რატომ არ უნდა დააყენოთ დასაკიდი უნიტაზი და რას არ გვირჩევს სანტექნიკოსი

2192

რემონტი ყოველთვის ძვირი ჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ მოშლილ ნერვებზე. თუ თქვენი ოჯახის წევრები გეხვეწებიან სააბაზანოში დასაკიდი სანტექნიკის დაყენებას, აუცილებლად წააკითხეთ ეს სტატია. დღეს გეტყვით, თუ რატომ არაა მისაღები ასეთი უნიტაზი.

დასაკიდი უნიტაზის მონტაჟი

ზოგიერთი ადამიანი ნახევარი ცხოვრება ოცნებობს სააბაზანოში თანამედროვე რემონტზე. და, აი, დადგება ის სანუკვარი მომენტი, როცა ფული დაგროვებულია, ხელოსნები გამოძახებულია. თქვენ წყვეტთ, რომელ სანტექნიკას დააყენებთ, და არჩევანი ჩერდება, ერთი შეხედვით, საუკეთესო ვარიანტზე – დასაკიდ უნიტაზზე.

თუმცა, არ იჩქაროთ! მოდით, ჯერ გეტყვით, თუ როგორი უარყოფითი მხარეები აქვს ამ “სანტექნიკის სასწაულს”. ზოგიერთ მათგანზე არც კი იეჭვებდით, თუმცა, ასეთი ნაკლი მთელ ცხოვრებას გაგიმწარებთ.

დასაკიდი სანტექნიკის უარყოფითი მხარეები

1. დასაყენებლად რთულია

ახლა საკმაოდ რთულია ისეთი ოსტატების პოვნა, რომლებიც ხარისხიანად დააყენებენ არასტანდარტულ სანტექნიკას. არასტანდარტულზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოგიერთი ოსტატი ჩვეულებრივსაც ვერ აყენებს ნორმალურად! დასაკიდი ვარიანტის დაყენება კი რამდენჯერმე უფრო რთულია. თუ გარისკვა არ გინდათ, შემოიფარგლეთ ლამაზი, თუმცა ჩვეულებრივი “თეთრი მეგობრით”.

2. ფასი

მსგავსი სანტექნიკის ფასობრივი კატეგორია ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ვარიანტებისგან. მოემზადეთ – შენაძენი და რემონტი გაცილებით ძვირი დაჯდება, რამდენადაც მოქნილი გაყვანილობის კონსტრუქციისთვის საჭირო დეტალები საკმაოდ ძვირია. თანაც, ისინი საკმაოდ სწრაფად ცვთება – პრობლემები სულ რამდენიმე წელიწადში იჩენს თავს.

3. თანმდევი მომსახურება და რემონტი

ფარული დეტალები სააბაზანო ოთახ სილამაზესა და დახვეწილობას სძენს, თუმცა, მათ უზარმაზარი უარყოფითი მხარე აქვთ. ისინი ზედმეტად რთულია მისაწვდომად. თუ პრობლემები გაჩნდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ არამხოლოდ თქვენი, არამედ სხვისი რემონტის ხაჯრების დაფარვაც მოგიხდებათ. ამასთან, წარმოიდგინეთ, რამდენად დაგენანებათ ლამაზი კედელი ჩამოსანგრევად, გაყვანილობის გაახლებისთვის.

4. სივრცის ეკონომია

ალბათ, გაგიკვირდებათ, აქ ამ პუნქტს რომ იხილავთ. თუმცა, რეალურად, დასაკიდი სანტექნიკა არც იმდენ სივრცეს ზოგავს. დიახ, კონსტრუციის მთელი ულამაზო ნაწილი კედლის უკანაა დამალული, თუმცა, მას ხომ იქაც სჭირდება რაღაც ადგილის გამოყოფა. ნებისმიერ შემთხვევაში, საპირფარეშოს მეტრაჟი შემცირდება.

5. მონტაჟის პირობები

დასაკიდი უნიტაზის დაყენება მხოლოდ მონოლითურ ან აგურის კედლებზე შეიძლება. რა თქმა უნდა, ვერავითარი თაბაშირმუყაო ვერ აიტანს ასეთ სიმძიმეს.

ახლა, როცა ყველა ამ თავისებურების შესახებ წაიკითხეთ, შეგიძლიათ მიიღოთ გათვლილი და სწორი გადაწყვეტილება. წარმატებულ რემონტს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს