„რა უნდა ვთქვათ, რა უნდა ვთქვათ, ასეა მოწყობილი ხალხი, სურთ იცოდნენ, სურთ იცოდნენ, სურთ იცოდნენ, რა იქნება“ – მღეროდა ჟანა შესანიშნავ მუსიკალურ კომედიაში „აჰ, ვოდევილ, ვოდევილ“. იმის გაგება, თუ რა მოხდება, ცუდი არაა. ამაში კი შუა საუკუნეების სურვილების ცხრილი დაგეხმარებათ.
ამასთან პლანეტების შესწავლა, ტაროს კარტების გაშლა, ხელისგულის ხაზებზე დაკვირვება და ყავის ნალექში ჩახედვა არ დაგჭირდებათ.
სურვილების ცხრილი
საკმარისია, სურვილი ჩაიფიქროთ, თვალები დახუჭოთ და ცხრილს თითი ალალბედზე დაადოთ. რომელი რიცხვიც ამოგივათ, პასუხიც ისეთი იქნება.
სურვილების ცხრილი თქვენს ბედს გიწინასწარმეტყველებთ. უბრალოდ წაიკითხეთ!
რიცხვების განმარტება
1. წარმატება ახლოსაა, ხელიდან არ გაუშვათ!
2. სიტყვები ქარს არ გაატანოთ!
3. დროა ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ.
4. იდუმალ არაკეთილმოსურნეებს ერიდეთ.
5. წინ სასიყვარულო თავგადასავლები გელოდებათ.
6. ჩანაფიქრი ასრულდება.
7. მოგება გელოდებათ, მაგრამ მას ცრემლები მოჰყვება.
8. ტყუილად არ ილაპარაკოთ და ყველა ოცნება ახდება.
9. ნერვები მოთოკეთ და ნანატრი სურვილი ასრულდება.
10. ძველ მეგობართან შეხვედრა წარმატებას მოგიტანთ.
11. ხალხის რჩევას არ უსმინოთ, თქვენი სინდისის მიხედვით იცხოვრეთ.
12. ფული არ აიღოთ.
13. ელოდეთ სწრაფ ცვლილებებს როგორც კარიერაში, ასევე სასიყვარულო საქმეში.
14. გააკეთეთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. ეს მხოლოდ წაგადგებათ.
15. მოითმინეთ და შვება მოვა.
16. ბედნიერი ამბავი უკვე გზაშია.
17. თქვენ გატყუებთ ახლობელი ადამიანი, ვისაც ენდობით.
18. უკეთესობისკენ ცვლილებებს ელოდეთ. თუ ქალს მოუსმენთ, ყველაფერს დაკარგავთ.
19. საკუთარ თავს პატივი ეცით და სხვებიც დაგაფასებენ.
20. მნიშვნელოვან მოვლენებს ელოდეთ. ყურადღებით იყავით!
21. დღევანდელი დღით იცხოვრეთ, ხვალინდელ დღეზე იფიქრეთ.
22. თქვენ ცხოვრებაში თეთრი ზოლი გელოდებათ.
23. გარისკეთ და თქვენი სურვილი ახდება.
24. საკუთარ თავს პატივი ეცით და სხვებიც დაგაფასებენ.
25. ცუდი ფიქრები მოიშორეთ, ბოროტება ბოროტებას იზიდავს.
26. ოცნებები შეწყვიტეთ. დროა იმოქმედოთ.
27. თქვენი ბედი ისეთივე ტკბილი იქნება, როგორც ფხვიერი ნამცხვარი.
28. ტყუილად ოცნებობთ. წლები მიდის და მას ვერ დაიბრუნებთ.
29. წინ სერიოზული გამოცდა გელოდებათ, მოთმინება მოიკრიფეთ.
30. ფრთხილად ილაპარაკეთ, თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს.
31. არ შეჩერდეთ, მიზანთან ახლოს ხართ.
32. უაზრობაზე იჩხუბებთ, მაგრამ მალე შერიგდებით.
33. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები.
34. გარისკეთ და თქვენი სურვილი ახდება.
35. საყვარელ ადამიანს სიმართლე უთხარით. ყველაფერი ფარული ხომ ცხადი ხდება.
36. მოითმინეთ და შვებას იგრძნობთ.
37. მალე თქვენი სურვილი ახდება, თუ პირობას შეასრულებთ.
38. საქმე, რომელზეც ფიქრობთ, სიხარულს არ მოგიტანთ.
39. კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად.
40. ოჯახთან ბევრი დრო გაატარეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
41. სიბერეში სიმშვიდე და სიხარული გელოდებათ.
42. მოითმინეთ და იმედი იქონიეთ, წარმატება მოვა.
43. ავ ხალხთან ურთიერთობას მოერიდეთ.
44. გატყუებენ, თქვენ კი ენდობით.
45. საკუთარ თავს პატივი ეცით და სხვებს პატივს გცემენ.
46. შუა ხნის ასაკში გამდიდრდებით, სიბერეს სიუხვეში გაატარებთ.
47. არ ელოდოთ. ლარნაკიდან რაც გადავარდა, უკვე დაკარგულია.
48. ახალგაზრდობიდანვე შრომობთ, მაგრამ ნაკლებს მიაღწიეთ? სამსახური შეცვალეთ და ყველაფერი დალაგდება.
49. ყველას ჯინაზე შორს წახვალთ.
50. რასაც ითხოვთ, მიიღებთ, მაგრამ ეს სიხარულს ვერ მოგიტანთ.
51. მოულოდნელი შეხვედრა უბედურებას მოგიტანთ.
52. ინტუიციას მოუსმინეთ, შესაძლოა, ის სწორ მიმართულებას გაძლევთ.
53. ნერვები მოთოკეთ, თუ არადა საყვარელი ადამიანი თქვენზე უარს იტყვის.
54. გააკეთეთ ის, რისიც ყოველთვის გეშინოდათ.
55. ვიღაც თქვენზე ფიქრობს.
56. გარისკეთ და თქვენი სურვილები ახდება.
57. ექიმთან გაქცევა მოგიწევთ.
58. ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. თითოეული ნაბიჯი აწონეთ, თუ არადა უბედურებას ელოდეთ.
59. მალე საკმარის საშუალებას მიიღებთ, რომ საკუთარი საქმე დაიწყოთ.
60. სახლში დაბრუნდებით – ბედნიერება გელოდებათ.
61. სიყვარული ცრემლებს მოგიტანთ, ხოლო შორი გზა წარმატებას.
62. მალე სასურველს მიიღებთ, მაგრამ არავის უთხრათ, თორემ არ ახდება.
63. ოცნება შეწყვიტეთ – იმოქმედეთ.
64. თუ არ დანებდებით, თქვენი ოცნებები ახდება.
65. გატყუებენ, თქვენ კი მისი გჯერათ.
66. დღევანდელი დღით იცხოვრეთ, ხვალინდელზე იფიქრეთ.
67. მალე მხიარულება, სიმღერები და გართობა გელოდებათ.
68. ტყუილად ოცნებობთ. წლები მიდის და ვერ დაიბრუნებთ.
69. ზამთარი გავა და ყველა დარდიც გაქრება.
70. ფრთხილად ილაპარაკეთ: თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს.
71. ცუდ ამბებს ელოდეთ. მაგრამ მეგობრები დაგეხმარებიან და ყველაფერი კარგად იქნება.
72. სამშობლოს დატოვებთ, სწრაფ წილს მიიღებთ.
73. ვიღაც ზურგს უკან თქვენზე ჭორაბს.
74. თქვენი ცხოვრების მმართველი თქვენ ხართ. დრო მოვიდა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
75. ცვლილებებს ელოდეთ. თუ ქალს მოუსმენთ, ყველაფერს დაკარგავთ.
76. საკუთარ თავს პატივი ეცით და სხვებიც დაგაფასებენ.
77. წინ სერიოზული გამოცდა გელოდებათ, მოთმინება მოიკრიფეთ.
78. ავ ხალხთან ურთიერთობას თავი აარიდეთ.
79. ძველი საქმეების დასასრულებლად კარგი დროა.
80. მშობლებს არ აწყენინოთ. ისინი რთულ წუთებში დაგეხმარებიან.
81. რასაც იმსახურებთ, იმას მიიღებთ. თქვენი ქცევა თქვენს მომავალს განსაზღვრავს.
82. არ შეჩერდეთ, მიზანთან ახლოს ხართ.
83. ჩანაფიქრდი ასრულდება.
84. საქმე, რომელზეც ფიქრობთ, სიხარულს არ მოგიტანთ.
85. მოითმინეთ და შვებას იგრძნობთ.
86. საყვარელ ადამიანს სიმართლე უთხარით. ყველა საიდუმლოს მაინც ფარდა აეხდება.
87. საკუთარ თავს პატივი ეცით და სხვებიც დაგაფასებენ.
88. სურვილი ასრულდება, მაგრამ სიხარულს არ მოგიტანთ.
89. ირგვლივ მიმოიხედეთ. ვიღაცას უფრო უჭირს, ვიდრე თქვენ. თქვენ კი ღმერთი გფარველობთ.
90. თქვენს გულს მოუსმინეთ. ის გიკარნახებთ.
91. საყვარელ ადამიანთან დრო გაატარეთ და უბედურება გვერდს აგივლით.
92. ტყუილად ოცნებობთ, წლები გარბის და ვეღარ დაიბრუნებთ.
93. ბედნიერი ამბავი უკვე გზაშია.
94. დრო ტყუილად არ დახარჯოთ. ის, რაც ლარნაკიდან გადავარდა, უკვე დაკარგულია.
95. გატყუებენ, თქვენ კი მას ენდობით.
96. ვიღაც თქვენზე ფიქრობს.
97. დღევანდელი დღით იცხოვრეთ, ხვალინდელზე იფიქრეთ.
98. ვიღაც თქვენს ზურგს უკან ჭორაობს.
99. რაც უფრო მალე დატოვებთ მშობლიურ კერას, მით უფრო კარგი მომავალი გელოდებათ.
100. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები!
სურვილების ცხრილი არა ერთხელ გამოგადგებათ. რთულ პერიოდში ის არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და კარგი მოტივატორი გახდება. მკითხაობა დიდ დროს არ წაგართმევთ, უბრალოდ შემთხვევითი რიცხვი აირჩიეთ და თქვენს ბედს გაიგებთ.