია მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს: მარილი ალერგიას და გვერდით რეაქციებს არ იწვევს. გარდა ამისა, თუ მარილს იატაკის საწმენდად იყენებთ, ბინაში ჰაერის გაჯანსაღებასაც შეძლებთ.
როგორ მოვამზადოთ ხსნარი?
4 ს/კ მარილი 5 ლ წყალში გახსენით. შემდეგ ხსნარის 5 ს/კ 9%–იანი ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. ძმარი შეგიძლიათ სოდით ჩაანაცვლოთ. სოდა ზუსტად გამოყენებული მარილის რაოდენობის ნახევარი უნდა დაუმატოთ.
ამ მეთოდით კარგად დაზოგვას, ასევე იატაკის და სამზარეულოში სხვა ზედაპირების კარგად გაწმენდას შეძლებთ. მარილი შეგიძლიათ მთელი ბინის დასალაგებლად გამოიყენოთ. ის უსაფრთხო, ეკოლოგიური საშუალებაა და ალერგიას არ იწვევს. თქვენც „დაამარილეთ“ იატაკები და ნახავთ: მთელი სახლი სისუფთავით იბრწყინებს!