რაში გამოვიყენოთ ყავის ქილები, რომლებიც კარადაში იმტვერება

19138

პროდუქტის ცარიელი ჭურჭელი მუდმივად ჩნდება სამზარეულოში. განსაკუთრებით ყაირათიანი დიასახლისები მსგავს ჭურჭელს სუნელებისა და ბურღულის შესანახავად იყენებენ. თუმცა, მინიმალისტები ასეთი ჭურჭლის უდარდელად მოშორებას გვირჩევენ. სამზარეულოს სივრცე მუდმივად თავისუფალი რომ იყოს. ჩვენ კი გთავაზობთ კრეატიულობის გზით სვლას და ყავის ქილების საინტერესეო ნივთებად ქცევისთვის.

ამ ჭურჭელს ნამდვილად უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე უბრალოდ ბურღულის შენახვაა. მათი ქცევა ინტერიერის მიმზიდველ დეტალად შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, გარდასახვას გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება.

ამისთვის დაგჭირდებათ ყავის ცარიელი ქილა, რომელსაც ეტიკეტები წინასწარ უნდა გააცალოთ. აგრეთვე, დაგჭირდებათ საკანცელარიო რეზინები, საღებავის ბოთლი და ფერადი ლენტი.

ინსტრუქცია

1. წამოაცვით საკანცელარიო რეზინები ქილას ისე, როგორ ფოტოზეა ნაჩვენები.

2. მოხსენით თავსახური და დაფარეთ ქილა ბოთლის საღებავით. შემდეგ აცადეთ გაშრობა.

3. ამავდროულად, გააფორმეთ თავსახური ლენტებითა და ბისერებით.

4. ახლა უბრალოდ ფრთხილად მოხსენით ქილებს საკანცელარიო რეზინები და დაახურეთ თავსახური. მიიღებთ საინტერესო ლარნაკს, რომელიც შეგიძლიათ თვალსაჩინო ადგილას დაალაგოთ.

ასევე, საღებავითა და ლენტებით შეიძლება ყავის თუნუქის ქილების გაფორმებაც.

შეგიძლიათ, ჭურჭელი სპეციალური სკოჩითაც გაალამაზოთ. ქილის თავი აქ მორთულია ძაფებით, ხოლო ხელოვნური პეპელა მხოლოდ ავსებს ნაკეთობას.

ქილაზე საინტერესო ნახატების დატოვება მარტივია. მაგალითად, შეიძლება მუყაოსგან გულის ან სასურველი ფორმების გამოჭრა, ქილაზე დაწებება და საღებავით დაფარვა. მუყაოს მოხსნის შემდეგ, გააფორმეთ ფიგურის კიდეები ბისერებით.

შეგიძლიათ ქილის გამოყენება ლამფის დასამზადებლადაც. თუმცა, დეკორის გარდა, ამ შემთხვევაში მყარი სახელურიც დაგჭირდებათ, სპილენძის დაწნული მავთულისგან. უბრალოდ ჩადეთ ქილაში სანთელი და დაანთეთ საჭირო დროს.

თურმე, რამდენი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება. დეკორისთვის ხომ უამრავი მასალის გამოყენება შეიძლება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქილებს ყავის სრული მარცვლებით აფორმებენ. თუმცაღა, ამ მიზნისთვის სუპერწებო გახდება საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში, იდეას საკმაოდ დიდი სივრცე აქვს. უბრალოდ შთაგონდით ზემოხსენებული იდეებით და დაიწყეთ საჭირო დეტალების მოგროვება. შექმენით ის სილამაზე, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება თქვენს საცხოვრებელს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს